Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 04.09.2018

საოკუპაციო ძალებმა პოლონელი ტურისტები დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ჯავის რაიონში დააკავეს პოლონეთის ორი მოქალაქე. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელი ტურისტები ვარშავიდან ჩავიდნენ ქუთაისში, საიდანაც ყელის ტბის მოსანახულებლად გაემგზავრნენ. ეს ტბა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. „უშიშროების კომიტეტის“ ცნობითვე, 3 სექტემბერს ჯავის სასამართლომ პოლონეთის მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ფულადი ჯარიმა... Читать дальше...

შალვა ნათელაშვილი ტყუილში ამხილეს (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტყუილში ამხილეს. საკითხი ეხება მედიით გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათელაშვილი ერთ-ერთ გარემოვაჭრესთან იყო მისული, რომელიც მის პრობლემებზე საუბრობდა და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადამიანი, ვინც გარემოვაჭრის სახელით გაეცნო საზოგადოებას, ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, ხოლო პროდუქტი, რომელიც საჩვენებლად იყო წარმოდგენილი, სინამდვილეში, საგანგებოდ იყო მიტანილი და ბოლოს […]

კრემლი უარყოფს, რომ, როგორც მაკრონმა თქვა, პუტინის „ოცნებაა“ ევროკავშირის დაშლა

Radiotavisupleba.ge 

კრემლი არასწორად მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „ოცნებაა“ ევროკავშირის დაშლა. მაკრონმა გასული კვირის ბოლოს შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, რომ პატივს სცემს პუტინს და სურს მასთან თანამშრომლობა, ევროკავშირთან მიმართებით მისი, სავარაუდოდ, ცუდი ზრახვების მიუხედავად. „პატივს ვცემ ვლადიმირ პუტინს და მივეკუთვნები იმ ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან ერთად უნდა შევქმნათ უშიშროებისა და თავდაცვის ახალი არქიტექტურა - ჩვენ გვჭირდება ასეთი დისკუსია რუსეთთან. Читать дальше...

თბილისის "ევროპული სკოლა" სტუდენტების აქციის ფონზე გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, "აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნის ცერემონიის პარალელურად აქცია გამართეს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა. მათ მოითხოვეს გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ფინანსური დავალიანების გამო უნივერსიტეტს ერთი წლით შეეზღუდა სრუდენტების ახალი ნაკადის მიღება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციამ ფინანსური დავალიანება 26 აგვისტოს დაფარა. Читать дальше...

ისრაელი არ გამორიცხავს ერაყში ირანის სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიშების მიტანას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი არ გამორიცხავს, რომ ავიაიერიშებს მიიტანს ერაყში ირანის სავარაუდო სამხედრო ობიექტებზე მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში არაერთხელ განახორციელა საჰაერო დარტყმები ირანის ობიექტებზე მეზობელ სირიაში. ამ თემას ლიბერმანი შეეხო 3 სექტემბერს იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყებოდა, რომ ირანმა ახლო რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა შიიტ მოკავშირეებს ერაყში. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებას ჯერ არ... Читать дальше...

თალიბანი აცხადებს, რომ გარდაიცვალა ექსტრემისტული „ჰაყანის ქსელის“ დამაარსებელი

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის ინფორმაციით, გარდაიცვალა ავღანეთში ექსტრემისტების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სასტიკი ჯგუფის, „ჰაყანის ქსელის“ დამაარსებელი ჯალალუდინ ჰაყანი. ამის შესახებ 4 სექტემბრის დილას გამოაცხადეს ავღანელმა თალიბებმა, რომლებიც ჰაყანის ჯგუფის მოკავშირეები არიან. თალიბანი ტვიტერში ინგლისურად წერს, რომ ჰაყანი გარდაიცვალა „ავადმყოფობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ" და რომ ჯგუფს ახლა სათავეში უდგას მისი ვაჟიშვილი, სირაჯუდინ ჰაყანი. აშშ ჰაყანისთან თანამშრომლობდა 1980-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციასთან საბრძოლველად... Читать дальше...

რუსთავში დაავადებული ხეების შეწამვლა დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს სოკოვანი დაავადება აღენიშნება. მათი გადარჩენის მიზნით, რუსთავის „სერვის ცენტრმა“, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგაიონულ სამსახურთან ერთად, 4 სექტემბერს, გამთენიისას, დაიწყო დაავადებული ხეების შეწამვლა. რუსთავის „სერვის ცენტრი“ მოსახლეობას აფრთხილებს, იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, „რათა 100 პროცენტით იყოს დაცული თითოეული რუსთაველის ჯანმრთელობა“, დაავადებული ფიჭვის ხეების შეწამვლისას. „სერვის ცენტრის“ რეკომენდაციით, საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს... Читать дальше...

თბილისში გაიხსნა "აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლა"

Radiotavisupleba.ge 

4 სექტემბერს თბილისში გაიხსნა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლა“, რომელიც ერთ–ერთი პირველი კონკრეტული შედეგია 2020 წლისთვის, ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში 20 მიზნის მისაღწევად. სკოლა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა. ევროპული სკოლა ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს შესთავაზებს ინოვაციურ, აკადემიურ პროგრამებს და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას. წელს სკოლა მიიღებს 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან... Читать дальше...



ასოცირების შეთანხმება და სათამაშოების უვნებლობა

Radiotavisupleba.ge 

4 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ გობეჯიშვილი, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) წარმომადგენელი. მან ილაპარაკა სათამაშოების უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაშიც არის ასახული და კონკრეტულ ვალდებულებებს ითვალისწინებს სათამაშოების ბიზნესის რეგულაციას უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. CSRDG-ს წარმომადგენელი ყვება ორგანიზაციის გამოცდილებაზე საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უვნებლობაზე დაკვირვება-შესწავლის სფეროში. Читать дальше...

ევროკომისარი ჰანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრა ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან. მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა თბილისში „აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნისთვის, რომელიც 6 პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მაღალი დონის ევროპული, საბაკალავრო განათლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით... Читать дальше...

ონკოლოგია: ოპერაციების დაფინანსების სირთულე

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის თვითმმართველობა ამ მძიმე დაავადების მქონე ადამიანების გადაუდებელ ოპერაციებს აფინანსებს, მაგრამ მომართვიანობა იმდენად არის გაზრდილი, რომ ადგილობრივი კანონმდებლები იძულებულნი ხდებიან, სპეციალური პროგრამის დაფინანსება თვიდან თვემდე გაზარდონ ხოლმე.

ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევები და ოპერაციების დაფინანსების სირთულე

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის თვითმმართველობა ამ მძიმე დაავადების მქონე ადამიანების გადაუდებელ ოპერაციებს აფინანსებს, მაგრამ მომართვიანობა იმდენად არის გაზრდილი, რომ ადგილობრივი კანონმდებლები იძულებულნი ხდებიან, სპეციალური პროგრამის დაფინანსება თვიდან თვემდე გაზარდონ ხოლმე.

იაპონია საქართველოს სავიზო რეჟიმს უმარტივებს და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს უფინანსებს

Radiotavisupleba.ge 

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანის და ტარო კონოს შეხვედრა. მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების საკითხები, რეგიონში შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია.ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ტარო კონოს პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მიღწევად და საქართველოსადმი იაპონიის უმაღლესი დონის მხარდაჭერად, და განაცხადა... Читать дальше...

ჩემოდანში დამალული უზბეკეთის მოქალაქე თურქეთში მოხვედრას ცდილობდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის საბაჟოზე დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ჩემოდანში დამალული ცდილობდა. თურქეთის მედიის ცნობით, ჩემოდანი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. საქართველო-თურქეთის საზღვარზე მესაზღვრეები ჩემოდნის ზომამ დააეჭვა და მის მეპატრონეს ბარგის გახსნა მოსთხოვეს. პოლიციაში გაირკვა, რომ 27 წლის უზბეკ ქალს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით აკრძალული ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველო-თურქეთის... Читать дальше...

საქართველოში იმყოფება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო. დღეს დილით, თბილისში გაიმართა მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. მინისტრებმა ნოტების გაცვლით გააფორმეს საქართველოს და იაპონიის მთავრობათა შეთანხმება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონიიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ... Читать дальше...

აშშ-ის პრეზიდენტი სირიას, რუსეთს და ირანს აფრთხილებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი მოკავშირე რუსეთი და ირანი გააფრთხილა, უარი თქვან წინდაუხედავ იერიშზე იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეები აკონტროლებენ. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები და ირანელები პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობით სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, რადგან შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპოს. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს და ირანს მიმართა, ეს არ დაუშვან. 3 სექტემბერს ირანმა მხარი... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Большой шлем

Dagospia: Синнер и Калинская вместе поужинали в ресторане в Париже






Народную артистку РФ Терехову госпитализировали с внутренним кровотечением

В Краснодаре задержали фаната «Динамо», который зажигал дымовые шашки перед матчем

Пермский театр «У Моста» может вновь занять здание бывшей пожарной каланчи

Испанские страсти: «Дон Кихот» Мариинки сорвал овации в Большом