Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 02.01.2020

იიი, ჩაქრი შენა, თან კეკლუცად რომ დაუყენებიათ – ბონდო მძინარაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტზე, რომელშიც ის წერს, რომ 2020 წელს საქართველოში იქნება.

Source

ნიდერლანდმა ოფიციალურად თქვა უარი სახელწოდება „ჰოლანდიაზე“

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდმა ოფიციალურად თქვა უარი სახელწოდება „ჰოლანდიაზე“. ხელისუფლებამ ამ გზით გადაწყვიტა ებრძოლოს გაუგებრობას. ნიდერლანდის პრესის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ასევე იმიტომ, რომ ტურისტებისთვის „ჰოლანდია“ ნარკოტიკებთან და ამსტერდამის "წითელი ფარნების უბანთან" ასოცირდება. სახელწოდება „ჰოლანდიას“ აღარ გამოიყენებენ ქვეყნის ოფიციალურ ლოგოზე. მას შეცვლიან კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები და უნივერსიტეტები. ახალ ბრენდს მაისში წარმოადგენენ როტერდამში, ევროვიზიის კონკურსზე, და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. Читать дальше...

თურქეთის პარლამენტმა მოიწონა ლიბიაში ჯარების გაგზავნა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პარლამენტმა მოიწონა ლიბიაში ჯარების გაგზავნა მთავრობის დასახმარებლად, რომელსაც გაერო უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით 2 იანვარს გაიმართა რიგგარეშე სხდომა. თავისი გადაწყვეტილებით პარლამენტმა ერთწლიანი მანდატი მიანიჭა ჯარებს. ბევრი შიშს გამოთქვამს, რომ თურქეთის ჯარების გაგზავნამ შესაძლოა ლიბიის კონფლიქტი უფრო გაამწვავოს. პრემიერ-მინისტრ ფაიეზ სარაჯის მთავრობა, რომელსაც დედაქალაქ ტრიპოლიში უდევს ბინა, ძალაუფლებისთვის ებრძვის ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებულ მეტოქე ხელისუფლებას, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი უდგას სათავეში. Читать дальше...

31 დეკემბერს და 1 იანვრს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში დაფიქსირდა პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი მიიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.

იტალიაში ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

იტალიის სამართალდამცველებმა ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე. ამის შესახებ იტალიის მედია იუწყება. ინფორმაციის თანახმად, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ფაზანოს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მახლობლად დააკავეს. მათი ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ იპოვა ორი სუპერმარკეტიდან მოპარული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება 450 ევროს შეადგენდა. იტალიის მედიის ცნობით, ოთხივე პირი გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მიეცათ.

ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტია კოალიციის თაობაზე მოელაპარაკა მწვანეთა პარტიას

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტია, რომელსაც სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, კოალიციის თაობაზე მოელაპარაკა „მწვანეთა“ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას. ეს ნიშნავს, რომ კურცს კვლავ შეეძლება ფედერალური კანცლერის თანამდებობის დაკავება, ავსტრიის მთავრობაში კი მემარცხენე პარტია გაჩნდება. ორი პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებს ასევე უთხრეს, რომ შეიმუშავეს მთავრობის მუშაობის ერთობლივი პროგრამა. მანამდე კურცის პარტია ულტრამემარჯვენეებთან კოალიციაში მართავდა ქვეყანას. მაისში პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. Читать дальше...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტს იმუნიტეტი სთხოვა სისხლის სამართლის სამ საქმეში

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პარლამენტს მიმართავს თხოვნით, მიანიჭოს მას იმუნიტეტი სისხლის სამართლის სამ საქმეში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გამო. ამან შეიძლება რამდენიმე თვით შეაჩეროს მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი. ისრაელის პრემიერმა თხოვნის შესახებ განცხადება გააკეთა საამისოდ მოქმედი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე. ნოემბერში პროკურატურამ ნეთანიაჰუს ბრალი დასდო მექრთამეობაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში. გამომძიებელთა ვერსიით... Читать дальше...

ბაღდადში აშშ-ის საელჩო მუშაობას წყვეტს მის მახლობლად საპროტესტო აქციების გამო

Radiotavisupleba.ge 

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ მუშაობას წყვეტს საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც დიპლომატიური მისიის გარეთ იმართება 31 დეკემბრიდან. ერაყის უშიშროების ძალები საელჩოს ობიექტების გარშემო ტერიტორიას აკონტროლებენ, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, არ მიუახლოვდნენ საელჩოს შენობას. ერაყში საპროტესტო გამოსვლების გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გადადო ვიზიტები ყაზახეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, უკრაინასა და კვიპროსში. ბაღდადში აშშ-ის დიპლომატიურ მისიასთან გამოსვლების მიზეზი გახდა აშშ-ის... Читать дальше...



