Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2019

ჰონგ-კონგის აეროპორტში შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის

0
ჰონგ-კონგის აეროპორტში 13 აგვისტოს შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. უკვე მეორე დღეა დარღვეულია საჰაერო მიმოსვლა. შეტაკება დაიწყო სამშაბათ საღამოს მას მერე, რაც ექიმებმა გაიყვანეს დაშავებული მანიფესტანტი მთავარი ტერმინალიდან. აქციის მონაწილეებმა მოახერხეს პოლიციის რამდენიმე ავტომანქანის ბლოკირება. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა პილპილის აირი. ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა გაფრთხილება გამოაქვა, რომ  ჩინეთის ამ ოლქში "სახიფათო ვითარებას მიაღწია". საპროტესტო გამოსვლები იქ უკვე მეათე კვირაა გრძელდება.  




მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა ჰონგ-კონგის აეროპორტმა ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ფრენები გააუქმა. აეროპორტში მეხუთე დღეა მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.


ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზი სადავო კანოპროექტია, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ჩინეთისთვის გადაცემას გახდიდა შესაძლებელს.


დემონსტრანტების აზრით, კანონის მიღება მათ ბრიტანული კოლონიის დროინდელ სამართლებრივ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების საფრხეს შეუქმნიდა ეჭვმიტანილებს.


აეროპორტის ოფიციალური პირების განაცხადეს, რომ აქციებმა მათი მუშაობა „სერიოზულად შეაფერხა“. 2018 წელს აეროპორტით 75 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ჰონგ-კონგის საფინანსო ბირჟის მაჩვენებელი ბოლო შვიდ თვეში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса