ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა კალათბურთის ლეგენდა, კობი ბრაიანტი
კალათბურთის ლეგენდა, კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასში - იუწყება ვაშინგტონ პოსტი ორ წყაროზე დაყრდნობით. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა ტვიტერით დაწერა, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კალაბასასში, რომელიც დაახლოებით 65 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ლოს-ანჯელესს, თუმცა დაღუპულთა ვინაობა არ დაუსახელებია. Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ის ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. ის 18-ჯერ იყო NBA-ის "all star"-ის შემადგენლობაში. Читать дальше...