Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 24.02.2023

კასიანოვი: უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალების შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს ევროპაში ან აშშ-ში სამკურნალოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა. კასიანოვმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე. "უკრაინა, გამომდინარე იქედან, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანამრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია, დაჟინებით სთხოვს... Читать дальше...

კასიანოვი: "ოცნების" დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რომელშიც კობახიძე უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის უპირატესობებზე საუბრობდა. კასიანოვმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე. "კობახიძის აშკარა პრორუსული განცხადებები, რომლებიც ეხება, რომ რუსეთს აქვს უკრაინაში ომში უპირატესობა და რომ რუსებმა დაიკავეს 10 დასახლებული პუნქტი - სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება... Читать дальше...

დეგნანი: ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება. "აშკარაა, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერი პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. ეს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ეწინააღმდეგება... Читать дальше...

ანა აბაშიძემ კანდიდატურა მოხსნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა კონკურსიდან

Radiotavisupleba.ge 

ანა აბაშიძემ არასამთავრობო ორგანიზაციიდან "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოხსნა თავისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსიდან - გადაწყვეტილების მიზეზად ის ასახელებს პროფესიული მუშაობის შეუძლებლობას მმართველ პარტიასთან, რომელიც არასამთავრობო სექტორის დევნისთვის "აგენტების შესახებ" კანონის მხარდაჭერას აპირებს. ინფორმაციას კონკურსის დატოვების შესახებ თავად ანა აბაშიძე ავრცელებს ფეისბუკის პირად გვერდზე და აქვეყნებს წერილს, რომელიც მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა. Читать дальше...

ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: თუ ვინმეს გნებავთ მოგზაურობა კიევში, არავის ვზღუდავთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის იმ განცხადების შეფასება სთხოვეს, რომლითაც მთავრობას უკრაინასთან დაკავშირებით აკრიტიკებდა. "ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს... ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ. Читать дальше...

პუტინი თავის იმპერიალისტურ მიზნებს ვერ მიაღწევს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება-შოლცი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. "რაც უფრო მალე მიხვდება რუსეთის პრეზიდენტი, რომ იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს, მით უფრო სავარაუდოა, რომ ომი მალე დასრულდება. ეს პუტინის ხელშია. მას შეუძლია ბოლო მოუღოს ამ ომს", - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანია უკრაინას " მაქსიმალურად დაუჭერს მხარს" იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან გერმანიის მთავრობა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. დღეს, 24 თებერვალს - უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთში ისაუბრა, სადაც ძლიერმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. "მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების... Читать дальше...

ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ის რუსული კანონის ანალოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონთან კავშირი არ აქვს. დეგნანის თქმით, ეს კანონპროექტი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან საქართველოში მოქმედ დონორებს ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა აქვთ.  USAID ყოველ სამ თვეში ერთხელ დეტალურ ანგარიშს წარუდგეს პარლამენტს, შემდეგ კი საგადასახადო სამსახურს. Читать дальше...



რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ბირთვული სახელმწიფო კუთხეში არ უნდა მოვამწყვდიოთ-ვიქტორ ორბანი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს. "რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რადგან მთელი დასავლური სამყარო უკრაინას უწერს მხარს. ამავე დროს, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და ბირთვული სახელმწიფოს კუთხეში მომწყვდევა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც უფრო მალე მით უკეთესი", - ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

თებერვალში ყუბანის სასაფლაოზე „ვაგნერის“ მებრძოლთა ოთხმოცი ახალი საფლავი აღმოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე, 2-დან 23 თებერვლის განმავლობაში 80 ახალი საფლავი გამოჩნდა, -ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას აცნობა ყუბანელმა აქტივისტმა, ვიტალი ვატანოვსკიმ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების აღრიცხვას აწარმოებს. "თუ თავდაპირველად, დეკემბრის ბოლოს, ჩვენ აღვრიცხეთ 48 საფლავი, ერთი თვის შემდეგ იყო უკვე დაახლოებით 170, ხოლო იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა ორ კვირაში 270-მდე გაიზარდა. Читать дальше...

2022 წელს საქართველოდან ტურისტების 54% თურქეთში წავიდა, 14% რუსეთში - ძირითადი მიზანი საყიდლები იყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის გამყვანი ტურიზმის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლის მოტივაცია 41%-სთვის საყიდლები იყო. საქართველოს საზღვრებს გასულ წელს ყველაზე ხშირად თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით კვეთდნენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმოგზაურა ვიზიტორების ათმა პროცენტმა.  ტრადიციულად, მოგზაურთა შორის დომინანტურია 31-50 წლის ასაკობრივი ჯგუფი. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა. Читать дальше...

