Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2019

Новости за 14.08.2019

სავარაუდოდ, თეთნულდზე დაკარგულ სამ ბელარუს ტურისტს მაშველები ეძებენ

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მაშველები მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ეძებენ სამ ბელარუს ტურისტს. ისინი სვანეთში, სავარაუდოდ, თეთნულდის მწვერვალთან დაიკარგნენ.

დიანას გული არ არევია, როდესაც იმ რაღაცას მასპინძლობდა. ხელიც კი არ დაურტყამს კაცისთვის, რომელმაც იგი “სამარცხვინო და უდონო ჟურნალისტად” მოიხსენია”

Marshalpress.ge (მარშალ) 

გუშინ გული არ არევია, როდესაც იმ რაღაცას მასპინძლობდა. ხელიც კი არ დაურტყამს კაცისთვის, რომელმაც იგი “სამარცხვინო და უდონო ჟურნალისტად” მოიხსენია, იდეალურია-მეთქი არ ვამბობ, შესანიშნავად ვამჩნევ ნაკლოვანებებს, მაგრამ მისი საქმიანობა და შეუპოვრობა ძალიან შთამბეჭდავი და დასაფასებელია.”– ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ის უდონო ჟურნალისტად მოიხსენია. […]

Source

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთვის“ ევროპული სეზონი თბილისში დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის „საბურთალომ“ უეფას ევროპა ლიგის პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, თბილისში 0:2 დამარცხდა სომხეთის „არარატ-არმინიასთან“, ორრაუნდიანი დაპირისპირება კი ანგარიშით 2:3 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. 2018-2019 წლების სეზონზე ევროტურნირს საქართველოდან ერთადერთი გუნდი შემორჩა - „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის ასევე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო თამაშს „დინამო არენაზე“ 15 აგვისტოს... Читать дальше...

„ბერკუტი“ მოსკოველი დემონსტრანტების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საპროტესტო სეირნობაზე კვლავ იქნა შემჩნეული ავადსახსენებელი სერგეი კუსიუკი - უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაზმ „ბერკუტის“ მეთაურის ყოფილი მოადგილე.

სააკაშვილი: პუტინის დაკვეთაა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი “ახალ როკის გვირაბი“ იქნება და ის რუსეთს გაუხსნის სამხედრო გზას თბილისის სწრაფი აღებისათვის. „ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.   რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. Читать дальше...

Ryanair-ის საქართველოში მალე შემოსვლაზე მიანიშნებს ეკონომიკის სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ მინიშნებას აკეთებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. „უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. ინფორმაციას „1 არხი“ ავრცელებს. მანამდე, ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა. Читать дальше...

სახალხო დამცველი გვარამიას საქმეზე გეგმავს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართვას

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მის ინტერესს იწვევს კრიტიკული მედიის ყოფილი ხელმძღვანელის და ხელისუფლებისადმი თავადაც კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ დაწყებული დევნა. უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის შესახებ საუბრისას ლომჯარია ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია, დაამტკიცოს დანაშაულებრივი განზრახვა. ამასთან, როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია დასაბუთებული მსჯელობა, იმის დასადასტურებლად, რომ ეს კონკრეტული დავა სისხლის სამართლის განსჯადობის ნაწილს ეკუთვნის და ამ თვალსაზრისით... Читать дальше...

ნატომ დამატებითი დეტალები წარმოადგინა რუსეთის Su-27-ებთან მომხდარ ინციდენტზე

Radiotavisupleba.ge 

ნატომ დამატებითი დეტალები წარმოადგინა ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტზე. ალიანსის თანახმად, მისი სამხედრო თვითმფრინავები მიუახლოვდნენ რუსეთის Su-27 გამანადგურებლებს, რომლებიც საფრენი გეგმის გარეშე და გამორთული სარადიოლოკაციო გადამცემებით დაფრინავდნენ. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ორმა Su-27-მა აიძულა, უკან გაბრუნებულიყო ნატოს F-18, მას მერე, რაც ის საერთაშორისო წყლების თავზე მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომელშიც იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ნატოს... Читать дальше...



