Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 02.10.2022

თეთნულდზე ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ალპინისტებს

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელი მთამსვლელების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით დაკარგულია  სამი ალპინისტი. საგანგებო სიტუაციების სამსახური ალპინისტების დაკარგვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

რომის პაპი ფრანცისკე პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა, ფრანცისკემ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინაში ომის "ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი". ფრანცისკეს ეს განცხადება, რომელიც 2 ოქტომბერს ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო გამოსვლისას გააკეთა, იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება. რომის ეკლესიის მეთაურმა ასევე დაგმო ბირთვული ომის მზარდი საფრთხე და მას "აბსურდული" უწოდა. ფრანცისკემ ასევე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "გახსნილი იყოს" ომის დასრულებისთვის სამშვიდობო წინადადებებისთვის. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ქალ მეწარმეებს: ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2 ოქტომბერს,  მეწარმე ქალების პროდუქციის პირველი გამოფენის გახსნაზე მივიდა და მათ სიტყვით მიმართა. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რასაც ქალი მეწარმეები ხშირად აწყდებიან. Читать дальше...

გაეროს ბირთვული სააგენტო მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ზაპოროჟიის ბირთვული სადგურის ხელმძღვანელი

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მიმართა რუსეთს მოწოდებით, გაათავისუფლოს უკრაინის უდიდესი, ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დირექტორი, რომელიც რუსეთის სამხედრო პატრულმა 30 სექტემბერს დააკავა. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ 1 ოქტომბერს, მოგვიანებით, მოუწოდა მოსკოვს, გაათავისუფლონ იჰორ მურაშოვი, რომელიც ქალაქ ენერგოდარიდან ელექტროსადგურისკენ მგზავრობის დროს დააკავეს. უკრაინის „ენერჰოატომი,“ რომელიც ოფიციალურად მართავს ბირთვულ სადგურს, იტყობინებოდა, რომ 30 სექტემბერს... Читать дальше...

ფეხბურთელების მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას“  ეთერში გასული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად,  საქართველოს  ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მუქარის გზავნილებს იღებდნენ. შსს-ს ცნობით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუქარის ავტორი ნოდარ ნიშნიანიძეა, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა. ყაზაიშვილი კი, როგორც მედია წერს, წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებული. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები დემოგრაფიულ საფრთხეს წარმომადგენენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ექვსწლიან პატიმრობას იხდის საქართველოში, თავის განცხადებაში, რომელიც წვევამდელი ასაკის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გაქცევას ეხება, აცხადებს, რომ „რუსი წვევამდელების მასობრივი ჩასვლა საქართველოში შეუქმნის დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს ამ პატარა ქვეყანას“. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მეორე მხრივ, ის არ არის მზად განსაჯოს „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეუშვას ისინი, რადგან რაც უფრო მეტი მათგანი ჩავა საქართველოში, მით უფრო ნაკლები... Читать дальше...

უკრაინის დაზვერვა: პუტინს ჰყავს მინიმუმ 3 ორეული

News.ge 

პუტინს ჰყავს მინიმუმ 3 ორეული – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურს ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც საკითხზე მუშაობენ. “პირადად მე არ ვარ “პუტინოლოგი“. ჩემთვის არის ზუსტი ის, რომ მას ჰყავს 3 ორეული, რომლებსაც პირადად მე უცბად ვხედავ. რამდენი ორეული ჰყავს მას სინამდვილეში – უბრალოდ, საჭიროა ინფორმაციის ...

მაია ბუწაშვილი: …და იქვე პატრული დგას და ამას მშვიდად უყურებს

News.ge 

მანქანის შავი ბოლით გამოწვეულ პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. “ძალიან მეშლება ნერვები, როცა მანქანა საშინელ, შავ ბოლს უშვებს, ფაქტიურად სასიკვდილო გამონაბოლქვს (და ასეთი ბევრია) და იქვე პატრული დგას და ამას მშვიდად უყურებს. მე კანონმდებლობა არ ვიცი და ნუთუ ამაზე არ არის ჯარიმა? რაც არ უნდა მოწესრიგებული დოკუმენტი ქონდეს მძღოლს ხელთ, მანქანა რომ შავ ...



ნინო წილოსანი ნატო-ში შესვლის განაცხადზე: მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

News.ge 

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინას ქვეყანაში მიმდინარე ომი უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ იქნება სრულად იდენტურ მოცემულობაში გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. „ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული... Читать дальше...

