Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2019

ქართველი წყალბურთელები პლეი ოფში გერმანელებს შეხვდებიან

0
საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ აუზზე მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ერთი მოგებით და ორი წაგებით დაასრულა. სოსო მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი რუმინეთის ძლევისა (12:10) და ჩერნოგორიასთან წაგების (4:8) შემდეგ, დღეს, ჯგუფის ლიდერს და ევროპირველობის ერთ-ერთ ფავორიტს - საბერძნეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა - 7:18.


ქართველმა ჭაბუკებმა B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში გააგრძელებენ თამაშს. ხვალ, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გერმანიას შეხვდება. გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგეს ხორვატიასა (7:5) და საფრანგეთს (11:6) და წააგეს ესპანეთთან (9:11).


საქართველოსა და გერმანიის წყვილიდან გასულს, მეოთხედფინალში იტალია ელოდება. რვა საუკეთესოში მოხვედრა იტალიელთა მსგავსად, ადრიანადვე გაინაღდეს ბერძნებმა, უნგრელებმა და ესპანელებმა. პლეი ოფის დარჩენილი სამი წყვილი კი ასე დაკომპლექტდა: ჩერნოგორია-ხორვატია, მალტა-სერბეთი, რუსეთი-ჰოლანდია.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса