Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 05.04.2018

ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქციის 2 მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა შიმშილობის აქციის ორი მონაწილე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავამდყოფოში გადაიყვანეს. მათ, ექიმების ინფორმაციით, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევის ნიშნები აქვთ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ამჟამად შიმშილობის აქციაში მონაწილეობს პორტის 4 თანამშრომელი. 5 აპრილს დილით, ისინი შეხვდნენ ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, რომელიც ბათუმში საგანგებოდ ჩავიდა პორტში შექმნილი ვითარების გამო. Читать дальше...

ტყიბული: გუშინ და დღეს

Radiotavisupleba.ge 

​2016 წლის 15 თებერვალს ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელ შახტებში, 1500-მდე ადამიანი გაიფიცა, რადგან ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მათი მთავარი მოთხოვნა-აუტანელი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ”წითელი ზონის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რა ხდება დღეს ტყიბულში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც 2016 წლის ზამთარში დაამტკიცეს, რომ შეუძლიათთავიანთი ღირსებისათვის ბრძოლა.

კამპანია - "ძალა ევროპაშია!"

Radiotavisupleba.ge 

5 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და დუტა სხირტლაძე, მსახიობი.

მინდელის შახტის მფლობელი: ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი ტექნოგენური კატასტროფაა

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულის მინდელის შახტის მფლობელმა კომპანიამ, „საქნახშირმა“ ღრმა მწუხარება გამოთქვა 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. „საქნახშირის“ ინფორმაციით, „5 აპრილს, დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება.“ კომპანიის წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი... Читать дальше...

კამპანია - „ძალა ევროპაშია!“

Radiotavisupleba.ge 

5 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და დუტა სხირტლაძე, მსახიობი. მათ ილაპარაკეს კამპანიაზე - „ძალა ევროპაშია!“ რომელსაც იწყებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“.

ტყიბულის შახტიდან ამოიტანეს 6 დაღუპული მაღაროელის ცხედარი

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულში, მინდელის შახტიდან ამოიტანეს ექვისვე დაღუპულის ცხედარი. ისინი გადაასვენეს ქუთაისის პროზექტურაში, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება. მაღაროდან ცხედრების ამოტანის ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ტყიბულის მინდელის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს გამთენიისას, 4 საათისთვის მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა.

გიორგი მარგველაშვილი: შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა დრამატულად მძიმეა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა მაღაროელთა ოჯახებს და ახლობლებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ტყიბულში დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია.“ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუონ მსგავს ვითარებას და საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და პირველ რიგში... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულის შახტში 5 აპრილს დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, შეძრულია მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რაც ტრაგედიაა არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. „მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე... Читать дальше...

ტყიბულში 6 მაღაროელი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

6 მაღაროელი დაიღუპა და 3 დაშავდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. წინასწარი, ოფიციალური ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი დაშავებული მეშახტე ტყიბულიდან გადაიყვანეს ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მესამე, შედარებით მსუბუქად დაშავებული მაღაროელი მკურნალობას ტყიბულის საავადმყოფოში განაგრძობს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით... Читать дальше...

აშშ აპირებს სანქციები დაუწესოს რუს მილიარდერებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ გეგმავს რუსეთს დაუწესოს ახალი სანქციები, რომლებიც ამჯერად, მიმართული იქნება პრეზიდენტ პუტინთან ახლო კავშირის მქონე მილიარდერების წინააღმდეგ. სააგენტო Reuters-ი და გაზეთი Washington Post-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის გამო, სანქციები ამოქმედდება რუსეთის სულ მცირე 6 მოქალაქის წინააღმდეგ ე.წ. კრემლის სიიდან, რომელიც იანვარში გამოაქვეყნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ. ამ ჩამონათვალშია 200-ზე მეტი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ოლიგარქი. Читать дальше...

სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას

Radiotavisupleba.ge 

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების განცხადებით, უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა მინდელის მაღაროში. პროფკავშირების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობას აზუსტებენ.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Россиянка Рахимова вышла в полуфинал турнира WTA в Рабате






Футболисты «Академии спорта» Лобни стали призерами Первой лиги

Сеть клиник «Будь Здоров» подвела итоги первого квартала 2024 г.

Генерал армии Виктор Золотов провел оперативное совещание

Россиянам рассказали, куда можно успеть подать на шенгенскую визу по старым ценам