Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 06.10.2018

აშშ-ის სენატმა უზენაესი საამართლოს წევრად დაამტკიცა დონალდ ტრამპის კანდიდატი ბრეტ კავანო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, ბრეტ კავანო. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა 6 ოქტომბერს 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მოიწონა კავანოს არჩევა. ეს უკანასკნელ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს კენჭისყრაში მხოლოდ ორი ხმის სხვაობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კავანო მალე დადებს ფიცს. სენატის კენჭისყრის მსვლელობისას შენობის წინ ათასამდე ადამიანი მართავდა საპროტესტო აქციას. Читать дальше...

სავარაუდოდ აშშ-ის სენატი მხარს დაუჭერს ბრეტ კავანოს კანდიდატურას

Radiotavisupleba.ge 

ბრეტ კავანოს კანდიდატურა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად, როგორც ვარაუდობენ, სენატის მხარდაჭერას მიიღებს მიუხედავად სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებებისა, რომლებიც წამოაყენეს ქალებმა კავანოს წინააღმდეგ. რამდენიმეკვირიანი გაცხოველებული დებატების შემდეგ, რომლებმაც ქვეყანა ფაქტობრივად ორად გაყო, კონსერვატორ მოსამართლე ბრეტ კავანოს მაინც აღუთქვა მხარდაჭერა ორმა ცენტრისტმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან. ამგვარად, კავანოს... Читать дальше...

"თბილისობა 2018"

Radiotavisupleba.ge 

თბილისობა ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია, რომელიც პირველად 1979 წელს აღინიშნა.

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს. იგი ამბობს, რომ როგორც პრეზიდენტს, ამ სექტორთან ურთიერთობა მომავალშიც დასჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ სიძულვილზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს. "როცა სიძულვილის ენა არის გამოყენებული ქალის მიმართ, ალბათ, საჭიროა ვინც ქალთა უფლებებს იცავს, ამაზე რეაქცია ჰქონდეს. Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობაზე ფინალში გავიდა

Radiotavisupleba.ge 

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - China Open-ზე - ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და მას ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა 6 ოქტომბერს ნახევარფინალში მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა საათსა და 40 წუთში - 7:6 6:4. ამ მოგებით მან 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ედმუნდის ძლევამდე, ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობაზე აჯობა ამერიკელ ჯეკ სოკს, ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირს.

"რუსთავი 2" იუწყება, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

ფარულ ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის თანახმად, „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ მოიპოვა, საუბარია ზაზა ოქუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზებაზე და ასევე ახალი თანხის ბანკიდან გატანის სქემაზე. კერძოდ, "რუსთავი 2"-ის მიხედვით, ამჯერად 4 მილიონი დოლარის საკითხი განიხილება.

რონალდუ, რომელსაც გაუპატიურების ბრალდება ემუქრება, შეიძლება მოედანზე გამოვიდეს 6 ოქტომბერს

Radiotavisupleba.ge 

საფეხბურთო ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც გაუპატიურების ბრალდება ემუქრება აშშ-ი, შეიძლება დაბრუნდეს მოედანზე, როცა მისი გუნდი „იუვენტუსი“ იტალიის ლიგაში „უდინეზეს“ წინააღმდეგ ითამაშებს 6 ოქტომბერს. „იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ რონალდუ მზადაა სათამაშოდ, მაგრამ არ დაუდასტურებია, გამოვა თუ არა 33 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მოედანზე. გასულ კვირაში კეტრინ მაიორგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა აშშ-ის შტატ ნევადაში და თქვა, რომ რონალდუმ ის ლას-ლას ვეგასში გააუპატიურა 2009 წელს. Читать дальше...



პაკისტანი: დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერი მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის ანტიკორუფციული უწყების თანახმად, მან სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის ბრალდებით 10 დღით დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერი შაჰბაზ შარიფი. უწყების თქმით, შაჰბაზ შარიფი, ყოფილ პრემიერ-მინსტრ ნავაზ შარიფის ძმა, 5 ოქტომბერს დააპატიმრეს მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის უნდა წარდგეს შარიფი სასამართლოს წინაშე. შაჰბაზ შარიფს ბრალად ედება უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება, როცა ის პენჯაბის პროვინციის მთავარი მინისტრი იყო 2013-2018 წლებში. ბრალდების თანახმად... Читать дальше...

