Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 20.10.2018

გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძე და „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ დაკავებული სხვა პირები

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე. იუწყებიან პარტია „გირჩის“ მიერ 20 ოქტომბერს მოწყობილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ დაკავებული სხვა პირების გათავისუფლების შესახებაც. ჯაფარიძე დააკავეს, როცა მან "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" მისულებს მარიხუანა დაურიგა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის შეამოწმეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. Читать дальше...

ავღანეთში 25 ადამიანი დაიღუპა არჩევნების დღეს მოწყობილი თავდასხმების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებსა და მთავრობის ჯარებზე თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური. კენჭისყრა ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა გამართულიყო და რამდენჯერმე გადაიდო. დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ცენტრალურ გორის პროვინციაში კი 11 პოლიციელი მოკლეს. თავდასხმების მიუხედავად, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მოუწოდა „ყველა ავღანელს... Читать дальше...

მარიხუანას ფესტივალზე დაკავებულები – იაგო ხვიჩია, ნიკა ობოლაძე, ზურა მეგრელიშვილი, თორნიკე გორგოძე, ტორესა მოსი, ნიკა ქავთარაძე გაათავისუფლეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული 11 პირიდან რამდენიმე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან იაგო ხვიჩია, ნიკა ობოლაძე, ზურა მეგრელიშვილი, თორნიკე გორგოძე, ტორესა მოსი, ნიკა ქავთარაძე. ჯერჯერობით, შენობაში რჩება პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაყვა. დღეს, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ […]

ლონდონში დემონსტრანტებმა მოითხოვეს, გაიმართოს რეფერენდუმი „ბრექსიტის“ პირობების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ლონდონში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რათა მოეთხოვა „ბრექსიტის“ პირობების შესახებ რეფერენდუმის გამართვა. აქციის ფონია გაურკვევლობა იმის გარშემო, შეძლებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირთან შეთანხმებას ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებზე. 2016 გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 52% მიემხრო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას, მაგრამ მთავრობა ბევრ სირთულეს აწყდება „ბრექსიტის“ პირობების დადგენის გზაზე. ამასობაში ხუთი თვე დარჩა ევროკავშირიდან გასასვლელად დადგენილ თარიღამდე. Читать дальше...

„ინტერტრანსის“ მუშაობით უკმაყოფილო რუსთაველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

Radiotavisupleba.ge 

კომპანია „ინტერტრანსის“ მუშაობით უკმაყოფილო რუსთაველებმა - დაახლოებით, 15-მა ადამიანმა - 20 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავში, იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს რუსთავის მერიისკენ.

მოსკოვი: აშშ ეძებს საბაბს რუსეთისათვის სანქციების დასაწესებლად

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის შეფასებით, აშშ ეძებს საბაბს რუსეთისათვის ახალი სანქციების დასაწესებლად. ეს განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ აშშ-მა არჩევნებში ჩარევისათვის შეთქმულების ბრალდება წაუყენა რუსეთის მოქალაქეს, ელენა ხუსაინოვას. რუსეთის მედიამ 20 ოქტომბერს გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადება, რომ ვაშინგტონი „თხზავს საბაბს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ მორიგი სანქციების შემოსაღებად. ელენა ხუსაინოვასთვის წაყენებული ბრალდებით, ის ხელმძღვანელობს ოპერაცია „პროექტ ლახტას“, რომელსაც აფინანსებს... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. […]



„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ ზურაბ ჯაფარიძე და ათამდე პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დედაენის ბაღში მოწყობილ "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" პოლიციამ დააკავა პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და ათამდე სხვა პირი. დაკავებამდე "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს მიმართა. მისი განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ერთი მოსმენით უკვე მიიღეს და დარჩა ორი მოსმენა, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. პოლიციის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე "გამოსაკითხად" გადაიყვანეს. უფრო ადრე პოლიციამ ჩხრეკის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა “გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. Читать дальше...

