Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2018

Новости за 02.03.2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დახმარება სთხოვა რუსეთის პატრიარქ კირილეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილი გაუგზავნა რუსეთის ეკლესიის მეთაურს, კირილეს. „ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა... Читать дальше...

საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა გმობენ რუსეთის სამხედრო ყოფნას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის პარლამენტების სპიკერებმა, ირაკლი კობახიძემ, ადრიან კანდუმ და ანდრეი პარუბიმ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს ის გარემოება, რომ მათ ქვეყნებში რუსეთის სამხედროების ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს. მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებული, უსაფრთხოების ერთდღიანი კონფერენციის ბოლოს სამმა სპიკერმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული ამ სამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნის თაობაზე. განცხადების თანახმად, სამი ქვეყანა "ღრმადაა შეშფოთებული... Читать дальше...

კალეიდოსკოპი

Radiotavisupleba.ge 

როგორ აღიქვამდნენ მშვენიერებას ამ 25-26 საუკუნის წინ, ანტიკურ სამყაროში, და რა ითვლება მიმზიდველად დღეს - მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში? ამ და არამარტო ამ შეკითხვას ეთმობა დღევანდელი კალეიდოსკოპი.

გერმანიაში დააკავეს არგენტინა-რუსეთთან დაკავშირებული კოკაინის გეგმის ავტორობაში ეჭვმიტანილი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც, რუსეთის უშიშროების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავტორია გეგმისა, რომელიც ითვალისწინებდა არგენტინიდან მოსკოვში 400 კილოგრამი კოკაინის ჩატანას. ამ ცნობას ავრცელებენ დაკავებულის ადვოკატი და პოლიცია. ანდრეი კოვალჩუკის ადვოკატი, ვლადიმირ ჟერებენკოვი აცხადებს, რომ მისი კლიენტი 1 მარტს ბერლინის შემოგარენში დააკავეს, მის დაკავებას ადასტურებს გერმანიის პოლიციაც. რუსეთი მოითხოვს კოვალჩუკის ექსტრადიციას და ამ პროცესმა შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს - ამბობს ბერლინში რუსეთის საელჩოს პრესმდივანი... Читать дальше...

ბათუმი: ცენტრალურ პარკში ძველი კოლონადების აღდგენა და ახალი ტერასის მოწყობა იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან, კოლონადების აღდგენა იგეგმება. უკვე არსებობს ესკიზური ნახაზები, როგორი უნდა იყოს განახლებული კოლონადები, კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებაზე კი ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებული 6 მარტს გამოვლინდება.

ზვიად რატიანის საქმე: შს სამინისტრო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი

Radiotavisupleba.ge 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შს სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ლაპარაკია  რეაგირებაზე, რომელიც მოჰყვა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებას პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.

იანუკოვიჩი გამოდის პირდაპირი დიალოგის მოწოდებით კიევსა და სეპარატისტებს შორის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი გამოვიდა მოწოდებით გაიმართოს "პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება" კიევსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში, რათა დასრულდეს კონფლიქტი, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10,300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მოსკოვში 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ორგანიზებაში დახმარებისთვის მიმართავს ევროკავშირს, აშშ-ს და რუსეთს, რათა სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები კვლავ კიევის კონტროლს დაუბრუნდეს. Читать дальше...

ოსური სააგენტო „რეს“-ი: „ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა“

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა, - განაცხადა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ექიმმა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა. ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, ტეხოვი 1995 წლიდან მუშაობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სფეროში. ინალ ტეხოვის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გვამი 22-23 თებერვალს შეისწავლა: „რაიმე სისხლჩაქცევა, შინაგანი ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანებები არ აღმოჩენილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლებიც მთელი იყო“. Читать дальше...



ეკონომიკური ზრდისთვის მერები კლუბში გაწევრიანდნენ

Radiotavisupleba.ge 

თვითმყოფადი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესის ხელშესაწყობად, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ევროკავშირის მხარდაჭერით გასული წლიდან ხორციელდება ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

საგანგებო მდგომარეობა ახალგორში

Radiotavisupleba.ge 

ახალგორში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს.

ფაროსანას კოშმარი

Radiotavisupleba.ge 

თენდება. თუ თბილი ამინდია, ის ყველა ჭუჭრუტანიდან გამოდის. სახლში არ არსებობს ადგილი, სადაც ის არ იმალებოდეს. დათბება თუ არა, ყველგან დახოხავს.  თუ სახლი შიგნიდან ხისაა - მით უმეტეს. ედება ფარდებს, კარადებს, ძვრება ტანსაცმელში. სითბო უყვარს. თუ ტანსაცმელს წინასწარ არ დაბერტყავ, ისე ვერც გააუთოებ - გეშინია, რომ ყველა მხრიდან ამოძვრება. სახლის პირობებში თუ მოაგროვებ და დაწვავ, თორემ სხვა გზა არ არსებობს - ასეთია აზიური ფაროსანა.