ინტერპოლი ჩინეთისგან ინფორმაციას მოითხოვს ორგანიზაციის გაუჩინარებული პრეზიდენტის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო საპოლიციო უწყებამ, ინტერპოლმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას მოსთხოვა ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტის, მენ ჰონვეის შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩინეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა. 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ინტერპოლი, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ ლიონში უდევს ბინა, იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურად გასცემს პასუხს მის შეშფოთებას ორგანიზაციის პრეზიდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ამასობაში საფრანგეთის პოლიციამ დაცვაზე აიყვანა ჰონვეის მეუღლე. Читать дальше...

ინგუშეთში დეპუტატები ამტკიცებენ, რომ გაყალბდა საზღვრის თაობაზე კენჭისყრის შედეგები

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატებმა ინგუშეთიდან რუსეთის პროკურატურაში და საგამოძიებო კომიტეტში გაგზავნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ კანონის თაობაზე პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონმდებელთა უმრავლესობამ შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. 4 ოქტომბერს მოწონებულ იქნა კანონი ტერიტორიების თანაბარი გაცვლის თაობაზე. ამის შემდეგ მას ხელი მოაწერეს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა. ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება მიტინგი შეთანხმების წინააღმდეგ. Читать дальше...

სავარაუდოდ გრუ-ს ჰაკერებმა განახორციელეს კიბერთავდასხმა ბრიტანული ტელეარხის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვისთვის მომუშავე ჰაკერებმა 2015 წელს შეაღწიეს დიდი ბრიტანეთის მუსლიმური ტელეარხის, Islam Channel-ის კომპიუტერულ სისტემაში. ამის შესახებ გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“ იტყობინება ტელეარხის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ამ კიბერთავდასხმის უკან იდგა არა მოყვარული ჰაკერი, არამედ იერიში სახელმწიფო დონეზე განხორციელდა. Islam Channel-ის თანახმად, ბოროტმოქმედებმა წვდომა მოიპოვეს ტელეარხის მთელს შინაგან საინფორმაციო სისტემაზე. Читать дальше...

სავარაუდოდ გრუ-ს ჰაკერებმა განახორციელეს კიბერთავდასხმა ბრიტაული ტელეარხის, Islam Channel-ის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვისთვის მომუშავე ჰაკერებმა 2015 წელს შეაღწიეს დიდი ბრიტანეთის მუსლიმური ტელეარხის, Islam Channel-ის კომპიუტერულ სისტემაში. ამის შესახებ გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“ იტყობინება ტელეარხის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ამ კიბერთავდასხმის უკან იდგა არა მოყვარული ჰაკერი, არამედ იერიში სახელმწიფო დონეზე განხორციელდა. Islam Channel-ის თანახმად, ბოროტმოქმედებმა წვდომა მოიპოვეს ტელეარხის მთელს შინაგან საინფორმაციო სისტემაზე. Читать дальше...

კახა კალაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ტენდენციურია

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ტენდენციურს უწოდებს და თვლის რომ იგი რეალურად არ ასახავს პრობლემებს. „უამრავი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი შეფასებაც კი, რომელიც მოვისმინეთ ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებაზე, იყო სრულიად აღმაშფოთებელი და სამარცხვინო. საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, გავერთიანდეთ, რომ ასეთი ფაქტები არ დავუშვათ“,-განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, როდესაც საუბარია არჩევნებსა და […]

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და საჭადრაკო ოლიმპიადის შედეგები

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესახებ, რომლის საზეიმო გახსნის ცერემონია 6 ოქტომბერს ბუენოს აირესში გაიმართება, საუბრობს საქართველოს სპორტული დელეგაციის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე. 5 ოქტომბერს ბათუმში დამთავრებულ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის შედეგებს აჯამებს საერთაშორისო დიდოსტატი ნანა იოსელიანი.

ბოსნიაში საყოველთაო არჩევნების წინ საპროტესტო გამოსვლები ტარდება

Radiotavisupleba.ge 

ბოსნიაში საყოველთაო არჩევნების წინ საპროტესტო გამოსვლები ტარდება. ბოსნიის ორ უდიდეს ქალაქში მიმდინარე აქციების ორგანიზატორია ორი მამა, რომლებიც მათი ვაჟების სავარაუდო მკვლელობების შესახებ სიმართლის გამომზეურებას მოითხოვენ. 7 ოქტომბრის არჩევნების წინ პოლიტიკური კანდიდატების მიერ დაგეგმილი უკანასკნელი საარჩევნო აქციები 5 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ სერბულ ავტონომიურ რეპუბლიკაში მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა, გამარჯვებისთვის ალიანსმა, გააუქმა ბანია-ლუკაში დაგეგმილი მიტინგი. ასევე მოიქცნენ ოპოზიციური... Читать дальше...

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ამომრჩეველთა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის მობილიზების საშუალება აქვს სამ პოლიტიკურ ძალას - „თანხმობას“, „მწვანეთა კავშირს“ და პარტიას „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“ წინასწარი გამოკითხვით, რუს ამომრჩევლებზე ორიენტირებულ „თანხმობას“ ამომრჩეველთა 17 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ ორს კი - 9 პროცენტზე მეტი. ლატვიის პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. Читать дальше...

რუმინეთში იმართება რეფერენდუმი ქორწინების დეფინიციის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში მიმდინარეობს ორდღიანი რეფერენდუმი, რომლის მიზანია კონსტიტუციის გადახედვა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გასართულებლად. რეფერენდუმი ოჯახის დეფინიციის განსაზღვრის საკითხზე ტარდება. რუმინეთის კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის მეუღლეების თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ერთობა. თუ რეფერენდუმის კითხვას რუმინელების უმრავლესობა დადებითად უპასუხებს, მაშინ კონსტიტუციაში მეუღლეების ნაცვლად ქალი და კაცი ჩაიწერება. რეფერენდუმის ინიციატორია კონსერვატიული ჯგუფი, მას მხარს უჭერს რუმინეთის გავლენიანი მართლმადიდებლური ეკლესია. Читать дальше...

Новости России
Москва

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის რადის სპიკერს უმასპინძლა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად 5 ოქტომბერს უკრაინის რადის სპიკერი, ანდრი პარუბი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილებოდა. "აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია”, – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. Читать дальше...

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე

Radiotavisupleba.ge 

ბარსელონაში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე. საავადმყოფოში იგი სექტემბრის შუა რიცხვებში მოათავსეს. საოპერო მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2012 წელს, ინსულტის გადატანის შემდეგ გაუარესდა. მონსერატ კაბალიეს რეპერტუარში 100-მდე საოპერო პარტია იყო. მომღერალმა ერთობლივი ალბომი „ბარსელონა“ ფრედი მერკურისთან ერთად ჩაწერა, სიმღერა „ბარსელონა“ კი 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჰიმნი იყო. 2010 წელს მონსერატ კაბალიე თბილისშიც იმყოფებოდა. მან პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტში იმღერა. Читать дальше...

თამარ ხულორდავა: “ჩვენ გვყავს სპილო ოთახში, რომელსაც ვერაფრით ააცილებ თვალს“

Radiotavisupleba.ge 

“ევროკავშირის საზღვრებიც მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ვეღარავინ გაიგო რა მოუხერხოს იმას, რომ რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და მას აქვს თავისი გავლენის სფეროები, რომლის დათმობაც არ სურს. მისი სტრატეგია არის, რომ მოახდინოს ამ რეგიონის დესტაბილიზაცია და შეინარჩუნოს პრობლემები. რუსეთს სურს პრობლემური სტატუს კვო შეინარჩუნოს, რადგან ეს მას აძლევს ხელს“,- განაცხადა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაზე სიტყვით... Читать дальше...

6-7 ოქტომბერს დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს

Radiotavisupleba.ge 

„თბილისობა 2018“ ტრადიციულად არაერთი ღონისძიებით იქნება დატვირთული. თბილისობის პროგრამა გათვალისწინებულია, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზრდილებისთვის. კერძოდ, გაიმართება ხილის ფესტივალი, გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი -შემოდგომის დღესასწაული“, რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა, საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“,სპორტული შეჯიბრებები და სხვა.  „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში გაიხსნება იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე... Читать дальше...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის ნაკრებს ერთიანი საქართველოს რუკა აჩუქა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საჩუქრად საქართველოს რუკა გადასცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ეს ქმედება უკავშირდება ოლიმპიადაზე 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც რუსეთის წარმომადგენლებმა დაარიგეს მსოფლიოს რუკები, რომელზეც საქართველო ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო წარმოდგენილი. “საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






Захарова: причастные к терактам в РФ понесут неотвратимое наказание

В Калининграде «Литературная газета» представит шорт-лист премии «ГИПЕРТЕКСТ»

«Спартак» обыгрывает «Краснодар» после первого тайма благодаря голу Зобнина

Гол Зобнина принес «Спартаку» победу над «Краснодаром» в матче РПЛ