Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 28.10.2018

საბურთალოს #58 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი იგებს

Radiotavisupleba.ge 

საბურთალოს #58 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი იგებს. ამ უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: 187 - გრიგოლ ვაშაძე, 202 სალომე ზურაბიშვილი.

კრწანისის დათვლილ 2 უბანში გრიგოლ ვაშაძე იგებს

Radiotavisupleba.ge 

12:47-ის მონაცემებით კრწანისის 2 უბანში, რომლის მონაცემებიც ცესკომ დაითვალა, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.  მერვე და 31-ე უბნებში მიღებული ხმები ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 327, სალომე ზურაბიშვილი - 321;

ვაკის 3 უბანში გრიგოლ ვაშაძე იგებს

Radiotavisupleba.ge 

12:50  წუთის მონაცემებით  ვაკის  3 უბანში, რომლის ოქმებიც ცესკომ გამოაქვეყნა, გრიგოლ ვაშაძე იგებს. #20 #69 და #70 უბნების ოქმების შედეგად, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო - 489 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 460

დაპირისპირება ახალქალაქში

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში - ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს შორის.

ახალქალაქში საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში - ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს შორის. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარაგოზიანმამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უბნის შემაჯამებელი ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა.

ძალიანაც ადეკვატური პასუხი გასცა პირველ ტურში ხალხმა იმ კანდიდატს, რომელიც გვაკადრა ოცნების ნაჩალნიკმა - დავით ზურაბიშვილი

Radiotavisupleba.ge 

"ძალიანაც ადეკვატური პასუხი გასცა პირველ ტურში ხალხმა იმ კანდიდატს, რომელიც (კი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტია) გვაკადრა ოცნების ნაჩალნიკმა. იმ ნაჩალნიკსაც, სხვათა შორის. ბარემ აქვე ვიტყვი არცთუ ოპტიმისტური პროგნოზის სახით, რომ მეტი არაა ჩემი მტერი ხელისუფლებაში ვინმემ სწორი დასკვნები გამოიტანოს აქედან. და იმასაც დავამატებ, რომ იმ არასწორ დასკვნებზეც ადეკვატურ პასუხს მიიღებენ თავის დროზე." - წერს დავით ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე

ირაკლი კობახიძე: იქნება მეორე ტური

Radiotavisupleba.ge 

1000 უბნის მონაცემის მიხედვით, გამოიკვეთა და ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან შემოდის ოქმის მონაცემები. დათვლილია 1 000-მდე უბნის მონაცემები. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1 000 უბნის მონაცემებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. Читать дальше...

ცესკო ოქმებს აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით შემოსული ხმების დათვლა დაიწყო. ამ დროისათვის, საიტის ოფიციალურ გვერდზე ატვირთულია 43 ოლქიდად შესული 136 უბნის ოქმი. შესაბამისი უბნების ოქმები უკვე განთავსებულია ცესკოს საიტზე. სულ საქართველოს მასშტაბით 3 705 უბანია. საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 46,74 %-მა მიიღო.



ბათუმის ოლქის სამი უბნის შედეგები ცნობილია

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში შეჯამებულია სამი - 52-ე, 71-ე და 102-ე უბნების შედეგები. ამ უბნების საერთო მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს აქვს 746 ხმა, სალომე ზაურაბიშვილს - 401, დავით ბაქრაძეს - 114, შალვა ნათელაშვილს - 48, დავით უსუფაშვილს - 38, გიორგი ანდრიაძეს - 29 და კახა კუკავას - 23 ხმა.

გორის ოლქის ოთხი უბნის საერთო შედეგებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

Radiotavisupleba.ge 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან პირველი შედეგების მიღება დაიწყო. სოფელ ატენის 26 -ე საარჩევნო უბანში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 53 ხმა მიიღო, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 87. შავშვების 69-ე საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 235 ხმა აქვს, ზურაბიშვილს, 272. ნიქოზის საარჩევნო უბანზე ვაშაძემ 200 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა 122. ქალაქ გორის 84-ე საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 269 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 134. ამ ოთხი უბნის მონაცემებით, ვაშაძეს ხმა მისცა 757-მა ამომრჩეველმა... Читать дальше...

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ავღანეთში გახსნილ უბნებზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკოში პარტიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის გახსნილ ორ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა და არა გრიგოლ ვაშაძემ, როგორც ამას ბოლო დღეებში ამტკიცებდა მიხეილ სააკაშვილი. მდინარაძის ინფორმაციით, ავღანეთში ერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა მიიღო 334 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ 216 და დავით ბაქრაძემ 76 ხმა, ხოლო მეორე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 63, გრიგოლ ვაშაძემ 43 და დავით ბაქრაძემ 8 ხმა.

ცესკოს პირველადი მონაცემები ღამის 2 საათისთვის გამოქვეყნდება

Radiotavisupleba.ge 

ცესკო ვარაუდობს, რომ პირველადი მონაცემი ღამის 02:00 საათისთვის გამოქვეყნდება. „მას შემდეგ, რაც ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში აიტვირთება საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე, ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ პირველადი მონაცემი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის გვექნება“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. Читать дальше...

