Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 13.10.2018

თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ამერიკელი პასტორი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ევანგელიკური ეკლესიის ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში ჰყავდათ დაკავებული ორი წლის განმავლობაში, 13 ოქტომბერს აშშ-ში დაბრუნდა. თურქეთის სასამართლომ ის გაათავისუფლა მიუხედავად განაჩენისა. პასტორს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით. ბრანსონის თვითმფრინავი ვაშინგტონის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, იტყობინება ტონი პერკინსი, ოჯახის კვლევის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პასტორთან და მის მეუღლე ნორინთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა. ბრანსონი 13 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს... Читать дальше...

ბერლინში ათეულ ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა მსვლელობაში რასიზმის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

13 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია რასიზმის, ქსენოფობიის და ულტრამემარჯვენეობის წინააღმდეგ. დემონსტრაციის ორგანიზატორების თანახმად, ბერლინის ქუჩებში 242 ათასი ადამიანი გავიდა. დემონსტრაცია, რომელიც ბოლო ხანებში უდიდესი გამოსვლა იყო გერმანიაში, მოჰყვა ბოლო თვეებში, განსაკუთრებით, გერმანიის აღმოსავლეთის ქალაქებში გამართულ მიგრანტთა საწინააღმდეგო გამოსვლებს და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ მხარდაჭერის ზრდას არჩევნების წინ. პოლიციამ არ ისურვა... Читать дальше...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ანდორის გუნდს დამაჯერებლად სძლია

Radiotavisupleba.ge 

13 ოქტომბერს, თბილისში, დინამოს არენაზე გაიმართა უეფას ერთა ლიგის მატჩი საქართველოსა და ანდორის საფეხბურთო ეროვნულ გუნდებს შორის. საქართველოს გუნდმა დაამარცხა ანდორის ნაკრები ანგარიშით 3:0. ანგარიში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ყაზაიშვილმა გაიტანა მეორე გოლიც.  მატჩის ბოლო წუთზე გუნდის კაპრიტანმა, ჯაბა კანკავამ სხვაობა სამამდე გაზარდა. გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე გამარჯვებას მიაღწია და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. ლატვიასა და ყაზახეთს თითო-თითო ქულა... Читать дальше...

თურქეთში პატიმრობიდან განთავისუფლებული ამერიკელი პასტორი სამშობლოში ბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

ევანგელიკური ეკლესიის ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში ჰყავდათ დაკავებული ორი წლის განმავლობაში, 13 ოქტომბერს შინ ბრუნდება. თურქეთის სასამართლომ ის გაათავისუფლა მიუხედავად განაჩენისა. პასტორს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით. ბრანსონმა თურქეთი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით დატოვა. გერმანიაში საწვავით გასამართად მცირე შესვენების შემდეგ ბრანსონის თვითმფრინავი აშშ-ისკენ გაფრინდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეხვდება ბრანსონს ოვალურ ოფისში გვიან, 13 ოქტომბერს. Читать дальше...

პოლონეთის პოლიციამ არ მისცა საშუალება მემარჯვენე ექსტრემისტებს შეეჩერებინათ გეების თემის მსვლელობა

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის ქალაქ ლუბლინში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქში გეების პირველი მსვლელობის შეჩერებას. ლუბლინში 13 ოქტომბერს გეების, ლესბოსელთა, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებათა ათასზე მეტი დამცველი აქტივისტი გავიდა გავიდა ქუჩაში. 300-მდე მემარჯვენე ექსტრემისტმა მათ მსვლელობას გზა გადაუღობა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი მემარჯვენთა დასაშლელად. მემარჯვენე დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს პოლიციას და დაიშალნენ... Читать дальше...

კახეთში 17 წლის გოგო უცნობმა კაცებმა გაიტაცეს

Radiotavisupleba.ge 

„გოგო პირდაპირ სახლიდან, თავისი ოთახიდან გაიტაცა ორმა უცნობმა კაცმა. ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის მიზნითო, მაგრამ ჩვენ კეტეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამას და ჩვენი ბრძოლით მივცემთ მაგალითს ყველა გატაცებული გოგოს ნათესავებს, რომ არ შეიძლება ასეთ ფაქტებთან შეგუება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი 17 წლის გოგოს ბიძამ, კაზანფარ მამედოვმა. მამედოვის მონათხრობის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგო 12 ოქტომბერს, საღამოს გაიტაცეს. ის სკოლიდან ახალი მოსული იყო... Читать дальше...

