Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2019

Новости за 28.08.2019

შსს-მ გამოძიება დაიწყო - სავარაუდოდ, გამგებლის მოადგილის მიერ თანამშრომლის ცემის კადრები ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „ფეისბუქში" გავრცელებული კადრების მიწოდების შემდეგ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.  ვიდეოში, რომელიც გიორგი ყუფარაძემ „ფეისბუკში" გაავრცელა, ასახულია, სავარაუდოდ, გლდანის გამგებლის მოადგილე, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას თანამშრომელს. შსს-ს პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ ამჟამადაც პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და ვიდეო რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს. Читать дальше...

იბერიიდან რომ გამოგვყარეს, მაშინ არ ვყოფილვარ ასე – ვახო ხუზმიაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში და ამავე არხის ბაზაზე “მთავარი არხი”-ს მაუწყებლობის დაწყებაზე კომენტარს აკეთებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: არანაირი უხერხულობა ხო?  ყველაფერი მოსულა ანუ? “იბერიიდან რომ გამოგვყარეს მაშინ არ ვყოფილვარ ასე. იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, […]

Source

სუსის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტექნიკა გადაადგილდება

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსამრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. სუსის განცხადებით ეს ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების... Читать дальше...

დაკარგა თუ არა ავთენტიკურობა აღდგენის შემდეგ ბათუმის „რვაფეხამ“

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო, კაფე “ფანტაზია”, აღდგენის შემდეგ 21 აგვისტოს საზეიმოდ გახსნეს ბათუმში სპეციალურად ჩამოსულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა, აგრეთვე სხვა ოფიციალურმა პირებმა. გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილ არქიტექტურულ კონსტრუქციას, რომელსაც ზღვის ბინადრების გამოსახულება აქვს და მოზაიკითაა მოპირკეთებული, ბათუმელები „რვაფეხასა“ და „ურჩხულსაც“ უწოდებენ. საბჭოთა კავშირის დროს იგი ერთ-ერთი პოპულარული თავშეყრის ადგილი იყო ქალაქში. ... Читать дальше...

ზელენსკის ასი დღე: რთული ბრძოლა ძალაუფლების კონცენტრაციისთვის

Radiotavisupleba.ge 

10-ბალიანი შეფასების სკალით, უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მოღვაწეობამ პირველი ასი დღის განმავლობაში 3,7-ბალიანი შეფასება დაიმსახურა. ასეთი შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც უკრაინის ორმა წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. ამასთან, „დემოკრატიული ინიციატივების“ ფონდისა და კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ 8-20 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა უკრაინის მოქალაქეთა 70 %, ხოლო უკრაინის მოქალაქეთა 63 % დადებითად... Читать дальше...

"დსრ"-ისა და "ლსრ"-ის მოსახლეობის უმრავლესობას ეს "რესპუბლიკები" უკრაინის ტერიტორიად მიაჩნია

Radiotavisupleba.ge 

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ უკრაინის ტერიტორიებია. ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დაკვეთით. გამოკითხვა 2019 წლის თებერვალსა და მარტში მოეწყო. მთლიანობაში გამოკითხეს 1200 ადამიანი. „დსრ“-ისა და „ლსრ“-ის მოსახლეობის 54% ამ ტერიტორიებს უკრაინის ნაწილებად მიიჩნევს. მესამედს სურს ავტონომია ქვეყნის შიგნით... Читать дальше...

მომიტინგეები ემზადებიან „დასვენებული პარლამენტარების დახვედრის ცერემონიისთვის“

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს (3 სექტემბერს). ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ემზადებიან „დასვენებული პარლამენტარების დახვედრის ცერემონიისთვის“. „მოქალაქეებს არცერთი დღე არ დაგვისვენია ამ ზაფხულს“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები პროტესტის 70-ე დღეს, - „მოქალაქეებმა ეს ზაფხული გავატარეთ: პარლამენტის წინ, ბიძინას ბიზნესცენტრთან, საოკუპაციო ხაზთან, პროკურატურასთან, მედიასთან, სასამართლოსთან, სასამართლოში... Читать дальше...

როგორ მოიქცეოდი შენ - ანა აბაშიძე აფასებს ბავშვზე თავდასხმის ფაქტს 

Radiotavisupleba.ge 

პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ 3 წლის ბავშვის დაჭრას საზოგადოება აქტიურად ეხმაურება, განხილვის მთავარი თემა თავდამსხმელის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ასევე, ფეისბუკის მომხმარებლები ბავშვის მშობლების და განსაკუთრებით, მამის რეაქციასაც აფასებენ.



მოსკოვში მორიგი ათდღიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში მორიგი ათდღიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელიც ცდილობს კანდიდატად დარეგისტრირდეს მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებისთვის. ეს მისი მეოთხე ათდღიანი პატიმრობაა არასანქცირებული დემონსტრაციების ორგანიზების ბრალდებით. როგორც იაშინმა ფეისბუკზე დაწერა 28 აგვისტოს, „როგორც ჩანს, იქნება ზედიზედ მეხუთე ვადით პატიმრობა“. იაშინი 29 ივლისს დააპატიმრეს ათი დღით და კიდევ სამჯერ ხელახლა მიუსაჯეს იგივე ვადა. რუსეთის საარჩევნო კომისიამ ათობით დამოუკიდებელ... Читать дальше...

არის თუ არა პედაგოგთა ხელფასების ზრდა განათლების რეფორმის პროგრესი?

Radiotavisupleba.ge 

ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა ანაზღაურება იზრდება. სიახლე განათლების მინისტრმა გააცნო საზოგადოებას. დანამატებს მიიღებენ  სტატუსის მქონე მასწავლებლები - უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგები. მათი ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლისთვის, მაგალითად, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურება თითქმის 2500 ლარს მიაღწევს.  "მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული", - თქვა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. პედაგოგებთან 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ... Читать дальше...

ეთერში 9 სექტემბრიდან - „მთავარი“„იბერიის“ შენობიდან იმაუწყებლებს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილი გენერალური დირექტორის და ამჯერად უკვე „მთავარი“ არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი არხი მაუწყებლობას იმაზე მალე დაიწყებს, ვიდრე ამას ყველა ელოდა. მისი სიტყვებით, ‘მთავარი“ არხის თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში დაიწყებენ მუშაობას და დროებითი მაუწყებლობაც იქიდან დაიწყება. „ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები, ამას მოგვიანებით გეტყვით, ეს მოლაპარაკებების საგანია, დღეს კი მთავარი არის ის, რომ ზაზა ოქუაშვილის და ჩემი შეთანხმებით, სწორედ „იბერიის“  შენობაში განვათავსებთ „სტაფს“... Читать дальше...

ზურაბიშვილი პარიზში: საქართველო, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ევროპელ ბიზნესის ლიდერთა ფორუმი გახსნა. პრესსამსახურის ცნობით, მან ფრანგ მეწარმეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრესრელიზის თანახმად, ფორუმს ფრანგული ბიზნესსექტორის 700 ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე. პრეზიდენტმა MEDEF INTERNATIONAL-ის აუდიტორიის წინაშე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ყველა სფეროში მზადაა ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის. Читать дальше...

„ჩაკალით!“, „გაატყავეთ!“ - რატომ არის საზოგადოება აგრესიული

Radiotavisupleba.ge 

„ჩაკალით!“ „გაატყავეთ!“ „ძუკნა!“ - საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებული აგრესიით წერს ქალზე, რომელმაც 27 აგვისტოს 3 წლის ბავშვი დაჭრა. მსგავს ფაქტებზე საზოგადოების ამგვარი რეაქცია უკვე თითქმის ტრადიციად დამკვიდრდა.ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის აგრესიულობა ხშირად დაბალი თვითშეფასებისა და არარეალიზებულობის მაჩვენებელია.  „ჩვენ ნელ-ნელა ვყალიბდებით ფსევდომორალისტურ საზოგადოებად, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს: ადამიანს შეუძლია ერთი ხელით სანთელს ანთებდეს და მეორეთი სასტიკად უსწორდებოდეს ვინმეს. Читать дальше...

რთულია იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც 27 საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა სხვადასხვა იმპერიას – სალომე ზურაბიშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

რთულია იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც 27 საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა სხვადასხვა იმპერიას, – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ყოფნის დროს „ევრონიუსთან“ ინტერვიუში საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თემით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აფხაზეთში რუსიფიკაციის პოლიტიკა მიმდინარეობს. „ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ, დღეს არსებულ პირობებში. მაგრამ, […]... Читать дальше...

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არც ამჯერად აღმოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

„პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის 34 ადამიანი შეიწყალა -  ჩემი ძმა რომ ამ სიაში ყოფილიყო, დაგვიკავშირდებოდნენ და გვეტყოდნენ, შეწყალებულია და სახლში წაიყვანეთო. ფაქტია, ჩემთვის არავის დაურეკავს, რაც ნიშნავს, რომ უარი მივიღეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილამდე მან საქართველოს წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თუმცა მაშინაც უარი მიიღო. Читать дальше...