ყირიმის სკოლებში იზღუდება სწავლება უკრაინულ და ყირიმელი თათრების ენებზე

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დარჩენილ უკრაინულ სკოლაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სწავლება აღარ ხდება უკრაინულ ენაზე, უთხრა რადიო თავისუფლებას ყირიმელ თათართა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ესკენდერ ბარიევმა პირველ იანვარს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნახევარკუნძულზე ჯარების შეყვანამდე - უკრაინის ამ ტერიტორიის ანექსიამდე 2014 წელს, ნახევარკუნძულზე მუშაობდა შვიდი უკრაინული სკოლა. დღეს ერთადერთი უკრაინული სკოლა ანექსიიდან ხუთი წლის შემდეგ ქაღალდზე რეგისტრირებულია სანაპირო ქალაქ ფეოდოსიაში. მაგრამ, „იქ მცხოვრებთა თანახმად... Читать дальше...

ტრავმებად ქცეული ზეიმი – რეგიონებსა და თბილისში, პიროტექნიკით დაზიანებით 81 შემთხვევა დაფიქსირდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

პირველი იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში, პიროტექნიკით დაზიანებით 81 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 33 რეგიონებში, 48 ადამიანი კი თბილისში დაშავდა ▪️ პიროტექნიკით დაშავებული 8 მოზარდი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში განაგრძობს. ▪️ 8-დან 7 მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, მათ ხელის მტევნები და სახე აქვთ დაზიანებული. ▪️ ექიმების ცნობით, კლინიკას დღეს, მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი დატოვებს.

Source

ინგუშეთის დედაქალაქში პოლიციელებზე თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა

Radiotavisupleba.ge 

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავი თავზე აიღო პასუხისმგებლობა ინგუშეთში საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურზე თავდასხმისთვის, რის შედეგაც ერთი პოლიციელი მოკლეს, ხოლო სამი დაშავდა. ამის თაობაზე იტყობინება პორტალი SITE Intelligence Group-ი“ რომლებიც ინტერნეტში ექსტრემისტული ჯგუფების ქმედებას მეთვალყურეობს. დაჯგუფებას დასტური, რომ ის იყო თავდასხმის უკან, არ წარმოუდგენია.  31 დეკემბერს რუსეთის სამხრეთის ინგუშეთის რეგიონის დედაქალაქ მაგასში ორი კაცი თავს დაესხა პოლიციელებს, მანქანით დაეტაკნენ და ერთი მოკლეს... Читать дальше...

როდესაც ხალხი 31 დეკემბერს გამოდის გასაპროტესტებლად, ეს უკვე ნიშნავს ამ სისტემის დასასრულს,

News.ge 

მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, კონცერტზე შეხვდა, ნაწილი კი – პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დილიდან აპროტესტებდნენ კარვების აღებას და ქალაქის მთავარ გამზირზე საბავშვო ატრაქციონების დადგმას, ღამით რუსთაველზე იყვნენ შეკრებილები. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ მოქალაქეებს, რომელთა კარვებიც საქალაქო სამსახურებმა 31 იანვარს დილით აიღეს. “ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ...

ვულოცავ ახალ წელს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს

News.ge 

ახალი წელი ქართველ მოსახლეობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიულოცეს. “განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ. ასევე, მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით... Читать дальше...

2019 წლის საუკეთესო 10 ფილმი

Radiotavisupleba.ge 

მშვენიერი წელი იყო კინოსთვის. არც ისე კარგად დაიწყო ბერლინის კინოფესტივალზე და გადასარევად დასრულდა... ბაკურიანში გამართულ ქართული კინოს ფორუმზე ოქტომბერში. თუ ასე გაგრძელდა, შორს არაა  დრო, როცა ქართულ ფილმს წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელებენ. წინ კიდევ ”ოსკარი” გვაქვს, ფრანგული ”სეზარი” და იტალიური ”დავით დონატელო”, ასევე ბრიტანეთის, ესპანეთის კინოაკადემიის პრიზები. რა თქმა უნდა, წლის ყველაზე გახმაურებულ ფილმებს დაასახელებენ: ”ჯოკერს”, ”ირლანდიელს”, ”საქორწინო ისტორიას”.. ახალი ჰორორებიც... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко






Земляки помогают раненым бойцам

Суд рассмотрит дело в отношении мошенника, отобравшего дом в Истре у знакомой

Кожно-венерологический диспансер Подмосковья отпразднует годовщину Победы в ВОВ

«Школу профориентации для родителей» запустили в Подмосковье