ლიზა იასკო: შედეგებით და სასამართლოს მიხედვით ვიბრძოლებთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პარტნიორი და რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ერთწლიან პატიმრობას ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილის ირგვლივ ბევრი მოღალატე აღმოჩნდა, რომელსაც ექსპრეზიდენტი ენდობოდა. როგორც იასკომ აღნიშნა, თავიდანვე რომ სცოდნოდა ამის შესახებ, მის საქართველოში ჩამოსვლას მხარს არ დაუჭერდა. „1-ელი ოქტომბერი საშინელი დღეა ჩემთვის. უკვე ერთი წელია, რაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი ...

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანექსიის ხელშეკრულებები კანონიერად გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისად სცნო ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები ანექსიის შესახებ, რომლებიც გაფორმდა რუსეთსა და თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებთან“, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულ „ხელმძღვანელებთან“. ამ ხელშეკრულებით დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის შემადგენლობაში შედიან. ამ პროცესის შემდგომი ეტაპი რუსეთის სახელმწიფო... Читать дальше...

მიტროპოლიტი შიო: რას ნიშნავს „ტალანტის სათანადოდ მოხმარება“? – ეს ნიშნავს, რომ ამ შენი ტალანტით ემსახურო ადამიანებს

News.ge 

რას ნიშნავს „ტალანტის სათანადოდ მოხმარება“? – ეს ნიშნავს, რომ ამ შენი ტალანტით ემსახურო ადამიანებს, მარტო შენთვის კი არ გამოიყენო, არამედ ემსახურო ადამიანებს და ემსახურო ღმერთს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ დროს ეს ტალანტები მრავლდება, იზრდება და ადამიანები ღვთის მიერ დადგენილი დანიშნულებას ასრულებენ. „სახელითა ...

რუსმა აგრესორებმა თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰიზე

News.ge 

რუსმა აგრესორებმა თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰიზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად ერთ-ერთი სკოლის ორი სართული გადანდგურდა. მისივე თქმით, უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ობიექტებზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების თვითმკვლელი თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო.

მსოფლიოს ქალაქებში იმართება ირანის სოლიდარობის აქციები, შვეიცარიის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ქალაქებში 2 ოქტომბერს იმართება საპროტესტო აქციები, ირანელები და მათი მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები შაბათს, 1 ოქტომბერსაც. შვეიცარიის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, როცა ბერნში, ირანის საელჩოსთან გამართული დემონსტრაციის დროს ორი პირი საელჩოს ღობეზე ავიდა და ჩამოხსნა ირანის დროშა. დემონსტრაციის დროს, რომლის ნებართვა არ იყო გაცემული, არავინ დაშავებულა. ირანში მიმდინარე საპროტესტო... Читать дальше...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

Radiotavisupleba.ge 

ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც  ისინი გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და მოუწოდებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს რვა ქვეყნის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა კიევში სრულმასშტაბიანი ომის დროს და „საკუთარი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები“. "ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. Читать дальше...

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ლიდერობს მმართველი მემარჯვენე- ცენტრისტული პარტია

Radiotavisupleba.ge 

ლატვიაში კვირას, 1 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერთა სამეულში არიან მმართველი „ახალი ერთობა“, „მწვანეთა და გლეხთა კავშირი“ და „გაერთიანებული სია“. ხმების 90 % -ზე მეტის დათვლის შემდეგ „ახალმა ერთობამ,“ რომელსაც პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში თავმჯდომარეობს, 18 %-ზე მეტი ამომრჩეველი მიიმხრო. ეს პარტია იყო წამყვანი სეიმის წინა შემადგენლობაშიც, მაგრამ ხმების ამ რაოდენობით მას გაუჭირდება მართვა, საჭირო იქნება კოალიციის შექმნა მათთან ერთად, რომლებმაც გადალახეს 5 %-იანი ზღვარი. Читать дальше...

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა დმიტრო კულებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას, აღადგინოს კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც  სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაძლიერებით. Читать дальше...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დაჰპირდა

Radiotavisupleba.ge 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი, რომელიც კიევს დაჰპირდა, რომ გერმანია სულ მალე მიაწვდის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე Iris-T SLM-ის ტიპის სისტემებს. სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის თქმით, კვლავაც მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა. Iris-T SLM-ი საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემაა, რომელიც გერმანიაშიც მზადდება და აღჭურვილია მცირე სიშორის რაკეტებით. ლამბრეხტი უკრაინაში ჩავიდა 1 ოქტომბრის შუადღისას... Читать дальше...