სარაგბო კლუბი „ლოკომოტივი“ იტალიის „კალვიზანოსთან“ დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

რაგბიში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „ლოკომოტივმა” ევროპის საკლუბო ტურნირი „კონტინენტის ფარი” წაგებით გახსნა. ქართველი მორაგბეები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ავჭალის სარაგბო სტადიონზე იტალიის „კალვიზანოს” დაუპირისპირდნენ და 6:17 დამარცხდნენ. მეორე ტურის მატჩს „ლოკომოტივი” 8 დეკემბერს გამართავს იტალიის კიდევ ერთ კლუბთან, „ფიამე ორო რომასთან”, სტუმრად. 15 დეკემბერს კი „კალვიზანოს” ისევ შეხვდება, ოღონდ გასვლით თამაშში. ჯგუფის შეხვედრები 12 იანვარს დასრულდება თბილისში ჩასატარებელი მატჩით „ფიამე ორო რომასთან”. Читать дальше...

აშშ-ის წარგზავნილი ავღანეთის მმართველებს შეხვდა თალიბანთან მოლაპარაკების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის საქმეში წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადი ავღანეთის პრეზიდენტს, აშფარ ღანის და მთავარ აღმასრულებელს, აბდულაჰ აბდულას შეხვდა ქაბულში მას მერე, რაც მას მოლაპარაკება ჰქონდა კატარში თალიბანის ლიდერებთან. 13 ოქტომბერს, ავღანეთში დაბადებულმა მრჩეველმა და ავღანეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ხალილზადმა, ღანის და აბდულას უამბო ოთხი ქვეყნის მინისტრებთან და მაღალი რანგის დიპლომატებთან შეხვედრის შესახებ. ეს შეხვედრები ნაწილი იყო დიპლომატიური მისიისა, რომლის მიზანია მოლაპარაკების მაგიდასთან თალიბანის დასმა. Читать дальше...



ზურაბ ჯაფარიძეს არ ეშინია კანაფის გამო დაჭერის

Radiotavisupleba.ge 

შს სამინისტრო ცდილობს, დააშინოს ადამიანები, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ 20 ოქტომბრისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალში“. მაგრამ ამით განზრახვაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ. პირადად მე კვლავ მზად ვარ, რომ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გირჩის“ ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენისკენ სხვას არავის მოუწოდებს და ამას მხოლოდ თავად აპირებს... Читать дальше...

ზურა ჯაფარიძეს არ ეშინია კანაფის გამო დაჭერის

Radiotavisupleba.ge 

შს სამინისტრო ცდილობს, დააშინოს ადამიანები, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ 20 ოქტომბრისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალში“. მაგრამ ამით განზრახვაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ. პირადად მე კვლავ მზად ვარ, რომ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გირჩის“ ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენისკენ სხვას არავის მოუწოდებს და ამას მხოლოდ თავად აპირებს; თუმცა ჯერ არ იცის... Читать дальше...

ავღანეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა საარჩევნო კამპანიის დროს აფეთქებულ ბომბს

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე, 12 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები დაუშიშროების სამსახურის თანამშომლები, ემსხვერპლნენ აფეთქებულ ბომბს ავღანეთში, თახარის პროვინციის რუსთაქის რაიონში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში შეხვედრას მართავდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქალი. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, ხალილ ასერის თქმით, დაშავებულთა რიცხვი 32-მდეა.ცნობით, დახოცილთა რიცხვი შეიძლება გაიზადროს, რადგან ბევრი მძიმედაა დაჭრილი. ასერის თანახმად, ასაფეთქებელი... Читать дальше...

ავღანეთში 22 ადამიანი ემსხვერპლა ქალი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს აფეთქებულ ბომბს

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე, 22 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები და უშიშროების სამსახურის თანამშომლები, ემსხვერპლნენ აფეთქებულ ბომბს ავღანეთში, თახარის პროვინციის რუსთაქის რაიონში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში შეხვედრას მართავდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქალი. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, ხალილ ასერის თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მოტოციკლი შეხვედრის ადგილის მახლობლად იდგა. აფეთქება მოხდა მანამდე, სანამ საპარლამენტო კანდიდატი, ნაზეფა იუსუფი ბეგი ადგილზე... Читать дальше...

თავდაცვის სამინისტრო: საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურე შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის სამინისტომ არჩევნების თაობაზე გააკეთა განცხადება, სადაც მწუხარებას გამოხატავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო... Читать дальше...

