Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 28.02.2023

ნათია კაპანაძე - "ეს არის მოქალაქეების სამაგალითოდ დაშინების მცდელობა"

Radiotavisupleba.ge 

"ძალიან მამაცი გადაწყვეტილებები მიიღეს ჟურნალისტებმა, რომლებმაც გუშინ უკვე უთხრეს სახელმწიფოს, რომ მზად არიან დაპატიმრებისთვის, თუკი მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ აგენტის წოდების მიღებასა და თავისუფლების აღკვეთას შორის“ - აბობს ნათია კაპანაძე, "მედიაომბუდსმენის" დირექტორი.

დღეს ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეა – რამაზ ჩხიკვაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

News.ge 

საქართველოს სსრ-ის დამსახურებული და სახალხო, სსრკ-ის სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს დაიბადა. დღეს, ლე­გენ­და­რუ­ლ მსა­ხი­ო­ბს 95 წელი შეუსრულდებოდა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს “კვი­რის პა­ლიტ­რის” სა­არ­ქი­ვო სტა­ტი­ი­დან, რო­ემლშიც მსა­ხი­ო­ბი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს: თურ­მე ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი უფრო კარ­გად გახ­სოვს კაცს... Читать дальше...

პროფკავშირების გაერთიანება: დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დასაქმებულთა დასაცავად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ". გაერთიანების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს. "პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული კვლევების, საკანონმდებლო... Читать дальше...

რუსული "როსნეფტის" ქარხანაში ხანძარი იყო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ხანძარი გაჩნდა ნავთობის და გაზის კომპანიის, „როსნეფტის" ქარხანაში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, „შეშფოთების საფუძველი არ არსებობდა“, წუხანდელი ხანძარი ერთ საათში ჩააქრეს, ნავთობის რეზერვუარებს საფრთხე არ შეჰქმნია და არავინ დაშავებულა. ტუაფსეს საქალაქო ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. ტელეგრამის მომხმარებლები წუხელ წერდნენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ასტრის" წყაროების თანახმად, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა.

საწვავის მოპარვის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ რვა ადამიანი დააკავა საწვავის მოპარვის ბრალდებით. დაკავებულებს შორის ორი ამავე უწყების დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის - ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ", - წერია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ – მივმართავთ პარლამენტს, დროულად თქვას უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე

News.ge 

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტებს აკრიტიკებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ კანონის მიღება, დიდი ალბათობით, გახდება საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი. „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მოუწოდებენ პარლამენტს, უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე. „საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ გამოვხატავთ პროტესტს... Читать дальше...

ომმა არაფერი დატოვა ისე, როგორც ადრე იყო - უკრაინაში დარჩენილები ერთი წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ნებისმიერ წამს სიკვდილის შიში, აფეთქებების ხმა, ყოველდღიური განგაში, უშუქობა, უწყლობა - არაფერი დარჩა ისეთი, როგორც ერთი წლის წინ იყო. უკრაინაში დარჩენილები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რა შეიცვალა მათ ცხოვრებასა და ქვეყანაში ომიდან 1 წლის შემდეგ.

გაეროს დადასტურებული აქვს ომის შედეგად უკრაინაში 8 101 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან გაეროს დადასტურებული აქვს უკრაინის 8 101 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. მათგან 488 ბავშვი და მოზარდია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განახლებული მონაცემები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიჭრა 13 479 სამოქალაქო პირი. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში გამოიწვია მძიმე არტილერიის, ზალპური ცეცხლის... Читать дальше...



პესკოვი: პუტინს არჩევნებისთვის ჯერ არ სცალია - ბევრი საქმე აქვს

Radiotavisupleba.ge 

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიუხედავად, არ განიხილება უახლოესი არჩევნების გადადება. 2023 წლის სექტემბერში რუსეთში უნდა ჩატარდეს ფედერაციის სუბიექტების მეთაურების არჩევნები, ხოლო 2024 წელს - პრეზიდენტის არჩევნები. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა „იზვესტია“-სთან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირობებში არჩევნების ჩატარების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა თქვა... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 8 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 85 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა... Читать дальше...

პრაისი: "უცხოური გავლენის აგენტობის" დაკანონებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას 

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და განაცხადეს, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვაშინგტონში, 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ნედ პრაისს ჰკითხეს, აქვთ თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები თბილისთან და ხომ არ შეაფერხებს ურთიერთობებს ამ კანონპროექტის მიღება. ნედ პრაისმა გაიმეორა თითქმის იგივე... Читать дальше...

CNN: მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს

News.ge 

მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაძაბულობა მატულობს მოლდოვაში, პატარა ქვეყანაში უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე, რომელიც რუსეთს ადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. მოლდოვას პრეზიდენტმა სანდუმ პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი, რომ ის სიტუაციით სარგებლობას და მოლდოვაში დესტაბილიზაციას ცდილობს. გამოცემა მიიჩნევს, რომ  მოლდოვის აღმოსავლეთში რუსეთის... Читать дальше...

სერგო ჩიხლაძე: „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ: ვაი და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე მოგვცენ კანდიდატის სტატუსი – ამიტომ შექმნიან დამატებით ბარიერებს ევროკავშირის გზაზე

News.ge 

დემონსტრაციულად არაფერს არ გააკეთებენ და შექმნიან დამატებით ბარიერებს ევროკავშირის გზაზე, ისინი ყველაფერს უყურებენ ასე: რა ახალი ბარიერი შევქმნათ, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარშის გადაცემის ფაქტს. სერგო ჩიხლაძის თქმით, „ქართული... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Эксперт о предложении кандидатуры Белоусова Путиным: "Главный сюрприз оказался впереди"

Пьяный водитель автобуса пытался дать взятку ГИБДД в Бурятии

"Цена улетит в небо": эксперт призывает россиян заранее купить это

Калининградка Ксения Август вошла в лонг-лист премии «Литературной газеты» «ГИПЕРТЕКСТ»