პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საბიუჯეტო კანონის ხელმოწერას. „ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან, 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას 105 325 000 დოლარამდე“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 23 მარტს... Читать дальше...