Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2019

Новости за 26.08.2019

სამშობლოს ღალატი პირდაპირ ეთერში – რა განცხადებები გააკეთა რუსულ არხზე ოქრუაშვილმა (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის 2011 წლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კრემლის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხს მისცა. ეს 2011 წლის ინტერვიუ კარგად ნახეთ: რუსულ არხზე, რუსულად, მთელი მსოფლიოს გასაგონად და კრემლის საამებლად, საუბრობს წინა მთავრობის მინუსებზე, რომლის ძირითადი მონაწილე და ჩამდენი თვითონ იყო, მ.შ. ბიზნესების ახევის საქმეებში, აქ კი სხვისკენ იშვერს თითს, […]

Source

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობაზე მეორე წრეში გავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთში, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ორი ქართველი ითამაშებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებებს ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები უკვე შეეჩვივნენ. მარიამ ბოლქვაძეს კი ამ რანგის შეჯიბრებაზე ასეთი შედეგი აქამდე არასოდეს უჩვენებია. მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი ბასილაშვილი პირველ წრეში უხერხულ მეტოქეს - უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65-ე ჩოგანი) შეხვდა და ხუთსეტიან ბრძოლაში დაამარცხა - 3:6 6:4 6:2 3:6 6:3. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 394-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება... Читать дальше...

გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების შესახებ მასთან ჟურნალისტებს არ უსაუბრიათ

Radiotavisupleba.ge 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება ირაკლი იმნაიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს სურს დაბრუნება. „ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ში დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. Читать дальше...

კოსოვოს პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრეზიდენტმა 6 ოქტომბრისთვის დანიშნა ვადამდელი არჩევნები, იმ ფონზე, როცა 6 ივლისს პოსტიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი. პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ოფისის მიერ 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა გაატაროს "ყველა საჭირო ზომა" კენჭისყრის ორგანიზებისთვის და ჩატარებისთვის.  გასულ კვირაში კოსოვოს პარლამენტარებმა კენჭი უყარეს პარლამენტის დაშლას, რამაც გზა გაუხსნა ახალ არჩევნებს. ჰარადინაი 19 ივლისს გადადგა, მანამდე, სანამ მას დაკითხავს ჰააგაში განთავსებული სასამართლო... Читать дальше...

ტრამპი ამბობს, რომ "სწორ" პირობებში მზადაა როჰანისთან შესახვედრად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დათანხმდებოდა ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როჰანისთან შეხვედრას, თუ საამისო "პირობები სწორი ან მართებული იქნებოდა".  ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვაშინგტონი გამოეთიშა 2015 წელს გაფორმებულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და ირანის ეკონომიკას აღუდგინა სანქციები. ხელშეკრულებაში რჩება კიდევ ხუთი ხელმომწერი, მათ შორის საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია. ამ ხელშეკრულებით... Читать дальше...

წამებაში ბრალდებული გიორგი სამუშია პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოიწურვის გამო გირაოთი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

ინტერპოლით ძებნილი გიორგი სამუშია, რომელიც 31 მაისს უკრაინაში დაკავეს და საქართველოს გადმოსცეს, პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოიწურვის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლეს. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და წამება. თუმცა დაკავებიდან 9 თვის თავზე ის არ არის მსჯავრდებული.  როგორც პროკურატურიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოიწურა... Читать дальше...

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილმა მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე ტელეფონით მიულოცა,- ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტს შორის ძალიან თბილი საუბარი შედგა, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დაგმობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის“,- ნათქვამია... Читать дальше...



იმნაიშვილი: მაქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ პაატა სალიასთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს სურს დაბრუნება. პაატა სალია იმნაიშვილს „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას სთავაზობს, როგორც იმნაიშვილი ამბობს, მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზეა. ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ჟურნალისტები არჩევნის ზღვარზე დგანან: წნეხის გამო ემოციური გადაწყვეტილება მიიღონ თუ პროფესიული. იმნაიშვილი იხსენებს 14 წლის წინანდელ ამბებს, როდესაც... Читать дальше...

