Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 15.11.2022

დე ფაქტო "კაგებე" ოქტომბერში დაკავებულების სტატისტიკას აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე, ე.წ სასაზღვრო ზონაში 28 "კანონდამრღვევი" დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ დე ფაქტო "კაგებეზე" დაყრდნობით ავრცელებს. „4 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, 24 – სასაზღვრო ზონის რეჟიმის“, - აღნიშნავენ "კაგებეში". დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას. "დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ", - თქვა ევროკომისარმა. Читать дальше...

წელს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია 73%-ით გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა იანვრიდან მოკიდებული დააფიქსირა ევროპაში 275 ათასზე მეტი არალეგალური შესვლა, რაც 73%-ით მეტია, ამავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელზე. Frontex-ის თანახმად, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ. ყველაზე ხშირად მიგრანტები არალეგალურად შედიან ევროპის კავშირში დასავლეთ ბალკანეთის გავლით. Frontex-ის მონაცემებით, 2022 წელს ეს მარშრუტი გამოიყენა 128 ათასზე მეტმა მიგრანტმა, ძირითადად ბურუნდიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან. ზოგი მათგანი თვითმფრინავით ჩადის სერბეთში... Читать дальше...

2022 წელს საქართველოში 150-ზე მეტი ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის iMOVIES-ი და adjaranet-ი 

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორებიცაა iMOVIES-ი და adjaranet-ი. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში... Читать дальше...

ვარჰეი: იმედი მაქვს, კარგი ამბები მექნება საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 15 ნოემბერს, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება არა მხოლოდ როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში, არამედ პირველადაა ჩამოსული გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატითაც. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში შეისმინეს საქართველოს გზავნილი, რომ ქვეყანას უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და სურს თქვას... Читать дальше...

ევროკომისარი: ჩვენ არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად. ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ... Читать дальше...

აშშ-ის ფლოტმა ჩაძირა კატარღა, რომელსაც ირანიდან იემენელი მეამბოხეებისათვის ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჩაძირეს კატარღა, რომელსაც იემენში ჰუთი მეამბოხეებისთვის საკმაოდ მძლავრი ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა. კატარღა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 8 ნოემბერს ომანის ყურეში დააკავეს, 13 ნოემბერს ჩაძირეს. ბაჰრეინში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობის ცნობით, გემზე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მასალა, რომელიც ათობით ბალისტიკური რაკეტის დასამუხტად იქნებოდა საჭირო. აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში ადრეც შეუჩერებია მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაზიდვა... Читать дальше...

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი არ ადასტურებს უკრაინელთა ტყვეობაში რესპუბლიკიდან მობილიზებული 15 პირის ყოფნას

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ უარყო ინფორმაცია, თითქოს უკრაინის ტყვეობაში ამჟამად რესპუბლიკის 15 მკვიდრი იმყოფებოდეს და აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ სამ სამხედროზე. ადგილობრივი მედიის განცხადებით, შეცდომის მიზეზი გახდა ონლაინ პრესკონფერენციის უხარისხო ხმა. თუმცა წინა დღით, სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე მენიაილომ განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა ტყვეთა, რესპუბლიკის ყველა მკვიდრის (15 ადამიანის), რუსეთში დაბრუნების მოთხოვნა წარუდგინეს თავდაცვის სამინისტროს და "როსგვარდიას". Читать дальше...



2012 წლამდე დიქტატურაში ვცხოვრობდით, ხელშესახები შედეგები EU-ს გზაზე ჩვენი დამსახურებაა - ღარიბაშვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ხელშესახები შედეგები ქვეყნის ევროპულ გზაზე არის პარტია "ქართული ოცნების" დამსახურება. ამის შესახებ პრემიერმა ისაუბრა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. "ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურებაა - იქნებოდა ეს ასოცირების... Читать дальше...

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

News.ge 

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება – იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა. ...

თალიბანის ლიდერი მოსამართლეებს მოუწოდებს, კვლავ გამოიყენონ დამნაშავეების მიმართ გაროზგვა, ჩაქოლვა და კიდურების მოჭრა

Radiotavisupleba.ge 

თალიბების ლიდერმა, მოლა ჰაიბათულა ახუნზადამ უბრძანა მოსამართლეებს, რომ განაჩენის გამოტანის დროს იხელმძღვანელონ შარიათის კანონებით, რომლებიც საჯარო დასჯას, ქვით ჩაქოლვას, გაროზგვას და კიდურების მოჭრას ითვალისწინებს. The Guardian-ის ცნობით, ახუნზადამ დაავალა მოსამართლეებს, გულდასმით განიხილონ საქმეები, რომლებიც „ჰუდუდის“ და „ყისასის“ დანაშაულთა კატეგორიებს განეკუთვნება. ამის შესახებ თალიბების ლიდერმა 14 ნოემბერს თავის ტვიტერში დაწერა. „ჰუდუდის“ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება: მრუშობა, ალკოჰოლის გამოყენება... Читать дальше...

ზაზა შენგელია - "იმედი მაქვს, რომ წარსულის მძიმე მემკვიდრეობას ვებრძვით, პირველ რიგში - ჩვენს თავში"

Radiotavisupleba.ge 

"ასეთი კონსენსუსის მაგალითად ვხედავ ევროინტეგრაციას - როცა ვნახეთ, რამდენიმე თვის წინ სპონტანურად გაივსო დედაქალაქის მთავარი გამზირი" - ამბობს EPRC-ს წარმომადგენელი ზაზა შენგელია - "როცა არსებობს ეროვნული კონსენსუსი ძირითად საკითხებზე, იკლებს ძალაუფლების, როგორც თვითმიზნის როლი პოლიტიკურ ველზე".

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

Radiotavisupleba.ge 

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა. ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ გარეშე პარლამენტი ომბუდსმენს ვერ ირჩევს, ამიტომ ჩვენი პოზიცია ანგარიშგასაწევია

News.ge 

არავის უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი, თითქოს ოპოზიციას სახალხო დამცველის კანდიდატი უნდა ჰყავდეს და „ქართული ოცნება“ აიძულოს ამ კანდიდატს დაეთანხმოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ცალკე ვერცერთი ფრაქცია ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, მაგრამ ამავე დროს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც პარლამენტი ომბუდსმენს ...

ალეკო ელისაშვილი: ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები

News.ge 

ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ის რუსი ოკუპანტების მიერ 11 ნოემბერს, სოფელ ატოცთან ახალი საგუშაგოს აშენებას გამოეხმაურა. ამასთან, მან უკრაინელებს ხერსონის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება და ქალაქის ...

IAEA ექსპერტებს გაგზავნის უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(IAEA) უახლოეს კვირებში ბირთვული უსაფრთხოების მისიას გაგზავნის უკრაინის სამ მოქმედ - იუჟნოუკრაინსკის, ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე. საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ექსპერტების გაგზავნა უკრაინამ ითხოვა. გროსის თანახმად, თავდაპირველად თითოეული მისია დაახლოებით ერთ კვირას გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს... Читать дальше...

„რიგითი ნათაძე გისმენთ“ - ნოდარ ნათაძე ომსა და მშვიდობაში

Radiotavisupleba.ge 

ნოდარ ნათაძე - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პირში მთქმელი პოლიტიკოსი, რომლის გამოც პარლამენტში არაერთხელ ამტყდარა ორომტრიალი. მეცნიერი, რომელმაც უამრავი ნაშრომი დატოვა, მათგან ყველაზე მეტი „ვეფხისტყაოსანზე“, 13 ნოემბერს 93 წლისა გარდაიცვალა.

გრიპის ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით. ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. NCDC-ის განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის აცრა 6 თვის ასაკიდანაა უფასო. Читать дальше...

Новости России
Москва

Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег


პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე

News.ge 

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა ...

საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

News.ge 

საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს. ევროკომისარი ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის აუდიენციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს

News.ge 

მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს – უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისას ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ წინადადებები წარადგინა. „წარმოვადგინე წინადადებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ – კონკრეტული და გულწრფელი. უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები“... Читать дальше...

სუსი: დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. ამ საქმეზე საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები რამდენიმე დღის წინ დააკავეს. "გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები... Читать дальше...

მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა

Radiotavisupleba.ge 

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს მიაღწია. ზრდის დაახლოებით 70% მოდის დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. დედამიწაზე მცხოვრებთა 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდას დაახლოებით 12 წელი დასჭირდა. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს დაახლოებით 15 წლის შემდეგ, 2037 წლისთვის, რაც ადასტურებს ზრდის ზოგადი ტემპის კიდევ უფრო შემცირებას. მომდევნო ერთი მილიარდით მატებაში 90%-იანი წილი ისევ დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ექნებათ. Читать дальше...

საქართველოს ბანკი: Google Pay საქართველოშია და ჩვენი მომხმარებლისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია

News.ge 

15 ნოემბერი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. კომპანია Google-ის საგადახდო აპლიკაცია – Google საფულე (Google Wallet) საქართველოში შემოვიდა. Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის. დღეიდან მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით) ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ საგადახდო სისტემით ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»






Евгений Петросян дебютировал в кино с юными актрисами

Без весомых проблем. Легко ли жить, если весишь 200 с лишним килограммов

Центр Гамалеи проводит клинические исследования инъекции Фтортиазинона

Смартфон всемогущий. Как корреспондент aif.ru на 5 часов осталась без связи