Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 24.08.2020

ვისო მუთოშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

Radiotavisupleba.ge 

პანკისში, სოფელ საკობიანოში, 37 წლის ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლო სხდომა ბრალდების და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა. Читать дальше...

ირმა ინაშვილი: ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. „ჩვენ, მე და გიორგი ლომია, ჩვენი [საპარლამენტო] ფრაქციის თავმჯდომარე, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს. 21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა... Читать дальше...

გერმანელი ექიმები: ალექსეი ნავალნი მოწამლეს

News.ge 

ბერლინის კლინიკის ექიმების განცხადებით, რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს, ამის შესახებ tvrain.ru იტყობინება. “კლინიკური მონაცემები მიუთითებს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფიდან მომწამვლელ ნივთიერებაზე. კონკრეტული ნივთიერება ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის”, აცხადებენ გერმანელი ექიმები. კონკრეტული ნივთიერების დასადგენად, კიდევ ერთი ფართო ანალიზი გაკეთდება, თუმცა ორგანიზმში ტოქსინის მოქმედება დადასტურდა რამდენიმე დამოუკიდებელი გამოკვლევით, ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სკოლებში კონსტიტუციის სწავლების ინიციატივით გამოდის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სკოლებში კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების სწავლების ინიციატივით გამოდის. „საქართველოს კონსტიტუცია არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. ის არის ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში... Читать дальше...

სამხრეთი კორეა კოვიდ-19-ის "კრიზისის" წინაშეა

Radiotavisupleba.ge 

24 აგვისტოს სამხრეთ კორეის დედაქალაქმა განკარგულება გასცა ნიღბების ტარების შესახებ შიდა და გარე სივრცეებში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უკვე მე-11 დღეა, კორონავირუსით დავადებულთა შემთხვევები სამნიშნა რიცხვით იმატებს. ახალ შემთხვევათა უმეტესობა რეგისტრირებულია სეულში, სადაც ათ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა 17-ვე რეგიონში მატულობს. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სამხრეთი კორეა საყოველთაო ეროვნული პანდემიის ზღვარზეა, თუ ვერ მოხერხდა ინფექციის კონტროლი მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში. Читать дальше...

ავსტრიამ და რუსეთმა ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს ქვეყნიდან „ეკონომიკური ჯაშუშობის“ საქმესთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიამ 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გააძევა რუსი დიპლომატი, რომელიც დაკავშირებული იყო „ეკონომიკურ ჯაშუშობასთან“. რუსეთმა საპასუხო ნაბიჯად მოსკოვში ავსტრიის თანამშრომელი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატი, რომლის ქცევა არ შეესაბამებოდა დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის მოთხოვნას. სამინისტროს დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ ავსტრიის გაზეთი „კრონენ ცაიტუნგი“ იტყობინებოდა, რომ რუსი დიპლომატი წლების... Читать дальше...



გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ნავალნი „ალბათ მოწამლულია“და დაცვას საჭიროებს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის მთავრობის განცხადებით, „საკმაოდ სავარაუდოა“, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთში მოწამლეს და მას პირადი დაცვა სჭირდება გერმანიის საავადმყოფოში ყოფნისას. ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში, „შარიტეს“ საავადმყოფოში. მანამდე რუსეთის შიგნით ფრენისას ის ცუდად შეიქნა და ტომსკიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავი დაჯდა ომსკში, სადაც ნავალნი საავადმყოფოში მოათავსეს. ნავალნის თანაგუნდელების თქმით, ის მოიწამლა, როცა დალია ჩაი ტომსკის აეროპორტში მოსკოვში გაფრენამდე. Читать дальше...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მე-18 ადამიანი, 87 წლის ქალი გარდაიცვალა COVID-19-ის ინფექციისგან. ინფორმაცია სამთავრობო ვებსაიტზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ქალი ქვემო ქართლის მკვიდრი იყო. ის 29 ივლისიდან მკურნალობდა მცხეთის კლინიკაში, სადაც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს დადასტურებული კოვიდინფექციით. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტს აღენიშნებიდა მრავლობითი დაავადებები - გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. Читать дальше...

2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ძიძას, რომელიც 2 წლის ბავშვის მიმართ ძალადობაშია  ბრალდებული. ადვოკატი 5-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. საქმის პროკურორის ნათია ზონაძის განცხადებით, მოსამართლე ზვიად შარაძემ , ლელა ლაშქარაშვილს პატიმრობა მართებულად შეუფარდა, ვინაიდან  არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლის საფრთხე. “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა“ - განაცხადა ნათია ნოზაძემ. Читать дальше...

მოხალისეების ჯგუფი ამბობს, რომ ქუჩის ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მოჰპარეს

Radiotavisupleba.ge 

მოხალისეების ჯგუფს, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაზე ზრუნავს, დაახლოებით, 300 კილოგრამი საკვები მოჰპარეს. მოხალისეებს ნაჩუქარი, სულ მცირე, 1 000 ლარის ღირებულების 20-25 ტომარა საკვები თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე კერძო საწყობში ელაგათ.   ადგილის მესაკუთრე და ერთ-ერთი მოხალისე ნინია მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტომრები 23 აგვისტოს საღამოს შემდეგ გაქრა. მაჭარაშვილის თქმით, იქ ხშირად იღებდნენ სხვადასხვა ადამიანს, მოხალისეებს ან მათ... Читать дальше...