"ეს არის ფესტივალის იდეაც, რომ ჩვენ რაღაც სამშვიდობო ლოზუნგები კი არ ვავრცელოთ სცენიდან, არამედ ეს მოხდეს უმტკივნეულოდ, თავისთავად"

Radiotavisupleba.ge 

22-25 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წერაქვი უმასპინძლებს ფესტივალს One Caucasus („ერთიანი კავკასია“). უშუალოდ საფესტივალო დღეებს რამდენიმე კვირით წინ უსწრებს საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების წყება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებას მოიცავს.

პროტესტის 56-ე დღეს რუსთაველის გამზირზე სიტყვის თავისუფლების შესახებ ისაუბრებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე სადისკუსიო ფორმატი მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას დაეთმობა. პროტესტის 56-ე დღეს გადაცემა #სირცხვილიას სტუმრები იქნებიან: „ტვ პირველის" ჟურნალისტი თამუნა ჩიხლაძე და მედიამკვლევარი, ჟურნალისტი, აქტივისტი ნინო დანელია.

მხოლოდ ქალი არბიტრები პირველად უმსაჯებენ უეფას სუპერთასის მატჩს

Radiotavisupleba.ge 

უეფას სუპერთასის მატჩს, რომელსაც 14 აგვისტოს სტამბოლი მასპინძლობს, პირველად უმსაჯებენ ქალი არბიტრები, მთავარი მსაჯის, ფრანგი სტეფანი ფრაპარის მეთაურობით. "დოიჩე ველეს" ცნობით, ისევე როგორც ქალთა შორის მსოფლიო ამასწინანდელი ჩემპიონატის ფინალის დროს, ამჯერადაც ფრაპარის თანაშემწეები იქნებიან ფრანგი მანუელა ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ო'ნილი.  უეფას სუპერთასის მატჩში კი სტამბულში ერთმანეთს ხვდებიან ინგლისური კლუბები - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ლივერპული" და ევროპის ლიგის ჩემპიონი "ჩელსი" . ... Читать дальше...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ქართულ კომპანიას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ (ISB) სანქციები დაუწესა ქართულ კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech-ს. ბიურომ 14 აგვისტოს გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. სასანქციო სიას დაემატა 17 კომპანია სომხეთიდან, ბელგიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, საქართველოდან, ჰონ-კონგიდან, მალაიზიიდან, ნიდერლანდიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ინდუსტრიისა... Читать дальше...

დევნილობაში მცხოვრები ქალის მოგონება სოხუმსა და ომზე

Radiotavisupleba.ge 

„სანაპიროსთან ძალიან ახლოს, გულიას ქუჩისა და მშვიდობის გამზირის გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. დღეს მას ჰქვია შოტლანდსკაია... არ არსებობდა დღე, რომ სოხუმელი სანაპროზე არ გასულიყო, არ ესეირნა, კაფეში არ დამჯდარიყო... კარუსელები... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა.

ვისი ლიდერია ლენინი? - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მთავრდება

Radiotavisupleba.ge 

ხვალ, 15 აგვისტოს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან  გასაუბრების თითქმის ერთთვიანი პროცესი დასრულდება. გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 49-ს უკვე დაუსვეს შეკითხვები.

დიმიტრი საძაგლიშვილი: სააპელაციო სასამართლო არასწორად იწყებს დროის ათვლას

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) გაუქმების მიზნით შეტანილი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. საძაგლიშვილის თქმით, ორი ალტერნატივა იყო -  სააპელაციო სასამართლოს ან უნდა დაეშვა საჩივარი და შემდეგ, ზეპირ სხდომაზე მიეღო გადაწყვეტილება, ან საჩივარი დაუშვებლად ეცნო. Читать дальше...

შვილო, შუბლი გაქვს ცხელი...

Radiotavisupleba.ge 

არ არის აუცილებელი საგნების გეომეტრიული პარამეტრებისა და ქიმიური შემადგენლობის ცოდნა იმისათვის, რომ ვამტკიცოთ, ზევით ასროლილი ქვა, ჯოხი თუ ბურთი - ყველა დედამიწაზე დაეცემა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობს. მათგან მხოლოდ ერთია ახალი სახე - რეჟისორი ირაკლი კიკვაძე. წინა კონკურსებში მონაწილეთაგან განაცხადი შეიტანეს: ირმა ზოიძემ,ფირუზ ბოლქვაძემ, მერაბ წულუკიძემ, შოთა ზოიძემ, გიორგი კოხრეიძემ, თინა ცისკარაძემ და შოთა გურაბანიძემ. კონკურსი 12 ივლისს გამოცხადდა. ეს უკვე მესამე მცდელობაა აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად. კონკურსი მანამდე ორჯერ ჩაიშალა, რადგან ხმების საჭირო რაოდენობა (3 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ... Читать дальше...