თბილისში მიმდინარეობს კანაფის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო აქცია

Radiotavisupleba.ge 

თბილისში „დედაენის ბაღში" დაგეგმილ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს მოქალაქეების ნაწილმა პროტესტით უპასუხა. კონტრაქცია სოციალური ქსელის საშუალებით სპონტანურად დაიგეგმა. „დედაენის ბაღთან“ კონტრაქციაზე შვილთან ერთად იმყოფება ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა. მათი თქმით, მომავალ თაობას ასეთი ფესტივალის გამართვით საფრთხე ემუქრება. „სახეზეა მარიხუანას პოპულარიზაციის განმახორციელებელი აქტები, რომლითაც საზოგადოებას აუწყებდნენ მოსულიყვნენ და შეეძინათ მარიხუანა... Читать дальше...

მოსკოვში ორმა კაცმა კვერცხები დაუშინა უშიშროების შენობას

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დააკავეს ორი მამაკაცი, რომელმაც პარასკევ საღამოს კვერცხები დაუშინა ლუბიანკაზე მდებარე უშიშროების ფედერალური ბიუროს შენობას. იუწყებიან, რომ ერთ-ერთი დაკავებული დაბადებულია 1986 წელს, მეორე - 1981 წელს. უცნობია, თუ რა მოტივით და რომელმა უწყებამ დააკავა ხსენებული პირები. ინცინდენტამდე ერთი დღით ადრე, მოსკოვის მერიამ უფლება არ მისცა "მემორიალის“ აქტივისტებს გაემართათ ყოველწლიური აქცია, „სახელების დაბრუნება“, რაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღეს ემთხვევა. აქციაზე ყოველწლიურად კითხულობენ სტალინური ტერორის დროს დაღუპულთა სახელებს. Читать дальше...

რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამის ორი მცხოვრები დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა ოკამში მცხოვრები 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. „ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ უწყებაში.

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებს აფერხებს ძალადობა და საორგანიზაციო პრობლემები

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის საპარლამენტო არჩევნები ქაოსმა მოიცვა მრავალ საარჩევნო უბანზე. სხვადასხვა რეგიონიდან იუწყებიან ძალადობის შესახებ, რასაც ემატება ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემები. 20 ოქტომბრის კენჭისყრა ერთი დღით გახანგრძლივდა, რადგან ზოგ ოლქში ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა. ბევრგან ავღანელების უკმაყოფილებას იწვევს საარჩევნო უბნების გაღების დაგვიანება, კომისიის წევრების გამოუცხადებლობა და ტექნიკური ხარვეზები ამომრჩევლების ბიომეტრული საბუთების შემოწმებისას. ქაბულში რამდენიმე აფეთქება მოეწყო საარჩევნო უბნებთან. Читать дальше...

"გირჩი": იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ჩხრეკის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა “გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია „გირჩმა“ საკუთარი ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით „დედაენის ბაღში“ მობილიზებულია პოლიცია. იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პოლიციელებით სავსე ავტობუსები დგას. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩის“ მიერ ორგანიზებული „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ „დედაენის ბაღში“ მაინც ჩატარდება. ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა... Читать дальше...

ჩავერთვები კამპანიაში, რომ ახალგაზრდებს გავაგებინოთ, მარიხუანა არანაირ პერსპექტივას არ მოუტანს მათ – სალომე ზურაბიშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას მარიხუანას საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ის საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული, რათა ახალგაზრდებს გააგებინოს, რომ ეს ზიანის მომტანია. „არ შეიძლება, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გართული იყოს ხან მარიხუანათი და ხან უფრო მძიმე ან უფრო ქიმიური ნარკოტიკებით. მე არ მექნება უფლებამოსილება, რომ კანონისმიღებაში ან გადაწყვეტილებებში ჩავერიო, მაგრამ მე […]