პაატა სალია ირაკლი იმნაიშვილის წარდგენაზე: გუნდმა გადაწყვეტილება კარგად მიიღო

Radiotavisupleba.ge 

„სიახლე ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში „რუსთავი 2“-ის გუნდმა, ის ვინც ბოლომდე ერთგულია ამ არხის და ამ ადამიანების რიცხვი არის 800 თანამშრომელი“,-განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, ბრიფინგზე სადაც საზოგადოებას საკადრო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „მათ ვინც დღეს ისევ „რუსთავი 2“-ის გუნდია, წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდებადება დამატებითი წარდგება, მას იცნობს მთელი საქართველო, ის არის ერთ-ერთ პირველი ჟურნალისტი, რომელმლაც თავისი შეუპოვრობით, კრიტიულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას... Читать дальше...

ოკუპირებულთა „აღიარების“ 11 წელი: რუსეთი + 4

Radiotavisupleba.ge 

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 11 წლის შემდეგ რუსეთის მიმბაძველთა ბანაკში სულ ოთხ ქვეყანას ითვლიან.

ირაკლი იმნაიშვილს „რუსთავი 2“- ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს

Radiotavisupleba.ge 

არხის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის  კოლექტივს გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარუდგინა.  ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად მისი დანიშვნის შესახებ პაატა სალიამ განცხადება  პრესკონფერენციაზე გააკეთა. ირაკლი იმნაიშვილი  საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე   მუშაობდა ტელეკომპანია „მზის“ ტოკ-შოუ წამყვანად, მის linkedin-ის  პროფილიზე ახლაც  მითითებულია, რომ იგი არის   „BBC“-ს პროდიუსერი. ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული პერიოდი  კონსულტაციას... Читать дальше...

“რუსთავი 2”-დან “მთავარ არხზე”: გუნდი, ვადები და სამზადისი ეთერამდე

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული “მთავარი არხი” კადრების შევსებას იწყებს. რადიო თავისუფლება “კურიერის” ყოფილ ჟურნალისტებს ესაუბრა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ უკვე დაიწყო კონტრაქტების მომზადება. როდის  გავა ეთერში ახალი არხი ძველი გუნდით? მას მერე, რაც “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გუნდმა არხი დატოვა, მისმა არაერთმა თანამშრომელმა საჯაროდ განცხადა, რომ “მთავარ არხზე” გადასვლას გეგმავს.  შპს “მთავარი არხი” ოფიციალურად დარეგისტრირებულია, ასევე მზადაა ლოგო, რომელიც ნიკა გვარამიამ უკვე წარუდგინა საზოგადოებას. Читать дальше...

ალაზნის ველზე აღმოაჩინეს ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. „1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი... Читать дальше...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტთაღლითების შესახებ აფრთხილებს

Radiotavisupleba.ge 

როგორ უნდა ავარიდოთ თავი ინტერნეტთაღლითების ხაფანგსა (ფიშინგს) და თანხების დაკარგვას, - ეროვნული ბანკი მოსახლეობის გასაფრთხილებლად სპეციალურ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ვიდეორგოლში ახსნილია ინტერნეტბანკინგის სისტემაში ინტერნეტთაღლითების მიერ მომხმარებელთა მოტყუებისა და თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები და ამ საფრთხეებისგან დაცვის მექანიზმები. თუკი მოტყუებული მომხმარებელი თაღლითებს საკუთარ მონაცემებს გაუზიარებს, თაღლითებს შეუძლიათ მისი სახელით შეასრულონ სხვადასხვა ფინანსური ოპერაცია... Читать дальше...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

News.ge 

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს. მათივე ცნობით, ვიდეორგოლში მარტივი ენითაა ახსნილი ინტერნეტ-თაღლითების მიერ... Читать дальше...

ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, „112“-დან მიიღო ინფორმაცია, შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ. Читать дальше...