ალექსეი ნავალნიმ მოსკოველებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საბჭოს არჩევნებში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამაარსებელმა, ალექსეი ნავალნიმ მოსკოველებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ მოსკოვის დუმის არჩევნებში. მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატთა დაშვებისგან დამოუკიდებლად. მისი სიტყვებით, კენჭისყრის მთავარი ამოცანაა, დაინგრეს საქალაქო პარლამენტში „ედინაია როსიას“ მონოპოლია. ნავალნის ეს განცხადება გამოქვეყნებულია მის ვებსაიტზე. თავად ნავალნი 30 დღით პატიმრობას იხდის მიტინგების ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით. Читать дальше...

"პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის არც ერთი ოქმი არ შეიცავს რაიმე მითითებას მორის მაჩალიკაშვილზე"

Radiotavisupleba.ge 

26 ივლისს მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა ბრალდება, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი და გულისხმობს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას

Новости России
Москва

Снег повалил допетровскую иву в «Аптекарском огороде» в Москве


თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დეკანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

News.ge 

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კვლავ გრძელდება დეკანისა და მისი მფარველების მხრიდან ფაკულტეტის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა. ამის თაობაზე „პირველთან“ საუბარში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, 15 აგვისტოს 12.00 საათზე დაგეგმილია ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარება, სადაც უნდა განიხილონ და დაამტკიცონ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ...

გალელი სტუდენტების გასაიდუმლოებული ცხოვრება

Radiotavisupleba.ge 

სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს უმაღლესი განათლების მისაღებად გალიდან თბილისში წამოვიდეს. მხოლოდ წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართულ ინსტიტუტებში 300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათგან დიდი უმრავლესობა აფხაზეთიდან.

ნიკა გვარამიას საქმე – სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო

News.ge 

ნიკა გვარამიას საქმეზე, მისი უფლებადამცველის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, ძალაში რჩება პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა. ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა გირაო გაასაჩივრა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლო განცხადებაში განმარტავს, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა დაირღვა, რის გამოც საჩივარი ...

გაერო მოუწოდებს ქაბულს, „შეწყდეს სამოქალაქო მოსახლეობის საზიანო ქმედებები“

Radiotavisupleba.ge 

გაერო „სერიოზულად შეშფოთებულია“ ავღანეთიდან მოსული ცნობით, რომლის თანახმად, 11 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ოპერაციის დროს ქვეყნის აღმოსავლეთ პაქტიის პროვინციაში. „ანგარიშვალდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა შეწყდეს სამოქალაქო მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება“, - ნათქვამია ავღანეთში გაეროს მისიის (UNAMA) მიერ 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სამთავრობო ძალების ძებნის ოპერაცია“ ჩატარდა იმ დროს, როდესაც მუსლიმები დღესასწაულ „ეიდ ალ-ადჰას“ ზეიმობდნენ. Читать дальше...

ნიკა გვარამიას საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას სააპელაციო სასამართლო ავრცელებს. „თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს... Читать дальше...

ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მძევლები – ელენე ხოშტარიამ 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულები მოინახულა

News.ge 

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღეს გლდანის ციხეში  20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები მოინახულეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პატიმრებს ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ. ხოშტარია ითხოვს დაკავებულებს ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობა მიეცეთ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მიმართ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს. მისი თქმით, ისინი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები არიან და ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






Антонов прокомментировал возможность ведения диалога Москвы с Западом

Пескоструйную очистку более 170 инженерных сооружений проведут в Москве

Горожанам рассказали о программе фестиваля «Московская весна» на 10-12 мая

Антонов заявил о готовности РФ вести диалог с Западом по стратегической стабильности