კადიროვი ისევ დაემუქრა ინგუშებს, რომლებიც ჩეჩნეთთან მიწების გაცვლას აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზად კადიროვი კვლავ დაემუქრა ინგუშებს, რომლებიც აპროტესტებენ ჩეჩნეთთან მიწების გაცვლას. ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დემონსტრაციებთან დაკავშირებით, კადიროვმა 19 ოქტომბერს თქვა: „თუ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ, ჩემ ტერიტორიაზე მოდით და იქ გამართეთ მიტინგი. ამის მერე თუ აქედან ცოცხლები წახვალთ, მაშინ მართლაც ვყოფილვარ ის რამზანი, თქვენ რომელზეც ლაპარაკობთ“. ცნობების თანახმად, ინგუშეთში დემონსტრანტებმა კადიროვი „მწყემსად“ მოიხსენიეს. პროტესტს იწვევს სასაზღვრო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს... Читать дальше...

მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების „ჩრდილოეთ მაკედონიად“ შეცვლას. 19 ოქტომბრის საღამოს 120 დეპუტატიდან 80 მიემხრო შესაბამის კანონპროექტს. წინააღმდეგი იყო 39 პარლამენტარი. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად წარედგინება პრეზიდენტ გიორგე ივანოვს, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალ სახელწოდებას. მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 იუგოსლავიის დაშლის შედეგად. მას შემდეგ გრძელდება დავა მეზობელ საბერძნეთთან, რომელიც არ ეთანხმება თავისი ისტორიული პროვინციის სახელწოდების გამოყენებას სხვა ქვეყნის მიერ. Читать дальше...

აშშ შესაძლოა გავიდეს ბირთვულ იარაღზე შეთანხმებიდან, რომელიც საბჭოთა კავშირთან გააფორმა 

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი იწყებს რუსეთში ვიზიტს, რის ფონსაც ქმნის ცნობები, რომ ვაშინგტონი აპირებს გავიდეს ბირთვული იარაღის შესახებ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს ხელშეკრულების დარღვევაში. როგორც გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ 19 ოქტომბრის ნომერში წერს, ბოლტონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გააფრთხილებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან (ხელშეკრულება საშუალო... Читать дальше...

საუდის არაბეთმა აღიარა დაკარგული ჟურნალისტის მკვლელობა

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთმა დღეს დილას აღიარა დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. სახელმწიფო მედიის თანახმად, ხაშოგის სიკვდილი მოჰყვა დაპირისპირებას, რომლის დროსაც „მუშტებიც“ გამოიყენეს. საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიას და საინფორმაციო სააგენტოს მოჰყავთ ოფიციალური პირების განცხადება, რომლის თანახმად „სამეფო ღრმა სინანულს გამოთქვამს“ ხაშოგის სიკვდილის გამო. დისიდენტი ჟურნალისტი ხაშოგი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ სვეტის ავტორი იყო. ის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა. Читать дальше...

საქართველოს ეწვევა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც ეწვევა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „20 ოქტომბერს მივემგზავრები რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. შევხვდები ჩემს კოლეგებს და სხვა მაღალჩინოსნებს, რათა განვავითაროთ აშშ-ის ინტერესები უსაფრთხოების მიმართულებით“, - წერს ჯონ ბოლტონი.

ავღანეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები ძალადობის საფრთხის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები, რაც ძალადობის საფრთხის გამო რთული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნის მთავრობას. არჩევნები 2015 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ სამი წლით გადაიდო საარჩევნო რეფორმაზე უთანხმოებისა და მზარდი დესტაბილიზაციის გამო. მას შემდეგ, რაც ნატომ 2014 წელს ავღანეთის ხელისუფლებას ჩააბარა უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა, ვითარება სულ უფრო მძიმდება. ავღანეთის მთავრობას სურს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება მიუხედავად მთავრობის ჯარებსა და ექსტრემისტებს შორის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






Теплоходные прогулки по Амуру стартовали в Благовещенске

Уехавший из Польши судья Шмидт представил единственный секретный документ

Певец Григорий Лепс пожаловался на одиночество и признался, что его сердце свободно

Мигранты, пенсии, чиновники: План Мишустина озвучен, но уже на грани срыва