Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

ნატო-ს მინისტერიალის მიერ მიღებულ დოკუმენტში მინიშნებულია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს

0

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს სტრატეგიულ დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმე არის მოხსენიებული.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და მინიშნებულია, რომ ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც გუშინ მივიღეთ მინისტერიალზე გახლავთ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შემუშავებული და მიღებულია ნატო-ს შესაბამისი ექსპერტების მიერ. ეს გახლავთ ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ორგანიზაცია და რა მნიშვნელოვან მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმე არის მოხსენიებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მოხსენიებული ზუსტად ღია კარის მიმართულებით. მე ხაზს ვუსვამ – ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში აღნიშნულია, კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და იქვე არის მინიშნება, რომ ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში უნდა გაიზარდოს და უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ზალკალიანმა,

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია ასევე რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებზე. ზალკალიანის თქმით, გუშინდელ შეხვედრაში გამოითქვა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ სტრატეგიულ დოკუმენტშია, გახლავთ მოწოდება ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ, რომ გააფართოვონ ნატო-ს ასპირანტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა, აქაც მოხსენიებულია საქართველო უკრაინასთან და ბოსნია ჰერცოგოვინასთან ერთად. ასევე, საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მუდმივად არის ჩვენი ნატოელი პარტნიორების დღის წესრიგში, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მათთვის არის უაღრესად მნიშნელოვანი და გუშინდელი შეხვედრა ჩემი მხრიდან მასქიმალურად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის დეტალურად მიმეწოდებინა ინფორმაცია რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებაში, იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის გამკლავებაც გვიწევს ჩვენ რეგიონში და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გაძლიერებულ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მინისტერიალი საქართველოსთვის. საქართველო უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულარულად არის მიწვეული ნატო-ს მინისტერიალზე. მანამდე, 2018 წელს ჩვენ მივიღეთ პირველად უპრეცენდენტო ფორმატში მონაწილეობა სამიტის ფორმატში, როცა უკრაინა და საქართველო იყვნენ მიწვეულნი და უკვე ორი წელია საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში,“ – განაცხადა ზალკალიანმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде






МИД: Россия планирует в 2024 году открыть посольство в Сьерра-Леоне

Росгвардия поучаствовала в обеспечении безопасности при проведении футбольных матчей в Москве

Путин поручил повысить удовлетворённость граждан качеством работы госслужащих

Сегодня День радио и работников всех отраслей связи