Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 09.01.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გადადგომისკენ მოუწოდა რაულ ხაჯიმბას

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გადადგომისკენ მოუწოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო და იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაღრმავდეს დესტაბილიზაცია, სახალხო კრება იღებს დადგენილებას, გადადგომის წინადადებით მიმართოს პრეზიდენტს. დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა დეპუტატმა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. სულ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაში 27 დეპუტატი მონაწილეობდა.

რუდი: აშშ-ს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ილაპარაკა. „მე დღეს ვნახე ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის კონსორციუმს“. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს”, - თქვა რუდმა. საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის... Читать дальше...

აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, უკრაინული ავიალაინერი ირანული რაკეტით იქნა ჩამოგდებული

Radiotavisupleba.ge 

როგორც იტყობინებიან, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ, მათი აზრით, უკრაინული ავიალაინერი, რომელმაც ირანში განიცადა კატასტროფა, ირანის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. 8 იანვარს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 ირანის დედაქალაქ თეირანში ჩამოვარდა აფრენიდან ცოტა ხანში. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე თეირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. აშშ-ის ანონიმმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ, როგორც სატელიტური... Читать дальше...

დროებითი დეესკალაცია მუდმივი საფრთხის არსებობის პირობებში

Radiotavisupleba.ge 

ტოდ პრინცი 8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან კონფლიქტის დეესკალაციის შესახებ საგანგებო განცხადებით ერთგვარი დამამშვიდებელი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს, რომელიც ძალზე შფოთავდა მოახლოებული დიდი შეიარაღებული კონფლიქტისა თუ, სულაც, ახალი მსოფლიო ომის თაობაზე გაკეთებული პირქუში პროგნოზების გამო, რაც საყოველთაო განხილვის საგანი იყო პენტაგონის საავიაციო დარტყმის შედეგად გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის, დაღუპვისა და საპასუხოდ თეირანის მხრიდან ერაყში განლაგებული ორი სამხედრო... Читать дальше...

ანაკლიის პორტი - "ლოგიკური დასასრული"

Radiotavisupleba.ge 

ეს მოლოდინი გაჩნდა მაშინვე, როცა „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „ფულის გათეთრების“ ბრალდება გახმაურდა.

სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. „ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას", - წერს ზურაბიშვილი. სოხუმში, სადაც ე.წ. უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაბათილების შესახებ, 9 იანვარს, დღისით დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია. Читать дальше...

Human Rights Watch-ი: შარშან რუსეთში დრამატულად გაიზარდა იეღოვას მოწმეების დევნა

Radiotavisupleba.ge 

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გასულ წელს იეჰოვას მოწმეების „დევნა დრამატულად გაზარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“. „ბინების ჩხრეკისა და სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, იეჰოვას 32 მოწმე ციხეში იმყოფება საკუთარი სარწმუნოების მშვიდობიანი აღსრულებისთვის“, წერს 9 იანვარს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ, სულ მცირე, 313 ადამიანს აქვს წაყენებული ბრალდება, იმყოფება... Читать дальше...

მურად წურწუმიას საქმეზე ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ბურძენიძეს. მას ბრალად ედება წურწუმიასთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (ჯგუფურად) მიყენება, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. ბურძენიძისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ბრალდება სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გულისხმობს. Читать дальше...



ილია მეორე ავიაკატასტროფის გამო გარდაცვლილთა ოჯახებსა და პრეზიდენტ ზელენსკის უსამძიმრებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.  „მინდა გამოვხატო ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ", - წერს პატრიარქი.   „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების"... Читать дальше...

ხაჯიმბა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური განცხადება გაავრცელა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაჯიმბა მოსახლეობას თხოვს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციებს არ აყვნენ: „მე, როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა არ დავუშვათ სიტუაციის განვითარება სამართლებრივ ველს მიღმა. ამ არცთუ მარტივ ვითარებაში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. Читать дальше...

პატრიარქის სამძიმრის წერილი თეირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო

Marshalpress.ge (მარშალ) 

თეირანში, უკრაინის კუთვნილი თვითმფინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინის პრეზიდენტს უსამძიმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. “გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ამა წლის 8 იანვარს თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.  ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.”– აღნიშნულია სამძიმრის წერილში. Читать дальше...

სოხუმში ოპოზიციის პროტესტის ფონზე გადაიდო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის სასამართლო

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ გაურკვეველი დროით გადადო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი. აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს განიხილავდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას. პროცესის გადადებამდე, სასამართლომ... Читать дальше...

საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად. მთელს ქვეყანაში შეწყვიტეს მუშაობა რკინიგზელებმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, ადვოკატებმა. სულ 9 იანვარს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია 200-ზე მეტი მანიფესტაცია. აქციები ტარდება პარიზში, მარსელში, ბორდოსა და ტულუზში. რამდენიმე ქალაქში მოხდა პოლიციასთან შეტაკება. საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში დასაქმებულები შეინარჩუნებენ 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შესაძლებლობას... Читать дальше...

ციხელაშვილი სოხუმში მიმდინარე პროცესებზე - უმთავრესია მოსახლეობის უსაფრთხოება

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული პროცესები ოფიციალური თბილისის ყურადღების ცენტრშია და მისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. „ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანიდა მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“... Читать дальше...

