Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 05.08.2020

ომბუდსმენი გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ბაჩალიაშვილის ოჯახს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო დამცველი აკვირდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მიმდინარე გამოძიების პროცესს და ასევე შეხვდა ოჯახის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს: „დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ან ადვოკატს, ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ... Читать дальше...

ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა ქართულში 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში - 12-მა

Radiotavisupleba.ge 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან უმაღლესი ქულა ქართულ ენაში 20-მა მიიღო, მათემატიკაში კი 12-მა. მონაცემები ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გააცნო მედიას. ქართულ ენაში მაქსიმალური ქულა 70 იყო, მათემატიკაში კი 59. იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად მიჩნეულიყო, აბიტურიენტს ქართულში მინიმუმ 18 ქულა უნდა მიეღო, მათემატიკაში კი 12. უახლოესი 4 დღის განმავლობაში შედეგების გასაჩივრებაა შესაძლებელი, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი.

რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა აშშ-ის ხუთ შტატში გამართეს შიდაპარტიული არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

4 აგვისტოს რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა აშშ-ის ხუთ შტატში გამართეს შიდაპარტიული არჩევნები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებისთვის. პრაიმერისი მიჩიგანში, კანზასში, არიზონაში, მისურისა და ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვაშინგტონის შტატში „სცენის შემამზადებლად“ განიხილება ნოემბრის საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნებისთვის. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არაა ცნობილი. სამშაბათს ირჩევდნენ ასევე რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს შტატების დონის თანამდებობებისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოებისთვის. Читать дальше...

როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს, – ორი უკვე აქვს

News.ge 

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს და დატოვოს კონკურსი, – ორი უკვე აქვს”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგანცხადებას. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ქართველმა ხალხმა ორჯერ უკვე უთხრა „არა”. „მას ორი „არა” უკვე აქვს მიღებული 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო ...

შსს: გაუჩინარებული ილია ფილფანის ძებნის სამუშაოები გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში თითქმის სამი კვირის წინ გაუჩინარებული ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ საკითხზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ითქვა, რომ დათვალიერდა 7 მდინარის კალაპოტი, მიმდებარე ხეობები და 35-ზე მეტი სოფელი. "საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. Читать дальше...

საქართველოს ბეირუთში აფეთქების შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ბეირუთში აფეთქების შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. "ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან. ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა. საელჩო კავშირზეა ამანში ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებენ უწყებაში. Читать дальше...

ბაჩალიაშვილის ოჯახმა შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე მოითხოვა, FBI სრულად ჩაერთოს გამოძიებაში

Radiotavisupleba.ge 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბოცვაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტროს მხრიდან აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში შეთავაზება გამოძიების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით უკვე გაიგზავნა. ადვოკატი ამბობს, რომ შსს-ს მხრიდან FBI-სთან თანამშრომლობის მზაობა დადასტურებულია, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი... Читать дальше...

მსახიობმა მიხაილ ეფრემოვმა უარყო ტრაგიკული ავარიისთვის წაყენებული ბრალდება

Radiotavisupleba.ge 

ცნობილმა რუსმა მსახიობმა, მიხაილ ეფრემოვმა, რომელიც ბრალდებულია ადამიანის სიკვდილის გამო ავტოსაგზაო შემთხვევაში, 5 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ „არაფერი არ ახსოვს“. მოსკოვის პრესნის სასამართლოში 5 აგვისტოს დაიწყო ეფრემოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. იგი ბრალდებულია საგზაო წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია. 8 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ეფრემოვმა, მოსკოვში, გზის გამყოფი ხაზი... Читать дальше...



თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხევედრა შსს-ში დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დასრულდა. უწყებიდან გამოსულმა გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ გამოძება ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს. მანვე აღნიშნა, რომ FBI-ის ჩართვის კონკრეტულ თარიღზე უწყებაში ინფორმაცია არ მიუღია. საქმის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი აღნიშნა, რომ როგორც უწყებაში გაიგეს, შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. გუშინ, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური... Читать дальше...

ლიბანში მომხდარ აფეთქებას უკავშირებენ რუსი ბიზნესმენისთვის ჩამორთმეულ გემს

Radiotavisupleba.ge 

ლიბანური მედიის თანახმად, რამდენიმე ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჩამოიტვირთა რამდენიმე წლის წინ, რუსი ბიზნესმენის იგორ გრეჩუშკინისათვის ჩამორთმეული სატვირთო გემიდან. ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოჰამად ფაჰმის, ინფორმაციით, სამშაბათს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი. რუსი ბიზნესმენის კუთვნილი სატვირთო გემის კონფისკაციის შედეგად ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება საწყობში 2014 წლიდან ინახებოდა. Читать дальше...

საქართველოს ეკონომიკა 4-ის ნაცვლად 5%-ით შემცირდება

Radiotavisupleba.ge 

განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა კიდევ 1%-ით შემცირდება. „განახლებული პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. წინა პროგნოზი -4% იყო. ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. გვენეტაძის ინფორმაციით... Читать дальше...

