Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2018

Новости за 29.03.2018

რუსეთიდან ამერიკელ დიპლომატებს გააძევებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება იმ ქვეყანათა დიპლომატების გაძევების თაობაზე, რომლებმაც მანამდე გააკეთეს განაცხადი თავიანთი ტერიტორიებიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ამ ზომას „სარკისებური“ უწოდა. კერძოდ, რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოუწევს 60 ამერიკელ დიპლომატს. აქედან 58 მუშაობდა მოსკოვში, ხოლო 2 - ეკატერინბურგში. ქვეყნის დასატოვებლად მათ ვადა 5 აპრილამდე მიეცათ. Читать дальше...

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

საქმე ეხება ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც 2016 წელს გოგიტიძის ნათესავმა, ენვერ ცეცხლაძემ, სასამართლოს გზით დაიბრუნა.

ქალი დაგავიწყდათ

Radiotavisupleba.ge 

და ახლა ვფიქრობ, ალბათ, როგორი უტაქტო ან, საერთოდ, ველური ვეგონე იმ სტუდენტს, როცა არც ერთი ქალი არ დავუსახელე ჩამოთვლილ მწერლებს შორის.

ყარაბაღში სამი გამნაღმველი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო გამნაღმველთა ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილი ნაღმს დაეჯახა მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ყარაბაღის დე-ფაქტო ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია აზათიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აფეთქებისას კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. დაღუპულებიც და დაშავებულებიც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

კოსოვომ თურქეთს გადასცა ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 6 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოში დააკავეს თურქეთის 6 მოქალაქე იმ სკოლებთან თანამშრომლობის გამო, რომლებსაც, ანკარის მტკიცებით, კავშირი აქვთ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენთან. გიულენს ერდოღანის ხელისუფლება ადანაშაულებს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ პირებს გაუუქმდათ ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავთ. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით თურქეთის სადაზვერვო სააგენტომ ექვსივე კერძო თვითმფრინავით დააბრუნა ქვეყანაში.

რუსეთის პროკურატურა ულტრაკონსერვატორი ცეცხლის წამკიდებლებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პროკურატურამ თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ულტრაკონსერვატიული დაჯგუფების სამი წევრისათვის, რომლებმაც კინოფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლა ცეცხლის წაკიდებით სცადეს. ფილმი „მატილდა“ რუსეთის მომავალი მეფის, ნიკოლოზ მეორისა და ახალგაზრდა ბალერინას სასიყვარულო ურთიერთობას ასახავს. სამივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს სექტემბერში განხორციელებულ თავდასხმაში, როდესაც ფილმის რეჟისორის ადვოკატების ოფისის წინ ორ მანქანას წაუკიდეს ცეცხლი. ფილმს რადიკალური მართლმადიდებელი და მონარქისტული დაჯგუფებები აპროტესტებდნენ.

რეორგანიზაცია „მადლიერების სახლში“ და ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლიდან“ გათავისუფლებული თანამშროლები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ და აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

სკრიპალის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ, რომ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და ის „სწრაფად უმჯობესდება“. სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე ინგლისში 4 მარტს ნერვულ - პარალიტიკური ნივთიერებით განხორციელდა თავდასხმა. სერგეის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმე, თუმცა სტაბილურია.



თბილისში ძიუდოს “გრან პრი” იწყება

Radiotavisupleba.ge 

30 მარტიდან, 1 აპრილის ჩათვლით, საქართველო ძიუდოს “გრან პრის” უმასპინძლებს. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მედლებისთვის ბრძოლაში 38 ქვეყნის 302 ძიუდოისტი ჩაებმება. საპრიზო სამეულები მამაკაცთა და ქალთა 7-7 წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე სულ 39 სპორტსმენი გავა (28 კაცი და 11 ქალი). სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, თბილისის გრან პრიზე გუნდის თითქმის ყველა გამოცდილი წევრი იჭიდავებს. ოპტიმალურ განაცხადს მხოლოდ ოთხი ძიუდოისტი დააკლდება... Читать дальше...

ვენესუელაში ითხოვენ ციხეში გაჩენილი ხანძრის გამოძიებას, რომელსაც 68 ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის უფლებადამცველები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გამოძიების დაწყებას ითხოვენ ციხეში მომხდარ ამბოხთან და შემდეგ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა 29 მარტს განაცხადა, რომ ოთხი პროკურორი გამოიძიებს, თუ ზუსტად რა მოხდა დედაქალაქიდან 150 კილომეტრში მდებარე ქალაქ ვალენსიის ციხეში. ვენესუელის პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტარეკ უილიამ სააბის ცნობით, ხანძარი გამოიწვია ციხიდან გაქცევის მცდელობამ - რამდენიმე დაკავებულმა ლეიბს მოუკიდა ცეცხლი. Читать дальше...

სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა "კრიმინალურ ავტორიტეტს" ზაქარია კალაშოვს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი“ ზაქარია კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მოლოდოი“ და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კალაშოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. 65 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი,“ რომელიც თბილისშია დაბადებული, დამნაშავედ ცნეს მოსკოვის  რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში. სასამართლომ დამნაშავედ აღიარა კალაშოვის თანაშემწედ ცნობილი ანდრეი კოჩუიკოვიც, მეტსახელად... Читать дальше...