„ღვინის ოსტატებმა“ ტერუარული ღვინის საზოგადოების შემოკრება დაიწყეს

News.ge 

„ღვინის ოსტატები“ უკვე 7 წელია არსებობს, დღესკი ახალი განზომილებით გაიზარდა – ოსტატებმა„ტერუარული ღვინის საზოგადოების“ შემოკრებადაიწყეს. საზოგადოების წევრები რადიკალურ ნატურალურმეღვინეობას მისდევენ და ღვინოს ტერუარისპრინციპის მკაცრი დაცვით აწარმოებენ, რაც მათშემოქმედებას ღვინის haute couture-ს მიაკუთვნებს. ტერუარზე დაფუძნებული ქართული ღვინის ოსტატებიუკვე საუცხოო სეპაჟებს ქმნიან. “ღვინის ოსტატების“ და რამდენიმე მეგობარიმეღვინის ინიციატივით, დაფუძნდა „ტერუარულიღვინის საზოგადოება“, რომლის მიზანი ამფილოსოფიის ღვინოების მწარმოებელთაშემოკრებაა. Читать дальше...

საზ. მაუწყებელმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა ბომბის შესახებ ზარის გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. მიზეზი, მაუწყებლის ცნობით, გახდა ზარი ბომბის შესახებ, რომელიც პირველი არხის ცხელ ხაზზე შევიდა. არხის ადმინისტრაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. საქართველოს პირველი არხის ტელე- და რადიოეთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

ჯორჯ ბერნარდ შოუ

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე და მის 1925 წლის ლაურეატზე, სახელგანთქმულ ბრიტანელ, კერძოდ, ირლანდიელ დრამატურგზე, „მეორე შექსპირად“ წოდებულ ჯორჯ ბერნარდ შოუზე.

ირანმა დაადასტურა, რომ აფეთქება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე "საბოტაჟი" იყო

Radiotavisupleba.ge 

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ივლისში ქვეყნის მთავარ ბირთვულ ობიექტზე აფეთქების მიზეზი საბოტაჟი იყო. "აფეთქება ნათენზის ბირთვულ ობიექტზე, ძირგამომთხრელი საბოტაჟური ოპერაცია იყო. უშიშროების ორგანოები თავის დროზე გამოავლენენ, რა გახდა აფეთქების მიზეზი", განუცხადა სახელმწიფო სატელევიზიო არხ "ალ-ალამს", ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბეჰრუზ ქამალვანდიმ, 23 აგვისტოს. ირანმა 2 ივლისის ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი დადგენილი იყო, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე. Читать дальше...

Новости России
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».


ილია II სამძიმარს უცხადებს შატილში ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II სამძიმარს უცხადებს შატილში, ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. "დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა... Читать дальше...

ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში ხელისუფლებამ დააკავა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი მინსკის ტრაქტორის ქარხნის გარეთ. პარალელურად, ბელარუსის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება, რომ ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრი, იურისტი ლილია ვლასოვა 24 აგვისტოს დასაკითხად გამოიძახეს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში. საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ ვოლჰა კოვალკოვა, ციხანოუსკაიას მაღალი რანგის მრჩეველი და გაფიცვების ორგანიზატორი, სიარჰეი დილეუსკი 24 აგვისტოს დააკავეს... Читать дальше...

30-დან ყველა პარტია არ არის, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა, ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღება რომ მიიპყრონ

News.ge 

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობის სურვილია და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. „რაც გასათვალისწინებელია, 30 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობრივად ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის ...

ციმბირის საავადმყოფო უარყოფს, რომ ხელისუფლებისგან ზეწოლა განიცადა ნავალნის გამო

Radiotavisupleba.ge 

მთავარი ექიმი რუსეთის ციმბირის რეგიონის, ქალაქ ომსკის საავადმყოფოსი, სადაც კრემლის მიმართ კრიტიკულ ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ, უარყოფს, რომ სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიდა. ნავალნი, რომელიც ახლა ბერლინის საავადმყოფოში იმყოფება და იქ გადის მკურნალობას სავარაუდო მოწამვლის შემდეგ, გერმანიაში გადაიყვანეს თვითმფრინავით მას მერე, რაც რუსი ექიმები წინააღმდეგი იყვნენ საავადმყოფოს დატოვების ნება დაერთოთ, რადგან თვლიდნენ, რომ მისი მდგომარეობა არ იძლეოდა ტრანსპორტირების შესაძლებლობას. Читать дальше...

შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Radiotavisupleba.ge 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11-ვე სრულწლოვანი პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ის გარემოებები დაასაბუთა, რომლის თანახმადაც ყველა მათგანის მიმართ ძალაში უნდა დარჩენილიყო შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. "სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა... Читать дальше...

გიორგი ვოლსკი დეკლარაციაზე ხელმომწერ ოპოზიციაზე: რამდენიმეა პარტია, დანარჩენი პოლიტიური ინდმეწარმეა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც დღეს ხმების დაცვის დეკლარაციას მოაწერს ხელი, მხოლოდ დესტრუქცია და არეულობის გამოეწვევის სურვილი აერთიანებთ. მისივე სიტყვებით 30-ზე მეტ ხელმომწერს შორის მხოლოდ რამდენიმეა პოლიტიკური პარტია, დანარჩენი „პოლიტიკური ინდმეწარმეა“ „რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Белый дом запретил импорт российского урана

Воздушные гиганты Сикорского: как в Российской империи был создан первый тяжёлый бомбардировщик

Смоленская полиция подвела итоги конкурса детского творчества «Полицейский Дядя Степа»

Байден запретил поставки урана из России в США. Это должно позволить устранить зависимость от РФ в сфере мирной ядерной энергетики