ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ლოგო გამოაქვეყნა
გვარამია დასაქმებას ჰპირდება იმ ჟურნალისტებს, რომლებიც „რუსთავი 2"-ს დატოვებენ.
არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო საინფორმაციო სამსახურის 20-მდე ჟურნალისტმა.
ამას წინ უძღოდა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიერ სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის, აგრეთვე ტოკშოუების წამყვანების: ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას გათავისუფლება.
