Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2019

Новости за 02.08.2019

გამარჯვების სიმბოლო დამარცხებული “რუსთავი2” -დან წავიდა – ნიკა გვარამია

Marshalpress.ge (მარშალ) 

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “რუსთავი2” დატოვა იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა. “გამარჯვების სიმბოლო დამარცხებული რ2დან წავიდა. დიტო საძაგლიშვილი, უმაგრესი ადამიანი და სუპერპროფესიონალი ხარ! ვამაყობ, რომ შენთან ერთად ვიმუშავე ეს წლები!” – წერს გვარამია.

Читать дальше...

დმიტრი მედვედევი გეგმავს ვიზიტს თურქმენეთში და შეხვედრას ბერდიმუჰამედოვთან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ათ დღეში გეგმავს ვიზიტს თურქმენეთში იმ გავრცელებული ხმების ფონზე, რომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი გარდაცვლილია. რუსეთის მთავრობის ოფიციალური ცნობის თანახმად მედვედევი თურქმენეთში ჩავა 11-12 აგვისტოს და მონაწილეობას მიიღებს კასპიის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პირველად იმართება.   ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება მედვედევის შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და მსჯელობა ორმხრივ საკითხებზე. ბერდიმუჰამედოვი საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილი 5 ივლისის შემდეგ... Читать дальше...

გაუქმდა პატიმრობა ნარკოტიკებზე, რომლებიც მიჩვევას ან აგრესიას არ იწვევს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკონსტიტუციომ სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნო ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას და რომლის კრიმინალიზება არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. 2 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების... Читать дальше...

დონალდ ტრამპის განკარგულება შესაძლო ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთს სკრიპალების საქმის გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შემოღებას იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დაარღვევს კანონს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ. განკარგულებაში პირდაპირ არ არის ლაპარაკი რუსეთზე, მაგრამ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მხედველობაში არის სწორედ რუსეთი. ხოლო დარღვევის ქვეშ იგულისხმება სერგეი და იულის სკრიპალების მოწამვლა. რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი... Читать дальше...

პეტრას ციხეში დაგეგმილი ფესტივალი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის მოთხოვნით ადგილს იცვლის

Radiotavisupleba.ge 

10 აგვისტოს პეტრას ციხეში დაგეგმილი რეგიონალური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR Fest ადგილს იცვლის, რის მიზეზადაც მოსახლეობის და სასულიერო პირების მიერ ქუთაისის მერისთვის მიწერილ წერილს ასახელებენ, სადაც 160-მდე ადამიანი ითხოვს არ დაუშვან "კაზანტიპის მსგავსი" ღონისძიება ისტორიულ ნაგებობაში.  წერილში, სადაც მოსახლეობა ქობულეთის მერს სთხოვს დახმარებას პეტრას ციხეში ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საჭიროა "წმინდა მიწა დაიცვან ამორალური და ანტიმართლმადიდებლური ქმედებისგან."  ფესტივალის ორგანიზატორების თქმით... Читать дальше...

პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა „რუსთავი 2-ის“ შენობაში მდებარე „ინტერმედია პლუსის“ ოთახში

Radiotavisupleba.ge 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ შენობაში პროკურატურა დოკუმენტაციას სწავლობს სწორედ იმ ოთახში, რომელიც საგამოძიებო ორგანოს ცნობით, შპს „ინტერმედია პლუსს“ იჯარით აქვს აღებული. „ინტერმედია პლუსი“ „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც სარეკლამო დროს ყიდის. პროკურორმა ლაშა აბულაძემ „კურიერის“ ჟურნალისტს ტელეკომპანიის შენობაში ყოფნის მიზეზები ასე განუმარტა: „მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის... Читать дальше...

მაჩალიკაშვილი: მძინარე შვილი მომიკლეს, მის ადგილას მორისი დავაყენე და ისიც ციხეში გაუშვეს

Radiotavisupleba.ge 

პროტესტის 44-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა. გადაცემაში „სირცხვილია“ მისმა წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა მიკროფონი სწორედ მას დაუთმო და ჰკითხა, რა მოხდა რეალურად მის ძმიშვილთან, მორის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც 2-21 ივნისის საქმე პოლიციამ დააკავა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ხელისუფლებას სურდა, მათი  პროვოკაციაზე წამოგება იყო. თუმცა, მისი სიტყვებით, გარშემო ყველგან სათვალთვალო კამერებია და მარტივად შეუძლიათ გადაამოწმონ, დაარღვია თუ არა ჰუსეინ მორის მაჩალიკაშვილმა კანონი. Читать дальше...

კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა ჩაიშალა

Radiotavisupleba.ge 

კინოაკადემიის წევრებს დღეს, 2 აგვისტოს უნდა დაეფიქსირებინათ უეჭერდნენ თუ არა მხარს აკადემიის მოქმედ პრეზიდენტს ზაზა ურუშაძეს. ეს ყრილობის პირველი საკითხი უნდა ყოფილიყო.   “ყრილობაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად განხილული იქნება ჩემთვის, როგორც კინოაკადემიის მოქმედი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა უმრავლესობამ კვლავ გამოხატა ჩემს მიმართ ნდობა, დღის წესრიგში მითითებული სხვა საკითხები თავისთავად იხსნება და განხილვას აღარ ექვემდებარება,” - წერდა ზაზა ურუშაძე თავის მიმართვაში 30 ივლისს... Читать дальше...



მედია იარაღია - ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებისთვის დაწყებულია

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილებიდან  20 დღეც კი არ გასულა, თუმცა უკვე ნათელია, რომ ერთი ტელევიზიის დახურვისა თუ სახეცვლის მცდელობას უკვე მოჰყვა 2 ახალი ტელევიზიის გახსნის განზრახვა.

აშშ და რუსეთი გამოვიდნენ საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან

Radiotavisupleba.ge 

ბირთვული შეთანხმება, რომლითაც აიკრძალა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ქონა, წარმოება და გამოცდა, 2019 წლის 2 აგვისტოდან კარგავს ძალას მას მერე, რაც ხელის მომწერმა სახელმწიფოებმა, აშშ-მა და რუსეთმა, ოფიციალურად დატოვეს 31 წლის წინ დადებული ხელშეკრულება. ინგლისური შემოკლებით INF-ად წოდებული შეთანხმება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს დაიდო და ძალაში შევიდა 1988 წელს. აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანისა, და საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ეხებოდა... Читать дальше...

აშშ და რუსეთი გამოვიდნენ საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან.

Radiotavisupleba.ge 

ბირთვული შეთანხმება, რომლითაც აიკრძალა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ქონა, წარმოება და გამოცდა, 2019 წლის 2 აგვისტოდან კარგავს ძალას მას მერე, რაც ხელის მომწერმა სახელმწიფოებმა, აშშ-მა და რუსეთმა, ოფიციალურად დატოვეს 31 წლის წინ დადებული ხელშეკრულება. ინგლისური შემოკლებით INF-ად წოდებული შეთანხმება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს დაიდო და ძალაში შევიდა 1988 წელს. აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანისა, და საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ეხებოდა... Читать дальше...

ხევსურეთის სასაზღვრო სოფლის გადასარჩენად

Radiotavisupleba.ge 

„პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი, სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან, თორემ დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ“, - ხევსურეთის სოფელ ამღაში შემორჩენილი 77 წლის სანდუა წიკლაურის ამ სიტყვებით იწყება პეტიცია, რომლის მიზანი ამავე სოფლის გადარჩენაა და რომელიც „მთის ამბების“ გუნდმა და მისმა დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს მთავრობას... Читать дальше...

EMC: მორის მაჩალიკაშვილის ბრალდება დაუსაბუთებელია

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია გამოთქვამს ეჭვს, რომ მორის მაჩალიკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მისი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელს უკავშირდება.

არის თუ არა უსაფრთხო ლაგოდეხში ტურისტული ბილიკები ვიზიტორებისთვის

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე ვიზიტორი გარდაიცვალა. გერმანიის მოქალაქე „როჭოს ჩანჩქერის“ ტურისტული მარშრუტიდან უკან დაბრუნების დროს ბილიკიდან დაგორდა და დაიღუპა. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არსებული ბილიკები საშუალო სირთულისაა და მეტი ყურადღება მართებთ თავად ვიზიტორებს. ტურისტების მეტად ინფორმირებულობის საჭიროებაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენად უსაფრთხოა ლაგოდეხში არსებული ბილიკები ვიზიტორებისთვის? Читать дальше...

ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ლაშა ჟვანია ერთხელ უკვე იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში (2005-2008). ჟვანია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან მოღვაწეობს. ის იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნა, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს... Читать дальше...

ეკონომიკის მინისტრი ლარის ვარდნას „პარლამენტზე შტურმს“ აბრალებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მოსახლეობას აიმედებს და ამბობს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი 20 ივნისის მოვლენები გახდა: „ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი - ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული... Читать дальше...

10 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბებთან შეტაკებაში

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 10 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა და 15 დაიჭრა ცენტრალური დაიყუნდის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოზე თალიბების მიერ მომხდარი თავდასხმის შედეგად.   პროვინციის გუბერნატორ ანვარ რაჰმატის თანახმად, 2 აგვისტოს შეტაკების შედეგად დაღუპულია მრავალი თავდამსხმელი. პასუხისმგებლობა იერიშზე იკისრა თალიბანმა, რომელსაც დეტალები არ გაუმჟღავნებია.   ბოლო თავდასხმის ფონია მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თალიბების დელეგაციისა აშშ-ის სპეციალურ წარგზავნილთან ზალმაი ხალილზადთან... Читать дальше...

კაცი მწვანე მაისურში

Radiotavisupleba.ge 

ყველას, ვინც იხილა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის კადრები, ალბათ, ემახსოვრება კაცი მწვანე მაისურში, რომელსაც მალევე შეისრუტავს მისკენ მოძრავი სპეცრაზმის კორდონი. ვინ არის ეს მწვანემაისურიანი კაცი და როგორ იხსენებს ის 20 ივნისის ღამეს?

ჩვენი ეკონომიკა მართლაც ჯანსაღია და თუ პანიკას არ შევქმნით, ლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცია გვექნება

News.ge 

ჩვენი ეკონომიკა მართლაც ჯანსაღია და თუ პანიკას არ შევქმნით, ლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცია გვექნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სტაბილური პოლიტიკური გარემო პირდაპირ კავშირშია სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსთან. „სტაბილური გარემო ეს არის სტაბილური ეკონომიკური გარემო, მაგრამ სტაბილური ეკონომიკური გარემო მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ-პოლიტიკურ გარემოსთან. პოლიტიკურმა მოვლენებმა და ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლო მოწოდებებმა... Читать дальше...

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


ზელენსკი ადასტურებს, რომ ანდრეი ბოგდანმა დაწერა გადადგომის განცხადება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბოგდანმა მართლა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ივანო-ფრანკოსვკში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები წინასწარ დაწერა მისი გუნდის „ყველა“ წევრმა, იმის დასტურად, რომ არ „ებღაუჭებიან ძალაუფლებას“.   ამასთან ზელენსკიმ დასძინა, რომ ბოგდანის გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული არ არის და იგი რჩება თავის პოსტზე.   უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის... Читать дальше...

1 დოლარის ფასი 2.8870 ლარია

Radiotavisupleba.ge 

ლარი გამყარებას განაგრძობს. 2 აგვიტოს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0426 ლარი შეადგინა.  ევროს კურსი - 3.2037 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2328 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 აგვისტოს შევა.

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის დამტკიცდა ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.  რეფორმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების შემოსვლა. ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.... Читать дальше...

რუსმა აქტივისტმა შიმშილობა გამოაცხადა სასამართლოს მიმდინარეობის დროს 

Radiotavisupleba.ge 

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა შიმშილობა დაიწყო სასამართლოს მიმდინარეობის დროს, სადაც განიხილებოდა მის მიერ შეტანილი საჩივარი ადმინისტრაციული პატიმრობის სასჯელის გამო. ოპოზიციონერის თქმით, მას სხვა გზა არ დარჩა საკუთარი უფლების დასაცავად. მოსამართლემ ძალაში დატოვა 15 დღიანი პატიმრობის განაჩენი ჟდანოვის მიმართ.  ოპოზიციონერ აქტივისტს აკრძალული ჰქონდა სხდომის დარბაზში ყოფნა და იგი პროცესში მონაწილეობდა მხოლოდ ვიდეოკავშირის საშუალებით. მოსამართლემ უარი თქვა, რომ ეწარმოებინათ სხდომის ოქმი... Читать дальше...

„ვანო ზარდიაშვილი ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარია”

News.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძეთან გასაუბრება დასრულდა. გასაუბრების პროტესტი 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ 10 მოსამართლეს შორის, რომელთა სიაც რამდენიმე თვის წინ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცა და რომლის განხილვაც ხმაურით ჩავარდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან საბჭოს წვერების კითხვები ძირითადად მის გავლენებს სასამართლო სისტემაში და ასევე კონკრეტულ ...

“ბალოტნაია 2.0“ – საით მიდის რუსი აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეები

Radiotavisupleba.ge 

ავტორი:ლიუბოვ ჩიჟოვა რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 27 ივლისს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციისას მომხდარი მასობრივი არეულობის გამო. ასეთი კვალიფიკაცია მისცა რუსეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციას, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებისა და რუსეთის გვარდიის მიერ. საქმე ერთბაშად სამი მუხლით აღიძრა: მასობრივი არეულობის ორგანიზების (სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა), მასში მონაწილეობისა (8 წლამდე პატიმრობა) და არეულობისკენ მოწოდების (2 წლამდე პატიმრობა) მუხლებით. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ига Свёнтек

Свентек разгромила соперницу во втором круге турнира в Риме






Спортсмены из Владимирской области завоевали золото всероссийского турнира по пауэрлифтингу

Стали известны источники громких звуков в небе над Орлом

Президент Гвинеи-Бисау и Раис РТ встретились со студентами КФУ

Сергунина рассказала об обновленном «Зеленом маршруте» на ВДНХ