Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 24.10.2018

მიშა სააკაშვილმა “რუსთავი2” ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა

Marshalpress.ge (მარშალ) 

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიტყვი. მიშა სააკაშვილმა “რუსთავი2”-ის ეთერი ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა  და ყოველ მეორე დღეს ეკრანიდან მოძღვრავს საზოგადოებას, თუ რა მაგარი ტიპია, თუ როგორ იქცევა ქვეყანა და თურმე ერთადერთი გამოსავალი მისი რჩეული გრიგოლ ვაშაძის არჩევა და მისი დაბრუნებაა. დააკვირდით მის […]

დასრულდა ტელედებატი ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის მონაწილეობით

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაცემული ტელედებატი პრეზიდენტობის სამი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის - მონაწილეობით. ბოლოს სამივე მათგანს მიეცა ორ-ორი წუთი დებატების შესაჯამებლად და ამომრჩევლისადმი მიმართვის გასაკეთებლად. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა მისცენ არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ „საიმედო ხვალინდელ დღეს“ - მისი აზრით, ეს საიმედო გზა ვერ იარსებებს „ქართული ოცნების“ ხელში. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი უარყოფს ბრალდებას ქსენოფობიური განცხადების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ნინოწმინდაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა ქსენოფობიური განცხადება. ზურაბიშვილის თქმით, საქმე ეხება „ტყუილ ციტატებს“. მე მხოლოდ ვადარებდი იმ პირობებს, როცა ორმაგი მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და ორი სხვადასხვა პრეზიდენტი სხვადასხვანაირად იქცეოდაო, განაცხადა მან. მისი განმარტებით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ყველას შეუძლია ისარგებლოს პირობებით, რომლებიც ჩაწერილია კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში. Читать дальше...

გრიგოლ ვაშაძე: საააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტობის კანდიდატის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩავიდეს საქართველოში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. „მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, იცხოვროს ამ ქვეყანაში“, განაცხადა მან. ვაშაძის აზრით, თუ სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილთან შეკითხვები აქვთ, მან მათ პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას, ვაშაძის თქმით, ხალხი გადაწყვეტს. არ გადაწყვეტს არც ქართული ოცნება, არც ქურდული ოცნება და არც... Читать дальше...

ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა, არ ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რომელსაც თავს გვახვევს

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძეს საქართველოვ პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიაჩნია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის მუშაობა. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანია „არასოდეს არ ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რომელსაც ის თავს გვახვევს" - თითქოს ნატოში გაწევრიანება რაიმე კავშირში იყოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და დათმობასთან. ბაქრაძეს სჯერა, რომ რაც უფრო მალე შევა საქართველო ევროკავშირსა და ნატოში, მით უფრო მალე აღიარებს რუსეთი საქართველოს მეზობლად და არა ტერიტორიად, რომელიც უნდა აკონტროლოს. ბაქრაძის ეს... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: მე დავიბადე დამოუკიდებელი, ვიყავი დამოუკიდებელი ყველა ჩემ ფუნქციაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს, ორ მეტოქესთან ტელედებატებში ყურადღება გაამახვილა თავის დამოუკიდებლობაზე. „მე მგონია, რომ დავიბადე დამოუკიდებელი, ვიყავი დამოუკიდებელი ყველა ჩემ სხვადასხვა ფუნქციებში“, აღნიშნა მან. ზურაბიშვილს, მისივე თქმით, პარტიული პოლიტიკა ნაკლებად მიაჩნია თავის საქმედ და ამბობს, რომ მოდის, როგორც „გამაერთიანებელი“.

გრიგოლ ვაშაძე: არა გვაქვს არც რევანშის, არც „კავკასიური ვენდეტის“ დრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატის მსვლელობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გამოთქვა შეფასება, რომ ქვეყანაში არის „უკიდურესად მძაფრი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისი“ და თუ ვითარება დროზე არ გამოსწორდა, „ქართველს ემუქრება ფიზიკური გაქრობა“. ამის გამო ვაშაძე ფიქრობს, რომ არ არის არც რევანშის, არც შურისძიებისა და არც „კავკასიური ვენდეტის“ დრო.