თავდაცვის სამინისტრო: საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილი ყველა სამხედრო მოსამსახურე შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის სამინისტომ არჩევნების თაობაზე გააკეთა განცხადება, სადაც მწუხარებას გამოხატავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს პასუხობს: “მარიხუანას ფესტივალი” მაინც ჩატარდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე შსს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე 20 ოქტომბერს დაგეგმილი „მარიხუანას ფესტივალი“ კიდევ ერთხელ დააანონსა. ჯაფარიძემ საზოგადეობას მოუწოდა შსს-ს განცხადების მიუხედავად მოვიდნენ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე. „მინდა ვუპასუხო შსს-ს, მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე პირადად მაქვს ჩადენილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, 2016 […]

სპირალური მოგზაურობა „პირველი სამოსლის“ მოსარგებად

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მწერლებს, ლიტერატორებს და, ზოგადად, კულტურაში ჩართულ ადამიანებს, მოიპოვონ გაცილებით ფართო ასპარეზი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი თბილისში შეხვდა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს. დავით ბაქრაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზეც ისაუბრეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისში პრეზიდენტობის კანდიდატებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და მომავალი არჩევნები განიხილა. "ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა... Читать дальше...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნარკოტიკული ნივთიერების „ფესტივალის“ ორგანიზების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბოცვაძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც შეეხო პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას მარიხუანის „ფესტივალის“ გამართვის თაობაზე. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული  საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის  განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობა. Читать дальше...

ჯორჯ კენტი: "საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტი 13 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო თბილისში. ჯორჯ კენტმა განაცხადა: "დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა... Читать дальше...

Новости России
Москва

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი: შეუძლებელია მსოფლიოს საპატრიარქოსთან კავშირში დარჩენა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდისგადაწყვეტილებამ აიძულა მოსკოვის საპატრიარქო, გაწყვიტოს კავშირი მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან. ბართლომე, რომელიც სტამბოლშია დაფუძნებული, მიიჩნევა მსოფლიოს ორთოდოქსი ქრისტიანების სულიერ მეთაურად. რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტმა, ილარიონ ალფეიევმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ტელეარხ „როსია 24-ის“ ეთერში, 13 ოქტომბერს. მისი გამოსვლა გადაიცა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც სინოდმა, რომელსაც ბართლომე თავმჯდომარეობს... Читать дальше...

რუმინეთში იმართება რეფერენდუმი ქორწინების დეფინიციის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში მიმდინარეობს ორდღიანი რეფერენდუმი, რომლის მიზანია კონსტიტუციის გადახედვა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გასართულებლად. რეფერენდუმი ოჯახის დეფინიციის განსაზღვრის საკითხზე ტარდება. რუმინეთის კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის მეუღლეების თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ერთობა. თუ რეფერენდუმის კითხვას რუმინელების უმრავლესობა დადებითად უპასუხებს, მაშინ კონსტიტუციაში მეუღლეების ნაცვლად ქალი და კაცი ჩაიწერება. რეფერენდუმის ინიციატორია კონსერვატიული ჯგუფი, მას მხარს უჭერს რუმინეთის გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია. Читать дальше...

კახეთში სახლების გაქურდვის ექვსი ფაქტის გამო ერთი პირია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

1973 წელს დაბადებული ზ. შ. სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულმა აღიარა, რომ ბოლო ფაქტის გარდა, მას მიმდინარე წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთი საცხოვრებელი სახლი აქვს გაქურდული. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი ნივთების ნაწილი და მათ შორის - ორი სანადირო თოფი. Читать дальше...

მცხეთაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Radiotavisupleba.ge 

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, მცხეთაში, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთის შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. Читать дальше...

უკრაინა რუსეთთან საზღვაო საზღვრის დაკანონებაზე მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას შეიმუშავოს საკანონმდებლო პროექტები რუსეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის წყლებში. საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების რისკებსა და რუსეთის „აგრესიულ ქმედებებს“. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ილაპარაკა რუსეთისთვის სანქციების გაძლიერებაზე, აზოვის ზღვაში შექმნილი სიტუაციის გამო. მისი თქმით, ქერჩის სრუტეზე ხიდის აშენების შემდეგ, რუსეთი ხელს უშლის უკრაინისა და საერთაშორისო ხომალდების მოძრაობას. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






В РПЛ сменился лидер турнирной таблицы

«Мне нравится жить в лесу». Судьба детей-актеров СССР из взрослых фильмов

Тарифы на железнодорожные перевозки из Китая в Россию и Белоруссию резко возросли

"Вы теперь мой друг на всю жизнь. Я видел, как вы стреляете". Делегация Гвинеи-Бисау посетила Чечню