საქართველოს ნაკრები მარტში ლიტვას და ესტონეთს უმასპინძლებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებით გახსნის 2018 წლის სეზონს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 24 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლიტვის ნაკრებს შეხვდება, 27 მარტს კი იმავე არენაზე ესტონეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, გულშემატკივრებისთვის მომავალ ორ მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ტრამპი და მერკელი შეაშფოთა პუტინის განცხადებამ ახალი შეიარაღების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სატელეფონო საუბარი გაიმართა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერკელის და ტრამპის შეშფოთება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებამ შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი დარწმუნებულნი არიან, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შესახებ... Читать дальше...

სულხან სალაძე: "პრემიერის განცხადება, რომ კითხვები აქვს, არაფერს ცვლის"

Radiotavisupleba.ge 

2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე.

ერევანში გაიმართა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

2 მარტს, ერევანში გაიმართა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და კარენ კარაპეტიანის პირისპირ შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგში იყო ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს 33%-ით გაიზარდა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა. Читать дальше...

რეზოლუციის ორი პროექტი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის პროექტს საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს. პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტში 1 მარტს რეზოლუციის ორი პროექტი შევიდა. მათგან ერთი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, მეორე კი „ევროპულმა საქართველომ“.

დათო სიხარულიძე: "ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების მწყობრი პოლიტიკა"

Radiotavisupleba.ge 

2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებულ პროცესზე და ამ ამბის ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტზე.

ტრანსგენდერი ქალები - ოცნებები დედობაზე

Radiotavisupleba.ge 

მონიკა, ფატიმა, მარია და მირანდა ტრანსგენდერი ქალები არიან. ისინი ლაპარაკობენ ტრანსგენდერ ქალთა უფლებაზე - ერთ მშვენიერ დღეს მათაც ჰყავდეთ შვილი. ტრანსგენდერ ქალთა პრობლემატიკა აარჩია ქალთა მოძრაობამ წლევანდელი 8 მარტის მთავარ თემადაც.

Новости России
Москва

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине


„ძალა ერთობაშია“ საგანგებო განხადებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საპროტესტო აქციების ორგანიზების განზრახვას შეეხება. „ძალა ერთობაშიას“ სახელით, დავით ქაცარავა განმარტავს, რომ მოძრაობა ბოლო რამდენიმე დღეა თავს იკავებს აქციების დაგეგმვისგან: „მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, დაელოდოს ცხედრის გადმოცემის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგებს, „ძალა ერთობაშია“ თავს იკავებდა მწვავე საპროტესტო აქციების დაგეგმვისგან, აცნობიერებდა რა... Читать дальше...

ხელნაკეთი სათამაშო შვილისთვის

Radiotavisupleba.ge 

ტიმოთეს დაბადებამ მის მშობლებს ხელნაკეთი სათამაშოების შექმნის იდეა გაუჩინა. ე.წ. “ბიზი ბორდი“ ბავშვს ფიზიკურად და გონებრივად ავითარებს.

6 წლის გოგონა ემსხვერპლა ქაბულში მომხდარ თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღუპულია 6 წლის გოგონა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნაჯიბ დანიშმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ ქაბელ ბეის რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების სამიზნე იყო უცხოური ძალების ბადრაგი. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანაში თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა. ქაბულის ამ რაიონში მდებარეობს სამხედრო სასწავლო ცენტრი და საბაჟო სამსახური.

„სანამ აჩიკო სახლში დაბრუნდება“...

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას ოჯახთან ერთად,  უკვე მეცხრე დღეა, ელოდება მისი კლასელი და მეზობელი გალინა ჯარმელიშვილი. აჩიკო და გალინა მეზობლები იყვნენ სოფელ ყანჩავეთშიც და 2008 წლის ომის შემდეგ - უკვე წილკანში, დევნილთა დასახლებაში.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი დააწესეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს. Читать дальше...

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

Radiotavisupleba.ge 

2 მარტს, სომხეთის პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტად აირჩია არმენ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 90-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ. სარგსიანის კანდიდატურა, რომელიც ერთადერთი იყო, პარლამენტს წარუდგინა სომხეთის მმართველმა კოალიციამ, „რესპუბლიკური პარტიის“ და „დაშნაკცუტუნის“ შემადგენლობით. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გარეშე. სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებით, რესპუბლიკა გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев назвал трёх людей в истории тенниса, с которыми хотел бы поужинать






"Зенит" в пятый раз стал обладателем Кубка России по футболу обыграв "Балтику"

Вильфанд рассказал о погоде в Москве на следующей неделе

Затяните пояса: с июля коммунальные услуги станут дороже

В России предложили запретить регистрацию товарных знаков с религиозной символикой