Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2018

Новости за 15.01.2018

უკრაინისა და საქართველოს პროკურატურების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს ექსტრადიციის საკითხებზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე კიევში შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს. ინფორმაცია 12 იანვარს გამართული შეხვედრის შესახებ, 15 იანვარს გამოქვეყნდა უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე. ამ ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველაზე უფრო აქტუალური საკითხები. კერძოდ, სისხლისსამართლის წარმოებასა და ექსტრადიციაში საერთაშორისო-სამართლებრივი დახმარების საკითხები. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობითვე, შეხვედრის მონაწილეებმა... Читать дальше...

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები ერთ სამსახურად ერთიანდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისის მერიაში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები ორის ნაცვლად ერთ საქალაქო სამსახურში გაერთიანდება. ამის შესახებ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ამ მიზნით კულტურის საქალაქო სამსახურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის შერწყმა და ახალ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება მოხდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, დღეს, მერიის სტრუქტურული რეფორმა […]

სტუმრად ჩვენს ეთერში: რუსუდან მჭედლიშვილი

Radiotavisupleba.ge 

15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი.

35-ს გადააჭარბა ბაღდადში დაღუპულთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა და 105 დაიჭრა ბაღდადის ცენტრში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. შსს-ს წარმომადგენლის, საად მაანის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს საჰეთ ალ-ტაიარანის მოედანზე. ბაღდადის ეს მოედანი ხალხმრავალი სავაჭრო ადგილია, სადაც დასაქმების მსურველებიც იკრიბებიან. თავდასხმაზე პასუსისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე

Radiotavisupleba.ge 

15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

რუსუდან მჭედლიშვილი აფგან მუხთარლის განაჩენზე

Radiotavisupleba.ge 

15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა აზერბაიჯანეილ ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე. გასული კვირის ბოლოს აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანის პროკურატურა აფგან მუხთარლის ბრალად სდებდა: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, საზღვარზე ფულის უკანონოდ გადატანისა... Читать дальше...

ათზე მეტი მოზარდი დაჭრეს პერმის სკოლაში მომხდარი დაპირისპირებისას

Radiotavisupleba.ge 

14 მოსწავლე და ერთი პედაგოგი დაიჭრა რუსეთის ქალაქ პერმის 127-ე სკოლაში მომხდარი კონფლიქტისას. რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, პედაგოგის და ორი უფროსკლასელის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ცნობა, რომ სკოლას თავს დაესხა დანებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი. მოგვიანებით, რეგიონულმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, კონფლიქტი დაიწყო დანებით შეიარაღებულ ორ მოზარდს შორის, რომელთა გაშველებას ცდილობდნენ სხვა მოსწავლეები და პედაგოგები. გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. Читать дальше...

ხაშურში დაჭრეს ორი არასრულწოვანი

Radiotavisupleba.ge 

ხაშურში, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ორივე მათგანი მე-12 კლასელია. არასრულწოვნები ხაშურის საავამდყოფოში მოათავსეს. სააგენტოს ცნობითვე, ინციდენტი წუხელ მოხდა ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბთან მდებარე სასადილოში, სადაც ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები... Читать дальше...

ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ინფორმაცია ერაყის ჯანდაცვის საინისტრომ გაავრცელა. ერაყის შსს-ს ცნობით, 15 იანვარს დილით, ბაღდადის ცენტრში თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა. სააგენტო DPA-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ აფეთქება მოხდა იმ ადგილზე, სადაც მშენებლები იკრიბებიან.

ევროკავშირი მოითხოვს აფგან მუხთარლის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისთვის 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება სერიოზულ შეკითხვებს აჩენს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის აზრის გამოხატვის და მედიის თავისუფლების პატივისცემის და სამართლებრივი პროცედურების მიმართ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ 14 იანვარს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოდან მუხთარლის სავარაუდო გატაცება, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანში მისი დაკავება და სასამართლო პროცესი, კვლავ მოითხოვს დეტალურ და გამჭვირვალე გამოძიებას. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки






В Москве нейросети поставили пациентам более 14 млн диагнозов

Участникам «Первых в медиа» рассказали об истории СМИ

Роды успешно приняли в МОНИИАГ у перенесшей две опухоли мозга женщины

Пешеходную зону в округе Кашира благоустроят в следующем году