პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით, მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტრადიციულ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე „The Best”, რომელიც ამჯერად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, წლის რჩეულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს. მამაკაცთა შორის, საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლევანდოვსკიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აჯობა. ქალთა შორის, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების წევრ ლუსი ბრონზის ერგო. მამაკაცთა... Читать дальше...