თელავის ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემის შემოღებას გეგმავენ

Radiotavisupleba.ge 

თელავის მერია გეგმავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელად საშვთა სისტემა შემოიღოს. რადიო თავისუფლებამ სცადა თელავის მერიაში გაერკვია რა მიზანი აქვს, რას ითვალისწინებს და როდის ამოქმედდება საშვთა სისტემა, ასევე რა პროცედურა უნდა გაიაროს მოქალაქემ, რომ საშვი მიიღოს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საშვთა სისტემის შემოღება გეგმავენ.  თუმცა სხვა შეკითხვებს არ უპასუხეს. ერეკლე მეორის გამზირზე მდებარე სამ სართულიან შენობაში მერიის გარდა განთავსებულია საკრებულო და  სამხარეო ადმინისტრაცია. Читать дальше...

Новости России
Москва

5 фактов, которые необходимо знать о СЭЙН и Wimmortal и их релизе «Старик и воля».


"გაგვეცით პასუხი": მთავრობის ადმინისტრაციასთნ გაიმართა ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია

Radiotavisupleba.ge 

2 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ანტიკორუფციული მოძრაობამ გამართა აქცია აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ორი წლის წინ, ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად და საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. აქციას ესწრებოდა ირაკლი ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუაც, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. „მათი პასუხი უცვლელია, რომ მთავარ საქმესთან დაკავშირებით, მათ არა აქვთ წინსვლა. Читать дальше...

რუსეთის სამხედრო ძალებმა დილით ზაპოროჟიეს S-300 ტიპის ოთხი რაკეტა ესროლეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დღეს დილით ავიაიერიში მიიტანეს უკარიანის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ინფორმაციას „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე სტარუხი. "წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ოთხი S-300 რაკეტით დაარტყა რეგიონულ ცენტრსა და გარეუბნებს. თავდასხმის შედეგად განადგურდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო... Читать дальше...

შსს: ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულია 4 პირი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, 8 პირს კი ბრალი წარუდგინეს. ბრალდებულთა შორის არის რუსეთის ფედერაციის, ისრაელისა და ბელგიის მოქალაქეები. დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - "pop up"-ს... Читать дальше...

კახეთში სოფლების ნაწილს აზიური ფაროსანა შეესია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებს ფაროსანა შეესია.  მავნებელი მწერის მომრავლებაზე ჩივიან ყვარელშიც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში მცხოვრებმა ოთარ ბუჯიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ  მავნებელი მწერი დაახლოებით ორი კვირის წინ შენიშნა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბუჯიშვილმა იცის, რომ ფაროსანა მოსავალს ანადგურებს, თუმცა  არ აქვს ინფორმაცია, როგორც და რა ხერხებით ებრძოლოს მავნებელ მწერს.  ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ მავნებელ მწერთან ბროლა დროულად არ დაიწყო... Читать дальше...

კადიროვმა ლიმანიდან უკან დახევაში გენერალ-პოლკოვნიკი ლაპინი დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია. „ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი. ეს ის ლაპინია,  რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმც კი რეალურად ის იქ არ ყოფილა“, - წერს კადიროვი ტელეგრამზე. ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ლაპინმა ლიმანში სამხედროებს... Читать дальше...

რუსეთში დაბლოკეს „SoundCloud"-ის პლატფორმა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, რუსეთის ტერიტორიაზე, „როსკომნადზორმა“ შეზღუდა წვდომა ონლაინ პლატფორმა  SoundCloud-ზე. რუსეთის ბაზარი ჯერ კიდევ მარტში დატოვა მუსიკის სტრიმინგის სერვისმა Spotify-მ, მას მერე, რაც რუსეთის დუმამ მიიღო კანონი „ფეიკების“ შესახებ. „სამწუხაროდ, ახლახან მიღებული კანონი დამატებით შეზღუდვებს აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლებას. დასჯადს ხდის გარკვეული ტიპის ინფორმაციის გავრცელებას. ეს კი  საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამშრომლების და შესაძლოა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей






Школьница родила в ТЦ, сняла роды на камеру и бросила младенца в лесу

Проверка на прочность. Ледокол «Якутия» проходит швартовные испытания

Классика добра. Новости фонда «АиФ. Доброе сердце»

Росгвардейцы провели персональный парад для ветерана ВОВ в Москве