დავით ბაქრაძე: "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა "ძალიან ღრმა" კრიზისში

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძის აზრით, საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ მმართველობის ექვსი წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანა „ძალიან ღრმა“ კრიზისში. ბაქრაძის თქმით, ცხოვრება წავიდა უკან, ქვეყანა იმყოფება ჭაობში და საჭიროა მისი ამოყვანა რევანშისა და ანგარიშსწორების გარეშე. დავით ბაქრაძემ, რომელიც "ევროპული საქართველოს" კანდიდატია, ეს განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის სამი კანდიდატის დებატის გახსნისას.



დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყო პრეზიდენტობის სამი კანდიდატის დებატი. ის გახსნა "ევროპული საქართაველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მას  მოჰყვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით, კანდიდატები ერთმანეთს იწვევენ: ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე მიიწვია.

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-სა და სხვა მედიებს?

Radiotavisupleba.ge 

რას უპირებს კრიტიკულ აზრს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“? რატომ არის საგანგაშო მსგავსი განცხადებები ყველა სხვა მედიასაშუალებისთვის და მთელი ქვეყნისთვის?

რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში 24 ოქტომბერს საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. ექვს ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაკეთდა. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. აკადემიაში ამ ეტაპზე 44 ბავშვი იცხოვრებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო. აკადემია სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. მოზარდებისთვის მოწყობილია როგორც საძინებლები, ისე გასართობი კუთხეები. Читать дальше...

ძველი ახალი შემომწირველები

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილის მრავალრიცხოვან შემომწირველებს შორის 15 ისეთი ადამიანი იძებნება, რომლებიც წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები იყვნენ. მათ მიერ შეწირული თანხების ჯამმა ნახევარ მილიონზე მეტი, 690 000 ლარი შეადგინა. რაზე მეტყველებს მმართველი ძალის შემომწიველობის მრავალწლიანი ტრადიცია? რა აიძულებს ბიზნესს, გადაუხადოს ფული პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ?

“რუსთავი 2”-ის საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი კომპიუტერული სისტემის შემდეგ, კიბერშეტევაა “რუსთავი 2”-ის საიტზე. დაკარგული გვაქვს მართვის და ადმინისტრირების შესაძლებლობა და სრულიად ვერ ვაკონტროლებთ საიტს“, - წერს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავის ფეისბუკგვერდზე. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე კი ასევე თავის ფეისბუკგვერდზე აღნიშნავს, რომ არხი ორი დღეა უმძიმეს რეჟიმში მუშაობს და საიტი პრაქტიკულად პარალიზებულია, რადგან მართვის პანელზე წვდომა ვერ ხერხდება.

ნატო იწყებს ცივი ომის შემდეგ უდიდეს სამხედრო წვრთნებს

Radiotavisupleba.ge 

ნატო იწყებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უდიდეს სამხედრო წვრთნებს, რომელთაც ალიანსი მოიხსენიებს თავისი უნარების, ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირებად ევროპაში მზარდი საფრთხეების ფონზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 24 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ხვალ ნორვეგიაში დაიწყება „ერთობლივ სამკაპად“ წოდებული წვრთნების მთავარი ფაზა. წვრთნებს აკრიტიკებს მოსკოვი, რომელსაც ნატოსთან მკვეთრად გაუუარესდა ურთიერთობა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დაწყების შემდეგ.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა პლასტმასის ერთჯერადი ნაწარმის აკრძალვას

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა პლასტმასისაგან დამზადებული ერთჯერადი ნაწარმის აკრძალვას. ევროკომისია მაისში გამოვიდა ასეთი ზომის ინიციატივით. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება პოლიეთილენის პარკებს, პლასტმასის საწრუპ ჩხირებს, ბამბიან ჩხირებს, აგრეთვე პლასტმასის ჭურჭელს. აკრძალვა, რომლის მიზეზიცაა შეშფოთება ზღვების დაბინძურების გამო, 2021 წლამდე, ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს. ევროკომისიის მონაცემებით, პლასტმასის ნაწარმი შეადგენს ევროპის პლიაჟებზე მოგროვილი ნაგვის ნახევარს. Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ტელეკომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას 26 ოქტომბერს, 11 საათზე გამართავს. იგი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ის, “კავკასიისა” და “იბერია TV”-ის შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრაზე მიწვეულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ც. „ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედიასტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ შეფასდა, როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა. Читать дальше...