ბოლო სამ თვეში საქართველოში მოხდა 800-ზე მეტი ოჯახური დანაშაული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 855 პირი. ყველაზე მეტი, 424 თბილისშია დაკავებული. რაც შეეხება რეგიონებს, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დააკავეს 78 მოქალაქე, ქვემო ქართლში 76, კახეთში 68, შიდა ქართლში 66, აჭარაში 40, სამცხე-ჯავახეთში 39, სამეგრელოსა და გურიაში 25-25 და მცხეთა-მთიანეთში 14. უმეტესობა დაკავებულია ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებებით. Читать дальше...

კვიპროსში მოსწავლეებს უფასოდ ურიგებენ ხილ-ბოსტნეულსა და რძეს

Radiotavisupleba.ge 

კვიპროსის მინისტრთა საბჭომ ხუთშაბათს დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა სასკოლო პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც ხილ-ბოსტნეულისა და რძის უფასოდ დარიგებას ითვალისწინებს საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. პროექტის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 870 ათას ევროს, მათგან 790 ათასი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. ეს პროგრამა ნაწილია კვიპროსის ექვსწლიანი სტრატეგიისა, რომელიც 2023 წლამდე გრძელდება. მისი მიზანია, გააუმჯობესოს ბავშვების კვების ჩვევები... Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. 29 მარტს, ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ. „ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჟენევასა და ნიუ-იორკში

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კიდევ ერთი უშედეგოდ დასრულებული რაუნდის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა.

საქართველო საერთაშორისო სოლიდარობის ჯაჭვში: ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეს აძევებენ

Radiotavisupleba.ge 

ბევრისთვის მოულოდნელად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქის გაძევების შესახებ. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაძევების ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადაიდგა.

მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისში

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებით, წლებია, არავის უსარგებლია. ეს გადასასვლელი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის, წინ მდებარეობს, თუმცა, მრავალი წელია, იქ არავინ ჩასულა.

Новости России
Москва

На борту самолета, летевшего из Москвы в Турцию, из-за жары погибла кошка якутского пилота


აკაკი ბაქრაძე - 90

Radiotavisupleba.ge 

90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: „მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო“. ის უკმაყოფილო იყო იმ ხალხის ქცევით და აზრებით, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე იყო გაზრდილი - ის, რასაც ისმენდნენ, და ის, რასაც ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

აკაკი ბაქრაძე - კაცი, რომელსაც უსმენდნენ

Radiotavisupleba.ge 

90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: „მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო“. ის უკმაყოფილო იყო იმ ხალხის ქცევით და აზრებით, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე იყო გაზრდილი - ის, რასაც ისმენდნენ, და ის, რასაც ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

საქართველო "სკრიპალის საქმის" გამო აძევებს რუსეთის მოქალაქეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოდან აძევებენ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობასგაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას შვიდი დღის ვადაში“ - აცხადებს საგარეო უწყება. Читать дальше...

სასკოლო ინფრასტუქტურის სარემონტო ხარჯები

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყოთეონა ტურაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელი. მან ილაპარაკა სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ხარჯებსა და მის პროპორციულობაზე. თეონ ტურაშვილის თქმით სკოლების რეაბილიტაციაზე 2014-2017 წლებში სულ 123 მლნ ლარი დაიხარჯა. თუმცა 2014 წლის შემდეგ სკოლების ინფრსტუქტურაზე დახარჯული თანხები სულ უფრო მცირდებოდა 4 წლის განმავლობაში ეს ხარჯი 35% -ით შემცირდა. სკოლების ინფრასტუქტურაზე გაწეული ხარჯები რეგიონების მიხედვით პროპორციულად არ განაწილებულა. Читать дальше...

რუსეთი დიდი ბრიტანეთისგან ითხოვს იულია სკრიპალის მოწამვლის გამოძიების მასალებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 29 მარტს განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურას დიდი ბრიტანეთის კომპეტენტურ ორგანოებში გასაგზავნად გადასცა მიმართვა სამართლებრივი დახმარების შესახებ, რუსეთის მოქალაქის, იულია სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებითვე, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის მოქალაქის მკვლელობის მიზნით განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც საშიში მეთოდითაა ჩადენილი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ სოლსბერის ტერიტორიაზე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ბრიტანელი... Читать дальше...

გენგეგმა და სატრანსპორტო საკითხები

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტურები იყვნენ გელა კვაშილავა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე და გიორგი გიგაური სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტრანსპორტის სპეციალისტი. მათ ისაუბრეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულისატრანსპორტო საკითხების გადაწყვეტაზე. გელა კვაშილავას თქმით, სტიქიურად განვითარებული ქალაქის ნაცვლად თუ გვინდა გვქონდეს სიცოცხლისუნარიანი განვითარების პერსპექტივის მქონე ქალაქი უნდა გვქონდეს გენგეგმა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Большой шлем

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»






Вильфанд рассказал о погоде в Москве на следующей неделе

Теплоход «В.Рукавишников» начнет пассажирские перевозки «Якутск — Нижний Бестях» ориентировочно с 5 июня

В Болгарии освистали главу ЕК Урсулу фон дер Ляйен на акции протеста

Четыре воздушных судна 3 июня прилетают в аэропорт Владивостока вне расписания