პომპეო დაეთანხმა ტრამპის იდეას მომავალ წელს რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაეთანხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება ფლორიდაში. ამის შესახებ პომპეომ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. თავის მხრივ უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა თქვა, რომ თანამშრომლობის განახლებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას შექმნიდა რუსეთის წასვლა ანექსირებული ყირიმიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა წინადადება, აღდგენილიყო... Читать дальше...

ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) მიერ 25 აგვისტოს მოგებულ ოქროს დღეს ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ბრინჯაო მიამატა. მაისურაძემ რეპეშაჟის ფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, ირანელი საეიდ მოლაეი იპონით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ექვსი ბრძოლა ჩაატარა. ძირითად ბადეში სამოელი პენიამინა პერსივალის, თურქეთის ნაკრების წევრ ვედატ ალბაირაკის, მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარისა და ბელგიელი სემი ჩუჩის ძლევის შემდეგ... Читать дальше...

კრემლში უარყოფენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს არანაირი კავშირი არ აქვს ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან, რომელშიც რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი. 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. პოლიციამ მალევე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. „ამ საქმეს, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, ოფიციალურ ორგანოებთან“ - უთხრა 28 აგვისტოს ჟურნალისტებს პესკოვმა. Читать дальше...

რუსეთი და თურქეთი განიხილავენ ანკარისთვის SU-57 და SU-35-ების მიწოდების შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთი და თურქეთი განიხილავენ ანკარისთვის რუსული წარმოების SU-57 და SU-35 სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. რუსეთმა წელს დაიწყო თურქეთისთვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რამაც დაძაბულობა გამოიწვია ანკარასა და მის ნატოელ მოკავშირეებს შორის. ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა აშშ, რომელმაც დაიწყო მისი F-35 გამანადგურებლების წარმოების პროგრამიდან თურქეთის ჩამოშორება. თურქეთი ამავე დროს ამ თვითმფრინავების შესყიდვასაც გეგმავდა. რუსეთის ფედერაციის... Читать дальше...

Новости России
Москва

Снег повалил допетровскую иву в «Аптекарском огороде» в Москве


რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება თუ... სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსის“ კითხვებს უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

„აფხაზეთში ჩატარებულ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დადგება დღე, როცა მართლაც  ჩატარდება არჩევნები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს,  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კი, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, ექნებათ მასში მონაწილეობის საშუალება. ისინი განსაზღვრავენ საკუთარი რეგიონის მომავალს საქართველოს შემადგენლობაში“,  - ასე უპასუხა ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შესახებ „ევრონიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. Читать дальше...

გუგუტიანთკარში ჩავიდნენ ჟენევის დისკუსიათა თანათავმჯდომარეები

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ტოივო კლაარი (ევროკავშირი) და რუდოლფ მიხალკა (ეუთო) 28 აგვისტოს გუგუტიანთკარში ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ღობეების გავლების პროცესს განაგრძობს. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის ხელმძღვანელს,  ერიკ ჰოგს მეგზურობისთვის და ინფორმატიული ვიზიტისთვის სოფელ გუგუტიანთკარში. Читать дальше...

And Then We Danced ოსკარზე

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით And Then We Danced წარდგება.

ბი-ბი-სი: დიდი ბრიტანეთის მთავრობა დედოფალს მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა დედოფალს მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა შვებულებიდან დეპუტატების გამოსვლის შემდეგ. მთავრობის თქმით, ეს ქვეყანას დახმარებას გაუწევს ევროკავშირიდან გასვლაში. დეპუტატები ვერ შეძლებენ მიიღონ კანონები, რომლებიც კრძალავს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდეს შეთანხმებით, მაგრამ, თუკი ამის მიღწევა ვერ მოხერხდება, ქვეყანა მაინც დატოვებს ევროკავშირს 31 ოქტომბერს. Читать дальше...

რას ჰყვება პეკინზე დაჭრილი ბავშვის მამა

Radiotavisupleba.ge 

როგორც რადიო თავისუფლებას ბავშვის მამა უყვება, პეკინის გამზირზე, როდესაც ის მეუღლესთან და 3 წლის ტყუპ შვილებთან იმყოფებოდა, მის ერთ-ერთ შვილს  მოულოდნელად  ოჯახისთვის  აბსოლუტურად უცნობი  ქალი დაესხა თავს.

ილია მეორე: პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე“, - განაცხადა 28 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვაზე და საქართველოს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Домодедовские спортсменки завоевали золото и серебро Чемпионата Европы по боксу

Песков: Ни одна страна антигитлеровской коалиции не пригласила Россию на торжества в честь разгрома нацистов

Росгвардия обеспечила безопасность горожан в День Победы

Владелец: упавший в Мойку автобус был исправен и проходил техобслуживание 7 мая