რუსეთი და იტალია უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას აპირებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიღო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ეკონომიკის სფეროში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. 24 ოქტომბერს კრემლში შეხვედრის დაწყებამდე, კონტემ გამოთქვა შეფასება, რომ ორმა ქვეყანამ შეძლო თავისი ურთიერთობის „ხარისხისა და მოცულობის“ შენარჩუნება. ხოლო როგორც პუტინმა აღნიშნა, იტალია არის რუსეთის სიდიდით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი და ბოლო ორი წელი აღირიცხება ზრდის ტენდენცია სავაჭრო ურთიერთობაში. ორმხრივი ვაჭრობა მძიმედ დააზარალა ევროკავშირის სანქციებმა... Читать дальше...

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უპასუხოს საზოგადოების შეკითხვებს

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა საქართველოში დემოკრატიას აზიანებს და ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, - აღნიშნულია 12 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. განცხადების თანახმად, თავდასხმა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურზე განახორციელა, კონკრეტულ მიზანს ისახავდა. Читать дальше...

Новости России
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!


ბოლტონი: აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ბოლტონმა 24 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს საუბარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვთან მისი შეხვედრების დროს. ბოლტონმა აღნიშნა ასევე, რომ ამ საკითხს განიხილავს სომხეთშიც, სადაც 25 ოქტომბერს ჩავა. 1988-1994 წლების ომის შემდეგ მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. Читать дальше...

მობეტონება - მდინარის ეკოლოგიური საფრთხე თუ წყალგამტარიანობის გაზრდა?

Radiotavisupleba.ge 

მდინარე ოღასკურის კალაპოტის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა, გაღრმავება და მოპირკეთება ზაფხულში დაიწყო სამშენებლო კომპანია „კონსტანტამ“, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 582 ათასი ლარი გამოიყო.

აშშ-ში აღმოაჩინეს კლინტონისა და ობამასთვის გაგზავნილი სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ აღმოჩენილია სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც გაგზავნილი იყო ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისთვის, მათ კერძო მისამართებზე. აშშ-ის საიდუმლო სამსახური 24ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მან გზაში შეაჩერა ამანათები. ხოლო ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, აღმოჩენილია აგრეთვე „საეჭვო ამანათი“, რომელიც თეთრი სახლის მისამართზე იყო გაგზავნილი. ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება. მოგვიანებით CNN-მა გაავრცელა ცნობა... Читать дальше...

კლინტონების და ობამას საცხოვრებელ მისამართებზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ნიუ-იორკში, ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირმა ვაშინგტონში, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას საცხოვრებელ მისამართზეც გააგზავნა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც კლინტონების ფოსტას და ამანათებს ამოწმებს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. „ყველა ამანათს და წერილს სტანდარტული შემოწმება უტარდება. ასაფეთქებელი მოწყობილობების... Читать дальше...

თბილისში "სილქნეტით'' ინტერნეტის მიწოდება შეფერხებული იყო

Radiotavisupleba.ge 

კომპანია "სილქნეტის" აბონენტებს თბილისის მასშტაბით საღამოს 4 საათიდან ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ. ამის მიზეზი თბილისში მომხდარი ავარიული გათიშვა გახდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინტერნეტის მიწოდების მხრივ განსაკუთრებული პრობლემა საბურთალოს რაიონს ჰქონდა. "სილქნეტმა" უკვე დაიწყო ტექნიკური სამუშაოები და ამ დროისთვის კავშირი ნაწილობრივ აღდგენილია. ავარიული გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

წინასაარჩევნო კამპანია და დაფიქსირებული დარღვევები სამცხე-ჯავახეთში

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






В Пензе стартовали соревнования по спортивному ориентированию

Захарова: причастные к терактам в РФ понесут неотвратимое наказание

Гол Зобнина принес «Спартаку» победу над «Краснодаром» в матче РПЛ

Деньги начали "гореть": россиян призывают спасать свои сбережения