Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 24.08.2020

” თურ­მე მკვლე­ლი ისე იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი ლა­სო­ზე, ამ უფ­როსს ძლივს მო­უ­გლი­ჯავს…”

News.ge 

22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, იმა­ვე სო­ფელ­ში, თა­ვი­სი­ვე კო­ტე­ჯში მდგმუ­რე­ბის ზა­რის შემ­დეგ მი­ვი­და. ახალ­გაზ­რდა ბიჭს კო­ტე­ჯი გო­გო­ნებ­ზე ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ღა­მით და­უ­რე­კეს მდგმუ­რებ­მა და უთხრეს, რომ იქვე გვერ­დით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი მათ ავიწ­რო­ებ­დნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, ოთხი... Читать дальше...

წყალდიდობის გამო ბათუმის გარეუბანში მეწყრული პროცესი განვითარდა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. ორდღიანი ძლიერი წვიმით გამოწვეულმა სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ბათუმის შემოერთებული ტერიტორიები - მახინჯაურის და კახაბრის დასახლებები, სადაც 11 ადგილას განვითარდა მცირე მეწყრული პროცესები. „საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა. ბათუმში ერთ სახლს სახურავი დაუზიანდა, ერთზე კი მიშენებული კონსტრუქცია ჩამოინგრა. ამ სახლში... Читать дальше...

“ერთად წასულან ტურზე და ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ”

News.ge 

23 აგ­ვის­ტოს შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სამი კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, შემ­ზა­რა­ვი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს და­ღუ­პულ 17 ადა­მი­ანს შო­რის არის დედა-შვი­ლი, მაია მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი და მისი 31 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნუცა ყა­ნა­დაშ­ვი­ლი. შეგახსენებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო. გიდი, ნიკა ჯმუხაძე “ფეისბუკის” გვერდზე წერს,... Читать дальше...

მაიკ პომპეომ ისრაელში ვიზიტით დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტურნე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა ისრაელში, სადაც იწყებს ხუთდღიან ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. მისი მოგზაურობის ყურადღების ცენტრშია არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. პომპეო შეეცდება, სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც უბიძგოს, მისდიონ საამიროების მაგალითს. დღეს პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა მის ოფისში იერუსალიმში. 13 აგვისტოს ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას... Читать дальше...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთგულია. საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ბოლო ხანს დაძაბულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე მისი, როგორც უკრაინის ოფიციალური პირის - რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებების გამო. Читать дальше...

Associated Press-ი: ფარულ ჩანაწერებში ტრამპის უფროსი და ამბობს, რომ მის ძმას "არა აქვს პრინციპები"

Radiotavisupleba.ge 

Associated Press-ი იტყობინება, რომ მოიპოვა და გაეცნო დონალდ ტრამპის უფროსი დის, ყოფილი ფედერალური მოსამართლის, ჩანაწერებს, რომლებშიც ის აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „მას არა აქვს პრინციპები“. მერიენ ტრამპი ბერი ფარულად ჩაიწერა მისმა და დონალდ ტრამპის ძმისშვილმა მერი ტრამპმა. მერი ტრამპმა ახლახან გამოსცა წიგნი, რომელშიც აკრიტიკებს პრეზიდენტს. 22 აგვისტოს მერი ტრამპმა განაცხადა, რომ თავის წიგნზე მუშაობისას 2018-2019 წლებში ფარულად გააკეთა თავისი მამიდის 15-საათიანი ჩანაწერი. მერი... Читать дальше...

აჭარის სანაპიროზე უკვე ტესტირებულთა შორის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ზღვის სანაპიროზე, სამ დღეში აღებულია 220-მდე ნიმუში და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დღეს, 24 აგვისტოს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, 23 აგვისტოს, უამინდობის გამო ნიმუშების აღება შეწყვეტილი იყო. გამყრელიძის ინფორმაციით, აღრიცხულნი არიან ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე-ბარების თანამშრომლებიც და მათი ნებაყოფლობითი ტესტირება მიმდინარეობს. 20 აგვისტოს ბათუმსა და ქობულეთში დაიდგა სპეციალური კარვები, სადაც ნიმუშებს... Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს წაგებით დაუბრუნდა

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ნახევარწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საერთაშორისო არენაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. მსოფლიოს რეიტინგში 27-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ნიუ-იორკში მიმდინარე ცინცინატის მასტერსზე კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6 1:6. ჩოგბურთში მამაკაცთა პროფესიული ტური სწორედ ცინცინატის მასტერსით განახლდა. ტურნირის წარმატებით დაწყების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე მატჩში ამერიკელ ტენის სანდგრინს უნდა შეხვედროდა.



ავსტრია პირველად გააძევებს რუსეთის დიპლომატს

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიამ პირველად გამოაცხადა რუსეთის დიპლომატი პერსონა ნონ გრატად. ამის შესახებ 24 აგვისტოს იტყობინება ავსტრიის მედია. დიპლომატის ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ მან 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს ავსტრია. ტასი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დიპლომატის ქცევა ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სამრეწველო ჯაშუშობას ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: უპირატესად ინფექცია კონცენტრირებულია ლენჯერის თემში

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების გამო ისევ ჩაკეტილია დაბა მესტია და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერი, სადაც ბოლო სამ კვირაში ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლიდნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12-დღიანი კარანტინის ამოწურვის გამო, ბოლო სამ დღეში განმეორებითი PCR-ტესტირება ჩაუტარდა 1216 პირს. მათგან 357 ლენჯერის მცხოვრებია, 571 კარანტინში მყოფი და 56 - თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა კარანტინში მყოფ, დაცვის სამსახურის 75... Читать дальше...

ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმების დასაცავად შტაბს შექმნის და ცხელს ხაზს აამუშავებს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიცია ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფს შექმნის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად, ამოქმედდება ასევე სატელეფონო ცხელი ხაზი, სადაც საარჩევნო დღეს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოიყრის თავს, ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, ოპოზიციური ერთობის შეკრების დაწყებამდე. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს, ოპოზიცია დეკლარაციას მოაწერს ხელს. დეკლარაციით პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, საკუთარი პარტიული მხარდამჭერების ხმების გარდა... Читать дальше...

ტრამპის გავლენიანი მრჩეველი კელიენ კონუეი ტოვებს თეთრ სახლს

Radiotavisupleba.ge 

კელიენ კონუეიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე გავლენიანმა მრჩეველმა, რომელიც ყველაზე დიდხანს არის ამ თანამდებობაზე, გამოაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს ტოვებს თეთრ სახლს. კონუეი ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო პერიოდში, შემდეგ კი მისი უფროსი მრჩეველი გახდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მისი წასვლა პრეზიდენტისთვის მოუხერხებელ დროს ემთხვევა, ვინაიდან ტრამპი, გამოკითხვების თანახმად, ჩამორჩება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს. Читать дальше...

ჩემპიონთა ლიგის ფინალს პარიზში არეულობები მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ პარიზში დააკავა 148 პირი და ფეხბურთის ფანატების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარიზში მასობრივი არეულობები დაიწყო პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნმა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა პარიზული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“. სააგენტო AFP-ის ცნობით, დამარცხებით უკმაყოფილო 5000-მდე ფანატი შეიკრიბა პარიზის სტადიონთან, სადაც მათი აქცია პოლიციასთან შეტაკებასა და ძალადობაში გადაიზარდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 16 პოლიციელი. Читать дальше...

ექიმის განმარტებით, შატილთან მომხდარი ავარიისას გადარჩენილებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აქვთ

Radiotavisupleba.ge 

კრიტიკულად მძიმედ აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი შატილთან მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მედიასთან საუბარში ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კლინიკაში მოთავსებულია სამი ქალი, რომელთაგან ორს ოპერაცია უტარდება. "სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. ამ წუთებში, ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია", - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი განმარტებით... Читать дальше...

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 შემოტანილია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 2 ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგია, 5 შემოტანილია, 1-ის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კვლევა გრძელდება. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 10-დან 4 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მათგან სამი შემოტანილია, ერთ ახალ პაციენტს კი კონტაქტი ჰქონდა ქობულეთში გასულ კვირაში ინფიცირებულ პირთან. 24 აგვისტოს დილის მდგომარეობით... Читать дальше...

В Грузии 25 августа объявлен днем траура

ИА «Новости-Грузия» 

Во вторник в стране почтят память 17 человек, погибших в автоаварии на горной дороге в Хевсурети - на всех административных зданиях будет приспущен государственный флаг Грузии

რა არჩევანია გასაკეთებელი 2020-ში?

Radiotavisupleba.ge 

გასულ კვირაში გამოქვეყნებულ საარჩევნო გარემოს წინასწარ შეფასებაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა „არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული საკითხები“.

Новости России
Москва

Сервер российского вендора DатаРу прошел сертификацию и показал рекордную производительность при работе с SAP HANA


დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" აფხაზეთში ხატი ჩაიტანა

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია “სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებს, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია. საკანიას კომენტარი საინფორმაციო სააგენტო apsadgil.info-მ გამოაქვეყნა. ლაშა საკანიას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში მას მიმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და თხოვეს თანადგომა ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად. Читать дальше...

შატილთან მომხდარი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

Radiotavisupleba.ge 

25 აგვისტო გლოვის დღედ ცხადდება შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. 23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პოლიციამ დააკავა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული

Radiotavisupleba.ge 

იმერეთში დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად ედება შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 2009 წელს დაბადებული ა.ა. შსს-ს განცხადებით, „ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია“. დაკავებულია 1971 წელს დაბადებული ფ.ა. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ოჯახური ნიშნით ჩადენილ... Читать дальше...

ჩემპიონთა ლიგის თასს მიუნხენის „ბაიერნი“ დაეუფლა

Radiotavisupleba.ge 

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი მიუნხენის „ბაიერნის“ ტრიუმფით დაგვირგვინდა. ლისაბონში გამართულ ფინალში გერმანელებმა „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხეს და ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის საჩემპიონო თასს მეექვსედ დაეუფლნენ. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც კინგსლი კომანმა გაიტანა 59-ე წუთზე.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Задержанного в Москве пьяным и без одежды американца отпустили

В Петербурге пройдет III ярмарка современного искусства «1703»

Тарасова — об участии Валиевой в шоу: не боюсь, что ей продлят дисквалификацию

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова