Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 15.02.2023

პაატა მანჯგალაძე: მიმყარდება ეჭვი, რომ მარტო სააკაშვილის ჩამოშორების ამბავი არ არის და ვიღაცას რაღაც ვალდებულება აქვს პუტინთან – იციან, რომ როცა პუტინს გადააგდებ, ეს მთავრდება პოლონიუმის მიღებით

News.ge 

ამ „დემოკრატიის მამებს“ რომ ევროპა უნდა გააკვირვონ დემოკრატიით, რა ცხოველი ინტერესი აქვთ ადამიანის მოკვდინების, მართლა ვერ ვხვდები – მე მიმყარდება ეჭვი, რომ მარტო სააკაშვილის ჩამოშორების ამბავი არ არის, რაღაც ვალდებულება აქვს ვიღაცას პუტინთან და ვერ რისკავს სააკაშვილის გაშვებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, არ დარჩა ინსტიტუცია მსოფლიოში, რომელიც ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

News.ge 

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება, 17 თებერვალს, TERMINAL-ში გაიმართება, სადაც Payze-ს თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია ქართული ფინტექ-კომპანიის განვითარების ეტაპებზე ისაუბრებს. პანელურ დისკუსიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ თუ როგორ მიაღწია წარმატებას Payze-მ, როგორია იყო Shopify-სა და Wix.com-ის პარტნიორი, ამასთან ერთად გაიგონ, თუ რა გამოცდილება ...

რუსეთში კიდევ ერთ ჟურნალისტს მიუსაჯეს პატიმრობა არმიის შესახებ "ფეიკისთვის"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელების ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს. ბარნაულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტი მარია პონომარენკო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 5 წლით აუკრძალეს ინტერნეტით საჯარო საქმიანობაც. ბრალდების მხარე პონომარენკოს 9 წლით დაპატიმრებას ითხოვდა.  ჟურნალისტის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. მარია პონომარენკოს „ფეიკად“ ჩაუთვალეს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ეხებოდა რუსი სამხედროების... Читать дальше...

გოგი წულაიას სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის სააპელაციომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.  "გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა... Читать дальше...

თურქეთში გადაარჩინეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 200 საათზე მეტხანს იყვნენ

Radiotavisupleba.ge 

მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრით განადგურებული სახლების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქალაქ ადიამანში გამოიხსნეს 77 წლის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 212 საათი გაატარა. მიწისძვრიდან 207 საათის შემდეგ მაშველებმა ადიამანში გადაარჩინეს ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის ბიჭიც. კაჰრამანამარაშის და ჰათაის პროვინციებში ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც სახლების ნანგრევებშ0 200 საათზე მეტი გაატარეს. ყველა მათგანი კლინიკებშია მოთავსებული. Читать дальше...

მედია: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩადის

News.ge 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 15 თებერვალს თურქეთში ჩადის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. მირზოიანი ქალაქ ადიამანში ჩავა, სადაც სომხეთიდან ჩასულ მაშველებს შეხვდება. მიმდინარე წლის იანვარში არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ის თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმს დაესწროს. ცნობისთვის, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სომხეთმა თურქეთში მაშველების ჯგუფი და ჰუმანიტარული დახმარების ორი კოლონა ...

მედია: აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

News.ge 

აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს. იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ ...

საპატრიარქო გელათზე: დღეს მომუშავე ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და წერს, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო: "ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. Читать дальше...



შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დაუკვეთა 522 მილიონი დოლარის საარტილერიო ჭურვები

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებით უკრაინის უზრუნველსაყოფად 522 მილიონი დოლარის კონტრაქტები გაუფორმა ორ კომპანიას(Northrop Grumman Systems Corp. და Global Military Products Inc). ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინისთვის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიერ გადაცემული ჭურვების სწრაფად ამოწურვის ტენდენციით გამოწვეული შეშფოთების ფონზე. უკრაინა საარტილერიო ჭურვების ახალ პარტიას მარტიდან მიიღებს. გასული წლის ნოემბერში... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას... Читать дальше...

უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მასთან პუტინთან დაახლოებული პირები თანამშრომლობენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი ჩერნიაკმა მისცა ბერძნულ გამოცემა „იეფიმერიდა“-ს. ჩერნიაკის თანახმად, ომის დროს იყენებენ კანონით ნებადართულ ყველა საშუალებას და თანამშრომლობის მექანიზმები გამოძებნეს პუტინთან საკმაოდ დაახლოებულ პირებთანაც კი. როგორც უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი ამბობს... Читать дальше...

გენერალი მილი: რუსეთმა განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უკრაინაში განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი. ამის შესახებ 14 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ. 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. გენერალ მილის შეფასებით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა, ნატოს გახლეჩდა და დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ შეცდა. მარკ მილის განცხადებით, უკრაინა ისევ თავისუფალი და დამოუკიდებელია... Читать дальше...

ანდრია ჯაღმაიძე: უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად

News.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე დღეს, 14 თებერვალს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს არ განიხილავენ. „უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად“, — განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ. მედიას აინტერესებდა, განიხილება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. სინოდის სხდომა 2-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად იმართება. ანდრია ...

მეუფე იაკობი გელათზე: ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ

News.ge 

ახლა არის მთავარი, ძეგლი გადავარჩინოთ , – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გელათის ტაძართან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, თუ ვის პასუხისმგებლობას ხედავს, რომ ძეგლი ასეთ მდგომარეობაშია, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ძალიან ბევრის პასუხისმგებლობა იკვეთება. მისივე თქმით, პარასკევს გელათთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართება. „ახლა არის მთავარი, ძეგლი გადავარჩინოთ. ძალიან ბევრის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

News.ge 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისიდან 59 კმ-ში, ქალაქ დმანისში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3. მაგნიტუდა შეადგინა.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






Движение поездов на южном участке серой ветки метро Москвы восстановлено

Председатель Госдумы Володин: надо перестроить работу Министерства спорта

Бурятский госцирк представил новое руководство: Театр и цирк, Россия и культура, дети

Сценарии для любого торжества, праздника, корпоратива - квесты, ролевые игры, конкурсы. Ищем авторов сценариев.