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილ მურად წურწუმიას  საქმეზე ზურაბ ფოფხაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა. თავდაპირველად ფოფხაძისთვის წარდგენილი ბრალი ჯგუფურ დანაშაულს არ გულისხმობდა და წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ამჟამინდელი ბრალი წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (ჯგუფურად), რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე. Читать дальше...

„გაზპრომმა“ უარი თქვა ფულად პრეტენზიებზე აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მიწოდებისთვის

Radiotavisupleba.ge 

„გაზპრომმა“ უარი თქვა ფულადი კომპენსაციის თაობაზე პრეტენზიებზე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერიტორიებზე გაზის მიწოდებისთვის. ამის შესახებ უკრაინის კომპანია „ნაფტოჰაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა. 2017 წელს „გაზპრომი“ სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებისთვის გაზის მიწოდებას მილიარდ დოლარზე მეტად აფასებდა. კომპანია კიევისგან ითხოვდა ამ თანხის გადახდას. მაგრამ 2018 წელს უკრაინამ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მოიგო დავა. Читать дальше...

საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 6 %-ს სათამაშო არა აქვს

Radiotavisupleba.ge 

5 წლამდე ასაკის ბავშვების 44 პროცენტს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6 % სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშეა - ასეთი შედეგი აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. „ვისაც აქვს, იმასაც მნიშვნელოვანია, რა ტიპის სათამაშოები აქვს. ძალიან ბევრი სათამაშო შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ბავშვის განვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობს - ან უხარისხოა და ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი“... Читать дальше...

რაულ ხაჯიმბა: სოხუმში ვარ. არსად დამალვას არ ვაპირებ

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს და არსად დამალვას არ აპირებს. „მე სოხუმში ვარ, სამუშაო ადგილას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შენობაში.“ მისი განცხადებით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „მიმდინარე მოვლენების ლოკალიზაციისთვის“. ხაჯიმბას ამ განცხადებამდე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ სოხუმში ოპოზიციის პროტესტს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა სიტუაცია კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს. Читать дальше...

საავიაციო ტერაქტი, თუ ტექნიკური გაუმართაობა?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული მხარის განცხადებით, თეირანის მახლობლად 8 იანვარს მომხდარ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ (MAY)კუთვნილი “ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალისტები სწავლობენ ყველა შესაძლო ვერსიას. მათ შორის არის რუსული წარმოების რაკეტის მოხვედრა.   ამ ვერსიას ანგარიშგასაწევად მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.   167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა ოთხშაბათს თეირანის აეროდრომის მახლობლად უკრაინული ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას. Читать дальше...

Новости России
Москва

Ирина Струнова стала Терапевтом года


კაკულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას რუსული საფრთხის მიმართ ივანიშვილის ხედვას უკავშირებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურის დაწყებას საგარეო პოლიტიკას უკავშირებს. „რატომ დაეტაკა მთავრობა მთლიანად მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს. მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვყავდა? არ გვყავდა. იმიტომ დაეტაკა, ჩემი აზრით, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი. სწორიც კი არა, შეიძლება, მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი [მამუკა ხაზარაძის] პრობლემაა, რა თქმა უნდა. Читать дальше...

სოხუმში ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. იქ ამჟამად, მხოლოდ დემონსტრანტები იმყოფებიან. ჩამსხვრეულია ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები. აქციის მონაწილეები მომხრეებს მოუწოდებენ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას არაფერი დააზიანონ. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციაში არ იმყოფება. შენობის გარეთ ისმის შეძახილები -  "ხაჯიმბა გადადექი!"  ამასობაში, აფხაზეთის... Читать дальше...

აშშ-ის წყაროების თანახმად, ირანი შეეცადა, სარაკეტო იერიშის დროს მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო

Radiotavisupleba.ge 

ირანმა სპეციალურად მოაწყო ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში ისე, რომ დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო. ამან თეირანს საშუალება მისცა, „სახე შეენარჩუნებინა“, კონფლიქტის მხარეებს კი თავიდან აეცილებინათ ომის პირამდე მისვლა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს აშშ-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროების თანახმად, თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე იცოდა, რომ ირანი იერიშს აპირებდა იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. მონაცემები ერაყის დაზვერვიდან იქნა მიღებული. Читать дальше...

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ  საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ უკვე პროექტში, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. იგი ამბობს, რომ უსაფუძვლოა... Читать дальше...

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას

News.ge 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თინა ბოკუჩავასა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას „ქაღალდის პირადობების ეპოქაში” აბრუნებს. ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, „უჩიპო“ პირადობის მოწმობები ხელისუფლებას არჩევნების მარტივად გააყალბებისთვის სჭირდება. „დღევანდელი ბრიფინგი გვინდა მივუძღვნათ იმ ახალ რეგულაციას, რომელიც თეა წულუკიანმა დაადგინა. ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს და საარჩევნო წელს გაყალბების ...

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

News.ge 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ დავას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს. ამის შესახებ ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კითხვის ქვეშ დგას პროექტის ბედი და ზიანდება ქვეყნის ინტერესი. „მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид






Актриса Татьяна Клюева отсудила загородный дом у сына в Севастополе

Открытый московский фестиваль конного искусства и спорта пройдет на ВДНХ

Инаугурация Владимира Путина состоится в Кремле 7 мая

Покататься на самокате и сдать нормы ГТО можно будет на фестивале «Московская весна»