Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 28.10.2018

გიგა ზედანია: „ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ გარანტირებული არაფერია“

Radiotavisupleba.ge 

ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს სტატუსს არჩევნებში მონაწილეობის პირდაპირ კავშირზე დემოკრატიასთან, რომლის მთავარი ნიშანი განუსაზღვრელობაა. „არა, გონება კი გეუბნება, რა შედეგი დადგება არჩევნებზე სავარაუდოდ, მაგრამ ის ვერ გაძლევს საკმარის საფუძველს, ამიტომ შენი ოპტიმიზმი ავსებს გონებისაგან დატოვებულ ცარიელ ადგილს. ეს ოპტიმიზმი გაიძულებს, წახვიდე და შენი ერთი ხმა მისცე არჩევნების მილიონიან მაშინერიაში, მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ამას დიდი აზრი თითქოს არ აქვს. Читать дальше...

კვირიკაშვილი: მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობისას არ გამდიდრებულა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  უარყო „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში სახლი აიშენა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა მისგან დამატებითი ინფორმაცია არ გამოითხოვა და მხოლოდ საჯარო რეესტრის 2016 წლის ჩანაწერით იხელმძღვანელა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, ქვეშეთში მდებარე სახლის აზომვითი ნახაზები და საცხოვრებელი სახლის ლეგალიზაციის... Читать дальше...

„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ უსაფუძვლო აჟიოტაჟში სდებს ბრალს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და აჟიოტაჟის შექმნას. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანით უნდა განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ ხმას აქვს ამ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა... Читать дальше...

შსს-ს თანახმად, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.მისი განმარტებით, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას... Читать дальше...

ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიებით მობილიზებული პირები დააფიქსირეს

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბათუმის 79-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. პარტიის განცხადებით, საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს თანხას ურიგებდნენ მსუბუქ ავტომობილებში. უბანთან მყოფ პირებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. მეცხრე საარჩევნო უბანთან სიებით მობილიზებული პირები აჭარის ტელევიზიამ დააფიქსირა. ადგილზე მისულ ჟურნალისტს ამ პირებმა უთხრეს, რომ სიით ამოწმებენ დასუფთავების... Читать дальше...

საიას მიერ 10 საათისთვის გამოვლენილი დარღვევები დიდწილად წილისყრის პროცესს უკავშირდება

Radiotavisupleba.ge 

საიამ 10 საათისთვის 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დაწერეს საჩივრების წიგნში არჩევნების მიმდინარეობისას არსებული დარღვევების შესახებ. ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნის დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა. „ერთიანინაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებიკომისიის წევრის... Читать дальше...

გიორგი მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს,რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება

Radiotavisupleba.ge 

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი. არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი  და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

სამგორში ამომრჩეველმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანა

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, დღის 10 საათისთვის გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა, რომლებიც ძირითადად წილისყრის პროცედურებს უკავშირდება. კერძოდ, სამგორის N78 უბნიდან ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი. „ამ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ არა უშავს, დანაკლისში გავუშვებთო. საარჩევნო კოდექსის 63- ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“. Читать дальше...



ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიულმა წევრებმა დაიგვიანეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 107-ვე საარჩევნო უბანი დაგვიანების გარეშე გაიხსნა, თუმცა დაიგვიანა კომისიების ზოგიერთმა წევრმა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, კანონის შესაბამისად დილის რვა საათამდე ჩატარდა წილისყრის პროცედურები, გახსნის შემდეგ კი ყველა უბანმა შეუფერხებლად მიიღო პირველი ამომრჩეველი. მირანდა მესხის ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე დაგვიანებით გამოცხადნენ პარტიებიდან დანიშნული კომისიის წევრები, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია უბნის გახსნისთვის. „დაგვიანება იყო კომისიის წევრების მხრიდან... Читать дальше...

პატრიარქი: იმედია, ყველაფერი კარგად იქნება

Radiotavisupleba.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე. პატრიარქი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად. "ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - თქვა ილია მეორემ.

მამუკა მდინარაძე საარჩევნო ხარვეზებზე საუბრობს

Radiotavisupleba.ge 

„საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, გუშინ  გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ  უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით... Читать дальше...

გიგა ბოკერია ამომრჩეველთა აქტივობაში გამარჯვების წინაპირობას ხედავს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, საარჩევნო უბნებზე მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც წარმატების და გამარჯვების წინაპირობაა. „ჩვენ ხმა უნდა მივცეთ მშვიდობიან ხვალინდელ დღეს, საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს, რაც გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას და დავით ბაქრაძის გამარჯვებას“ - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

კვირიკაშვილმა ქვეყნის "მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით ნაკარნახევი" არჩევანი გააკეთა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. კვირიკაშვილმა, რომელმაც ხმა საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ უბანზე მისცა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა კანდიდატს და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევია პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე. „ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა გააკეთებს,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი. შეკითხვას... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Калинская впервые вошла в топ‑20 рейтинга WTA






Колокольцев: некоторые страны Запада намерены исключить РФ из Интерпола

Отец Героя РФ носит его обувь, чтобы он вернулся домой

АБХАЗИЯ. РГО поможет абхазской молодежи получить образование в России

На выходных в Суздале пройдет ежегодный музыкальный фестиваль