Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 01.01.2020

რუსეთის ტელეარხებმა დამალეს Like-ების მრიცხველი პუტინის საახალწლო მიმართვის ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის „პირველმა არხმა“ და „როსია 24“-მა YouTube-ზე თავიანთ გვერდებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საახალწლო მიმართვის ქვეშ დამალეს „მოწონებისა“ და „არმოწონების“ მრიცხველი. ვიდეოჩანაწერების ქვეშ გათიშულია კომენტარების ფუნქცია. როგორც რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ აღნიშნავს, 1 იანვარს, მოსკოვის დროით 13 საათისთვის, როცა მრიცხველები ჯერ არ იყო გამორთული, „პირველი არხის“ გვერდზე პუტინის მიმართვის ქვეშ იყო 66 ათასი „არმოწონება“ და 12 ათასი „მოწონება“. კიდევ ერთმა ფედერალურმა ტელეარხმა, ენტევემ პუტინის მიმართვის ქვეშ მრიცხველი დატოვა. Читать дальше...

პროირანული დაჯგუფების მონაწილეებმა და მათმა მომხრეებმა მოხსნეს ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ალყა

Radiotavisupleba.ge 

პროირანული დაჯგუფების მონაწილეებმა და მათმა მომხრეებმა მოხსნეს ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ალყა. ერაყის უშიშრობის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დიპლომატიური წარმომადგენლობის მთელ პერიმეტრზე. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ერაყის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.   31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ საელჩოს შენობების კომპლექსი და მის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. მას შემდეგ, რაც მოიერიშეები უშიშროების ძალებმა მოიგერიეს, ისინი საელჩოს შენობასთან დაბანაკდნენ. Читать дальше...

პოლონელი რაბინი გამოეხმაურა პუტინის მიერ პოლონელი დიპლომატის "ანტისემიტ ღორად" მოხსენიებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ჰიტლერულ გერმანიაში პოლონეთის ელჩის, იუზეფ ლიპსკის ანტისემიტიზმში დადანაშაულება უპასუხისმგებლობაა - ეს ნათქვამია პოლონეთის მთავარი რაბინის, მიხაელ შუდრიხისა და პოლონეთის ებრაული თემების თავმჯდომარის, კლარა კოლოძეისკი-პოლტინის ერთობლივ განცხადებაში. განცხადების ტექსტს აქვეყნებს გაზეთი Rzech Pospolita. ავტორის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბრალდება აგებულია „კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთადერთ წინადადებაზე“. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 1938 წელს პოლონეთი... Читать дальше...

1 იანვრიდან ევროკავშირის საბჭოსა და ეუთოში შეიცვალა თავმჯდომარე ქვეყნები

Radiotavisupleba.ge 

1 იანვრიდან ევროკავშირის საბჭოსა და ეუთოში შეიცვალა თავმჯდომარე ქვეყნები. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის წესით გადაიბარა ხორვატიამ. ის ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ამ ორგანოს. როგორც იტყობინებიან, ზაგრებს გადაწყვეტილი აქვს, ეს დრო დაუთმოს დემოგრაფიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ევროკავშირის გაფართოების პრობლემებს. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გერმანია გახდება. ეუთოს თავმჯდომარეობა სლოვაკეთისგან გადაიბარა ალბანეთმა. თავმჯდომარის პოსტი დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედი რამამ. Читать дальше...

რომის პაპმა თავის საახალწლო გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის დადგომის შემდეგ თავის პირველ გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ და თქვა, რომ ეს ღვთის შეურაცხყოფას უტოლდება. ვატიკანში, პეტრეს ტაძარში თავისი ქადაგების დროს პირველ იანვარს პაპმა განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს ქალის სხეულის ექსპლუატაცია რეკლამისთვის, მოგების სანახავად და პორნოგრაფიისთვის გამოყენება. პაპმა ასევე თქვა, რომ ქალებს, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ საკუთარი შვილების უზრუნველსაყოფად, პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და არა ზიზღით. მედიამ გაავრცელა... Читать дальше...

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ახალი წელი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება, რაც მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ღირსეული პირობების […]... Читать дальше...