თიბისის და Veli.store-ის ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

News.ge 

თიბისი და Veli.store  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს). ეს არის თიბისის და  Veli.store -ის პირველი პარტნიორობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. Veli.store, საყიდლების ციფრული პლატფორმაა, რომელიც შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას... Читать дальше...

 ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარას გუბერნატორის მოადგილემ მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერჯან ჩიღგინიმ, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა გოქან თურანმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. Читать дальше...

რუსეთში ომის საწინააღმდეგო პიკეტების მონაწილეებს აკავებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში პოლიციამ დაიწყო იმ აქტივისტების დაკავება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს ერთკაციანი პიკეტებია და მდუმარე აქციებით აპროტესტებენ. ხაბაროვსკში პოლიციელებმა დააკავეს აქტივისტი ნიკოლაი ზოდჩი, რომელთანაც, როგორც „სიბირ. რელიი“ იუწყება, პოლიციის განყოფილებაში „პროფილაქტიკური“ გასაუბრება გამართეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. მანამდე ზოდჩი პოლიციამ არაერთხელ დააკავა სამობილიზაციო ასაკის ცვლილების პროექტის საწინააღმდეგო, პოლიტიკოს ილია იაშინის მხარდამჭერი... Читать дальше...

პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ის, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან" - აშშ-ის საელჩო

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავს ეხმაურება და წერს, რომ პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. "ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში – უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ – Слава Україні!

News.ge 

ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს. „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ...

პაპუაშვილი: უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუშავილი აცხადებს, რომ საქართველო ომის დაწყების დღიდან უპირობოდ და ურყევად დგას უკრაინასა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერაში უკომპრომისოა. "დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან 1 წელი სრულდება. Читать дальше...

ანდრი კასიანოვი: თქვენ და ჩვენ საერთო მტერი გვყვავს

Radiotavisupleba.ge 

ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს "პრინციპული, უდრეკი პოზიციის გამო" და თქვა, რომ უკრაინა მადლიერია ქართველების მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ომის დროს მიიღეს. კასიანოვმა სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს, უკრაინის გამარჯვება კი გლობალური მნიშვნელობის მატარებელია ამ ომში. Читать дальше...

პრეზიდენტი: რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია

News.ge 

უკრაინამ მთელს მსოფლიოს მაგალითი მისცა, პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება. ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო – რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ომმა ახალი თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა. ...

Новости России
Москва

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян


ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშილი ამბობს, რომ დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. "მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში, ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე – სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე

News.ge 

საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში – სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კიევში დღეს მხოლოდ ქართული ოპოზიციაა წარმოდგენილი. „საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ადგილსა ...

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, მწუხარება არ გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი – საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია

News.ge 

არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა. Читать дальше...

ზელენსკი: უკრაინამ გაუძლო და არ დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. როგორც ზელენსკიმ თქვა, გასული ერთი წელი ტკივილთან ერთად იყო არაგულგრილობის, სიმამაცის, ურყეობის, ერთიანობის და იმედის წელიც. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა უძლებს ყველა მუქარას, დაცხრილვებს, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძე დრონებს, უშუქობას და სიცივეს და ამ ყველაფერზე უფრო ძლიერია. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით... Читать дальше...

ზურაბიშვილი: მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია; საქართველო კი იქ დგას, სადაც საუკუნეების წინ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმ პოზიციების გამოხატვისთვის, რომელიც უკრაინის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა. დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ოფიციალური დელეგაცია ქვეყნიდან არ წასულა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. "არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო რომ... Читать дальше...

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას და არ საუბრობენ გამარჯვებაზე, ასეთ მშვიდობაზე რუსი პროპაგანდისტებიც საუბრობენ ყოველდღე

News.ge 

„ქართული ოცნების“ წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას და არ საუბრობენ გამარჯვებაზე, ასეთ მშვიდობაზე რუსი პროპაგანდისტებიც საუბრობენ ყოველდღე, ასეთია „ქოცური“ მშვიდობაც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა, უკრაინის გამარჯვების გარეშე, უკრაინის 40 პროცენტის ოკუპაციას ნიშნავს. “ქართული ოცნების” წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას, ისე, რომ არ საუბრობენ უკრაინის გამარჯვების, დეოკუპაციის, ბოროტების დამარცხების აუცილებლობაზე. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






Марафон в память о 80-летии Севастопольской Победы прошел в Москве и Севастополе

В Центр спасения медвежат-сирот привезли детеныша из Новосибирской области

Лепс рассказал о переезде детей за границу

Тарханов: «Нельзя сказать, что «Зенит» и ЦСКА находятся в плохой форме»