ხაჯიმბა ზურაბიშვილის განცხადებაზე: ამ ვითარებაში საქართველო არ მაინტერესებს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი  განცხადებას მოკლედ უპასუხა: „საქართველო, ამ ვითარებაში, არ მაინტერესებს“- უთხრა მან ჟურნალისტებს სოხუმში დღეს, 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.  რაულ ხაჯიმბა,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე 25 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედეგად გამოცხადებულ  მეორე ტურში, პარტია „ამცახარა“-ს კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაუპირიპირდება.   არჩევნებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არ აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობა, რაზედაც ხაჯიმბა პასუხობს... Читать дальше...

ჯეიმს აპატურაი: ნატო არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს

Radiotavisupleba.ge 

ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს; ნატო დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს, - 26 აგვისტოს ამ შინაარსის ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.  „ნატო არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში ჩატარდა. ნატოელი მოკავშირეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ნატო... Читать дальше...

Новости России
Москва

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны


ქეთევან ციხელაშვილი: მზად ვართ გავაფართოოთ დიალოგი აფხაზურ მხარესთან

Radiotavisupleba.ge 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. „ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც, როცა ე.წ. მეორე ტურია დანიშნული... Читать дальше...

დიდი შვიდეულის ლიდერები 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ ამაზონის ხანძრებთან საბრძოლველად

Radiotavisupleba.ge 

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ლოგისტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამაზონის ტყეში მძვინვარე ხანძრებთან მებრძოლ ძალებს.  საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს თქვა, რომ ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ ამ მიზნით 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ "დაუყოვნებლივ".   შეთანხმებას მიაღწიეს საფრანგეთის სამხრეთდასავლეთში, სანაპირო კურორტ ბიარიცზე გამართულ შეხვედრაზე.  მაკრონის თქმით, საკუთრივ საფრანგეთი მზად არის რამდენიმე საათში სამხედრო ძალით დაეხმაროს მეხანძრეებს. Читать дальше...

აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც ამ შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია

News.ge 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს ეხმაურება. სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. „ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, ...

რუსეთში მეორე დემონსტრანტ წყვილს ემუქრება მშობლის უფლებების ჩამორთმევა

Radiotavisupleba.ge 

ერთ თვეზე ნაკლებ დროში უკვე მეორედ, მოსკოვის ერთ-ერთ პროკურორს სურს მშობლის უფლებები ჩამოართვას წყვილს, რომელმაც თავიანთი შვილები რუსეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე მიიყვანა.  უფლებადამცველი ჯგუფი, "პროტესტის აპოლოგია" აცხადებს, რომ ნიკულინსკის რაიონის პროკურორმა ადგილობრივ სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით მშობლის უფლებები ჩამოერთვას პიოტრ და ელენა ხომსკიხებს, რომლებმაც 3 აგვისტოს თავიანთი შვილები მიიყვანეს არასანქცირებულ დემონსტრაციაზე. აქცია იმართებოდა ადგილობრივი არჩევნების პირობების გასაპროტესტებლად. Читать дальше...

ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობაზე – ეს პრობლემას არ წარმოადგენს, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული კომპანიების საკუთრებაშია?!

News.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობასა და გამარჯვებაში პრობლემებს ვერ ხედავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავარია ეს კომპანიები კანონს იცავდნენ და ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არის გაზრდილი 2013 წლის შემდეგ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობა და გამარჯვება, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ მთავარია, ეს კომპანიები ქალაქის ...

მოსკოვში პუტისა და ერდოანის შეხვედრის თემა სირია იქნება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 27 აგვისტოს უმასპინძლებს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს და მათი მოლაპარაკების თემა იქნება სირიის ჩრდილოდასავლეთის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება.  "სწორედ ამ რთული სიტუაციის განხილვის მიზნით შეთანხმდნენ პრეზიდენტები მოსკოვში შეხვედრის გამართვაზე" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 აგვისტოს.  ასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათი ათასობით ადამიანი გაიქცა თურქეთის საზღვრისკენ მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Монсон заявил, что его спортивная карьера практически завершена

Собянин поздравил Мишустина с назначением на пост председателя правительства РФ

Телеведущая Тина Канделаки опубликовала фото студенческих времен

Чебоксарец получил штраф в полсотни тысяч рублей за свалку на своем участке