დღეიდან იკრძალება სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან იკრძალება სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, აღნიშული რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება, ასევე შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა. დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს. Читать дальше...

ძალაში შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რამდენიმე ახალი რეგულაცია. დღეიდან მძღოლები ვალდებული არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება.... Читать дальше...



აშშ და ჩინეთი ხელს მოაწერენ სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის თაობაზე შეთანხმებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ 15 იანვარს ჩინეთთან ხელს მოაწერს სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის თაობაზე შეთანხმებას. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების მეორე ფაზის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მალე დაიწყება და ამისთვის ის პეკინში გაემგზავრება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მაშინ ტრამპმა გაზარდა ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადები. ჩინეთის ხელისუფლებამ სარკისებურად უპასუხა ამ ზომებს. Читать дальше...

112-ის მომსახურების საფასური გაორმაგდა

Radiotavisupleba.ge 

1 იანვრიდან საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112“ - ის მომსახურება ფიზიკური პირებისთვის გაორმაგდა.  დღეიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს ეს სერვისი თვეში 40 თეთრი დაუჯდებათ. 31 დეკემბრამდე 112-ის მომსახურებაში იურიდიული პირები 50, ფიზიკური პირები კი - 20 თეთრს იხდიდნენ. ახლა ეს ტარიფი ყველასთვის გათანაბრდა.  112 24 საათიანი სერვისია, რომელიც იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს მთელი საქართველოდან. 112-ის ცენტრი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს... Читать дальше...

აშშ-ის ჯარმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ჯარისკაცებმა პირველ იანვარს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს წინ. საპროტესტო გამოსვლა საელჩოსთან მეორე დღეა გრძელდება. პროირანული გასამხედროებული ჯგუფის ათეულობით წევრი და მათი მომხრეები მთელი ღამე საელჩოს წინ იმყოფებოდნენ. დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის საელჩოზე 31 დეკემბერს, რათა დაეგმოთ აშშ-ის ავიაციის თავდასხმა, რის დროსაც ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების 25 წევრი მოკლეს. საელჩოზე შეტევის დროს ერაყის... Читать дальше...

1 იანვრიდან პენსია 20 ლარით იზრდება

Radiotavisupleba.ge 

2020 წლიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. ახალი წლიდან სოციალური პაკეტი იგივე თანხით იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. სულ საქართველოში ასეთი 114 ათასამდე ადამიანია.  2020 წელს ეს სოციალური პაკეტისა და პენსიის ზრდის პირველი ეტაპი იქნება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით სოციალური პაკეტები და პენსია კიდევ ერთხელ გაიზრდება 1 ივლისიდან.  70 წელს ზემოთ ადამიანები, ასევე 18... Читать дальше...

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარს განათავსებს ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ დაუყოვნებლივ განათავსებს დამატებით 750 სამხედროს ახლო აღმოსავლეთში და კიდევ მეტს მომავალ დღეებში მას მერე, რაც ერაყის დედაქალაქ ბაღდადში პროირანულმა დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოზე მიიტანეს იერიში. „განთავსება არის შესაბამისი და გამაფრთხილებელი ქმედება აშშ-ის პერსონალის და ობიექტებისთვის შექმნილი იმგვარი მზარდი საფრთხის საპასუხოდ, როგორის მოწმეც გავხდით ბაღდადში დღეს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა. აშშ დაიცავს თავის ხალხს ლა ინტერესებს ყველგან მსოფლიოში, დასძინა ესპერმა. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის

Marshalpress.ge (მარშალ) 

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ 2020 წელს საქართველოში იქნება. უკვე მერამდენე დაპირების შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქში გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო წარწერით “უკვე წელს საქართველოში”

Source


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде






Масштабная утечка: хакеры взломали сервера Минобороны Великобритании

Столичный бизнес нарастил энергопотребление в январе-марте 2024 года на 6,2%

Президент Кубы заявил, что начинает рабочий визит в Россию

Сегодня состоится инаугурация президента России Владимира Путина