ონში გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები 40 მლნ ლარი ჯდება

Radiotavisupleba.ge 

ონში სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის - ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია, დაახლოებით, 40 მლნ ლარი ჯდება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შესრულდება. სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება. პირველ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობის დროებით აღსადგენი და გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება. მეორე ეტაპზე კი სრულად აღდგება ინფრასტრუქტურა. 28 ივლისს, ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ღვარცოფის  შედეგად, მდინარე... Читать дальше...

რუსეთი არ გაგზავნის დამკვირვებელს ბელარუსის არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი არ გაგზავნის თავის დამკვირვებლებს ბელარუსში, რადგან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ მიუღიათ ოფიციალური მოსაწვევი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც რუსი დამკვირვებლები არ გაიგზავნებიან ბელარუსში, პანფილოვამ დაასახელა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი. 4 აგვისტოს, არჩევნების ოფიციალურ თარიღამდე 5 დღით ადრე, ბელარუსში დაიწყო წინასწარი ხმის მიცემის პროცესი, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ... Читать дальше...

სხვა თუ აპირებს პრემიერობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს

News.ge 

სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს, რა არის მთავარი მიზანი, ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც ვიხილოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ქვეყნის განვითარების კონკრეტული სტრატეგია და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, რაც მათ გამარჯვებას ...

არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები

News.ge 

მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ უკვე პირველი უცხოელი ტურისტები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმ რეისებზე, რომლებიც საქართველოში მოფრინავს, მგზავრთა დიდი ნაწილი – ¾ სწორედ ტურისტები არიან, რადგან სხვა კუთხით მიმზიდველობასთან ერთად, მინისტრის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაც არის. „თქვენ ...

მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს

News.ge 

ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურებია; ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკა ...

აშშ გმობს უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევას ლიბიაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ ღრმა არის შეშფოთებული ლიბიაში მიმდინარე ძალადობით და მოუწოდებს უცხო ქვეყნებს, შეწყვიტონ ჩარევა პრობლემებით აღსავსე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში.   „ჩვენ მკაცრად ვეწინააღმდეგებით სამხედრო ჩარევას, მათ შორის, დაქირავებულებისა და კერძო სამხედრო კონტრაქტორების გამოყენებას ორივე დაპირისპირებულ მხარეზე“, - ნათქვამია უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, რობერტ ო'ბრაიენის 4 აგვისტოს განცხადებაში. აშშ-ის სამხედრო უწყება მოსკოვს ადანაშაულებს ლიბიაში დაქირავებული მეომრების გაგზავნასა და მთავრობის... Читать дальше...

გამყრელიძე: ლილოს ბაზრობაზე სკრინინგმა კორონავირუსის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოავლინა, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე კი ჯერ არცერთი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლილოს ბაზრობაზე ჩატარებული ტესტირებისას გამოკვლეული 4731 ადამიანიდან კორონავირუსი დაუდასტურდა მხოლოდ 6 ადამიანს. „6 ინფიცირებული იქნა გამოვლენილი პირველ ეტაპზე, პირველ ორ დღეში, შემდეგ უკვე  აღარ გვქონია ინფიცირების შემთხვევები. 6 დაინფიცირებულის კონტაქტები ანუ ლილოს ბაზრობასთან კვეთა ვისაც ჰქონდა, ასეთი სულ არის 13 ადამიანი. ეს იყო ერთი ოჯახური შემთხვევა მოგეხსენებათ, რომელიც უკავშირდება... Читать дальше...

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების გამო ბათუმიც ახსენეს

Radiotavisupleba.ge 

ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს. ინფორმაცია ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა ადგილობრივმა ტელეკომპანია LBCI-მ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ლიბანური ტელეარხის ცნობით, გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. მოგვიანებით, ლიბანის... Читать дальше...

Новости России
Москва

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»


Когда все избиратели на одно лицо

ИА «Новости-Грузия» 

Опасность распространения нового коронавируса COVID-19 диктует свои правила их проведения - поэтому на выборы в этом году избиратели отправятся, скорее всего, в масках

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ თაღლითურად გაუკეთეს პაციენტს ოპერაცია

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ ექიმებმა პაციენტს თაღლითურად გაუკეთეს ოპერაცია. პროკურატურის ბრალდების საპასუხოდ საავადმყოფომ საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა და მედიას საკუთარი ვერსია შესთავაზა. "უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში. საავადმყოფოს ინფორმაციით, ისინი ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობენ იტალიაში... Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: მუშავდება სტანდარტები სკოლებსა  და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით,  ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით მუშავდება სპეციალური სტანდარტები სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის. მათ შორის რამდენი მოსწავლისა და სტუდენტის განთავსება იქნება ნებადართული საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში: „რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, ანუ თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი... Читать дальше...

ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს

News.ge 

ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება ამ საფრთხეების წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის კომენტარს გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დგამს ერთობლივ ნაბიჯებს, რათა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира






Московская канатная дорога на майские праздники изменит свой режим работы

Жители Москвы примут участие в краеведческом диктанте «Московский код»

Песков назвал возможное изъятие активов России гвоздем в гроб западной системы

III класс пожарной опасности ожидается на территории Подмосковья 29-30 апреля