ლაშა შავდათუაშვილი აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ გამარჯვებული გახდა

Radiotavisupleba.ge 

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. 28 ოქტომბერს ქართველმა ფალავანმა ფინალში კოსოვოელი აკილ ჯაკოვა ვაზარით დაამარცხა. ხვალ ავთანდილ ჭრიკაშვილი (90 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+ 100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+ 100 კგ) იჭიდავებენ. წინა დღისით საქართველოს სახელით ოქროს მედალი მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა.

ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების დასრულების შემდეგ საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამიტომ საიამ ის სხვა დამკვირვებლით ჩაანაცვლა. ამჟამად სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში განგვიცხადეს, რომ ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენია. შედარებით დაძაბული ვითარებაა უბნის გარეთ, სადაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.

გიგა ბოკერია: საბოლოო მარცხი განვაცდევინოთ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანდიდატს

Radiotavisupleba.ge 

ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, წინასწარი შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიცია იმარჯვებს, რაც მათი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. „ჩვენ გვქონდა და გვაქვს დიდი ეროვნული ამოცანები და დიდი ეროვნული ამოცანა იყო ივანიშვილის გუნდის ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში კანდიდატის გამარჯვების არდაშვება. ამ ეტაპზე პირველ ტურში მაინც მინიმუმ. ეგზიტპოლები მიუთითებს... Читать дальше...

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 46,74% იყო

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს მონაცემებით, 20 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46,74%. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა. მიქელაძის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 64,74% და ყველაზე დაბალი მარნეულში - 36,47%. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 45,4%.  ცესკოს მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 46,6%.

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში პირველი ოქმი შევიდა

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 67-ე საარჩევნო უბანში ხმა მისცა 287-მა ამომრჩეველმა 1 410-დან. გრიგოლ ვაშაძემ 175 ხმა დააგროვა, სალომე ზურაბიშვილმა - 63, დავით ბაქრაძემ - 28. საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ათასმა ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36,47 პროცენტს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 99 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, 90-ვე უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. Читать дальше...

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ მათ მოვუგეთ

Radiotavisupleba.ge 

„მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ამ შედეგით, ვაშაძეს და ზურაბიშვილს ხმების 40-40% აქვთ. „მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვთ ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. Читать дальше...

სააკაშვილმა პოლიციას და ჯარს მოუწოდა არ გამოაყენებინონ თავი „ჭორვილელ ბანდიტს“

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ახლად გამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, ყაჩაღს და ბანდიტს გააყალბოს არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. მან დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“ „ვაჟკაცური ნაბიჯისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს. ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში სააკაშვილმა პოლიციას და ჯარს მოუწოდა... Читать дальше...

Новости России
Москва

Оксана Федорова представила на выставке-форуме «Россия» премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова»


ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობა ექსცესებს გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლოსაა გამარჯვებასთან. „ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს“ - უთხრა სააგენტო ინტერპრესნიუსს ივანიშვილმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. „მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა... Читать дальше...

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36, 47 პროცენტს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 99 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, ოთხმოცდაათივე უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. მან დასძინა, რომ საოლქო კომისიაში სულ 29 საჩივარი შევიდა, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე საარჩევნო უბნებში. ასევე - უბნების გარეთ აგიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა "დამაჯერებელი გამარჯვება"

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე სალომე ზურაბიშვილს მიულოცა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ამ შედეგით, სალომე ზურაბიშვილს ხმების 52% აქვს. კალაძემ სავარაუდოდ გაყალბებული უწოდა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხმების 40-40% აქვთ.

ქუთაისში არჩევნების დასრულებისთანავე რამდენიმე უბანს ელექტროენერგია გაეთიშა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, 7-8 წუთის განმავლობაში რამდენიმე საარჩევნო უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ელექტროენერგია გამოირთო # 3, 7, 21, სკოლებსა და 21 ბაღში გახსნილ უბნებზე. ინფორმაციას ადასტურებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ დენის მიწოდება ამ დროისთვის ყველა უბანში აღდგენილია.

სალომე ზურაბიშვილი ბედნიერია, მაგრამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელოდება

Radiotavisupleba.ge 

„ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი“ - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ქართული ოცნების“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი თავის საარჩევნო შტაბში შვილებთან ერთად მივიდა. „ყველაფერი, რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს. ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს ღამით... Читать дальше...

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ხმებს დაიცავს

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა. „ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი აჩვენა. ეს არის ძალიან ღირსეული გამარჯვება. ახლა დროა ხმების დაცვის", - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ყველა ხმას დაიცავს. „რაც შეეხება სამომავლო გზებს, გრიგოლ ვაშაძემაც გითხრათ, რომ აქედან ცესკომდე შორი არ არის. შესაბამისად, ველოდებით პირველად ინფორმაციებს“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Мусаев — о поражении от «Спартака»: извиняюсь перед всеми жителями Краснодара

В Пензе начались соревнования по спортивному ориентированию

Кавказская проблема и азиатская сплочённость: Что происходит в День Победы в странах бывшего СССР

Клуб «Ночные волки» открыли мотосезон в столице