Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 27.12.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

ენმ-ის ყრილობამ ნიკა მელიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება მას მერე დადგა დღის წესრიგში, რაც ეს პოზიცია გრიგოლ ვაშაძემ დატოვა. ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურ დამტკიცებამდე, გაიმართა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 779-მა ადამიანმა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) მიიღო, თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ... Читать дальше...

სასამართლომ რუსეთში აკრძალა ჩეჩნეთის ომის ოთხი საარქივო მასალის გავრცელება

Radiotavisupleba.ge 

ნალჩიკის სასამართლომ აკრძალა რუსეთში სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ მიერ ჩეჩნეთის ომის დროს გადაღებული ოთხი საარქივო ვიდეომასალის გავრცელება. პროკურატურამ ჟურნალისტური მასალები „სისასტიკის პროპაგანდად“ მიიჩნია. აკრძალულ მასალათა სიაში მოხვდა 1995 წელს გადაღებული ვიდეო რომელზეც აღბეჭდილი არიან ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები. ვიდეომასალაში ტყვედ ჩავარდნილი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაიორი იგორ მოროზოვი ყვება, რომ ჩეჩენ სეპარატისტთა დამოკიდებულება ტყვეთ მიმართ არის „უბრალოდ გასაოცარი. იუტუბში ვიდეომასალამ 2 მილონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოში საუკეთესოებად დაასახელეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში გაიმარჯვეს. 2019-2020 წლების საუკეთესოების გამოსავლენად მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანომ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და ხუთი ნომინაციიდან ორში - კანდიდატთა შორის ქართველი ძიუდოისტებიც შეიყვანა. საბოლოოდ კონკურენტებს ორივემ აჯობა. 27 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს გულშემატკივრებმა ბოლო ორი წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელეს. 21 წლის ტატო გრიგალაშვილმა კი გამარჯვება... Читать дальше...

შვიდი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ბელუჯისტანში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის სასაზღვრო სამსახურის 7 თანამშრომელი დაიღუპა ბელუჯისტანის პროვინციაში ექსტრემისტების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმა 26 დეკემბერს მოხდა შარიგის სასაზღვრო პუნქტზე. თავდასხმის შემდეგ პაკისტანის არმიამ დაიწყო ექსტრმენისტები დევნის ოპერაცია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ექსტრემისტული დაჯგუფება იდგა თავდასხმის უკან. ბელუჯისტანის პროვინცია, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება, ცნობილია რელიგიური სიძულვილის საფუძველზე მომხდარი დაპირისპირებებით... Читать дальше...

ლიუბოვ სობოლს ბრალი წაუყენეს და გაათავისუფლეს იზოლატორიდან

Radiotavisupleba.ge 

ალექსეი ნავალნის თანამბერძოლს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი გაათავისუფლეს მოსკოვის საგამოძიებო იზოლიატორიდან, სადაც იგი ორი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მანამდე სობოლი მიიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში, სადაც უფლებათდამცველს ბრალი წაუყენეს საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფისთვის. უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ბრალდება რაიმე სახის აღკვეთას. თავად სობოლმა ტელეკომპანია „დოჟდს“ უთხრა, რომ საქმეში უამარავი შეუსაბამობაა, რაზეც იგი ექვსჯერ დაკითხეს. 25 დეკემბერს პოლიციამ... Читать дальше...

რუსეთში მამამ შვილები მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

News.ge 

რუსეთში, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მცხოვრებმა ფაზილ ხალიკოვმა ცოლის ღალატის გამო შვილები მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინტერნეტში გავრცელდა ხალიკოვის ხმოვანი ჩანაწერი, სადაც ის შვილების მკვლელობის მიზეზად ცოლის ღალატს ასახელებს: ნახვამდის ძმაო. ცოლმა ღალატი აღიარა და მითხრა, რომ სხვა უყვარს. მშვიდობით, შვილები თან მიმყავს – ამბობს ჩანაწერში მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ...

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს

Radiotavisupleba.ge 

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს გაასაჩივრებს თუ არა პოლიციელ ვანო ზანდარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას. სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. Читать дальше...



გიორგი ბარამიძე – პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება

News.ge 

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ ბარამიძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ ყრილობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, წინ მშვიდობიანი ბრძოლაა უზურპატორი რეჟიმის წინააღმდეგ. მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლების უზურპაციის შელამაზებას ცდილობს, რადგან ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმოჩენა უნდა. “ძალიან სასიამოვნოა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. მან პარტიის ყრილობაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება და „ხელისუფლებისთვის ბოლომდე შეტევა“. „მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა... Читать дальше...

ნიკა მელია: “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო

News.ge 

„ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველი ხალხი გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამოდ, სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და ღირებულებები, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დაიცვას და გაამრავლოს საკუთარი ფული ჩვენს ხარჯზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მინდა მოგესალმოთ ყველაზე ძლიერ, ყველაზე წარმატებულ პარტიას, რომელსაც ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანია. გუნდს, რომელიც არასოდეს ...

პუტინი მზად არის, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ პრეპარატ „სპუტინიკ V“-ით აიცრება, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 27 დეკემბერს განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში. „მან მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე და ელოდება, ყველა ფორმალობა როდის დასრულდება“, - მოჰყავს სააგენტო „როიტერსს“ პესკოვის სიტყვები. რუსეთში დეკემბრიდან დაიწყო რუსული წარმოების პრეპარატ „სპუტინიკ V“-ით იმუნიზაციის ნებაყოფლობითი კამპანია, პირველ რიგში ხანდაზმული მოქალაქეების აცრით. Читать дальше...

თურქეთი იუწყება 15 ქურთი მეამბოხის განადგურების შესახებ სირიის ტერიტორიაზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ მისმა არმიამ 15 ქურთი მეამბოხე გაანადგურა ჩრდილოეთ სირიაში განახორციელებული იერიშის შედეგად. "როიტერსის" თანახმად, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ცნობა ტვიტერში გაავრცელა. ოპერაციის დეტალები უცნობია. ანკარა აცხადებს, რომ განდგურებულია სირიელ ქურთთა სახალხო ლაშქრის (YPG) წევრები, რომელიც ამზადებდნენ ტერაქტებს თურქეთის და მისი სირიელი მოკავშირეების მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიაზე. თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ქურთთა სახალხო ლაშქარს (YPG). Читать дальше...

“ანაქრონული “ბელადის” კონცეფციიდან თანამედროვე “ლიდერების” კონცეფციაზე გადასვლა”

News.ge 

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ნიკა მე­ლი­ას არ­ჩე­ვას აფა­სებს და ამ­ბობს, რომ ეს ანაქ­რო­ნუ­ლი “ბე­ლა­დის” კონ­ცეფ­ცი­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე “ლი­დე­რე­ბის” კონ­ცეფ­ცი­ა­ზე გა­დას­ვლას ნიშ­ნავს. ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ ნიკა მე­ლი­ას არ­ჩე­ვა ნიშ­ნავს სის­ტე­მურ ტრანსფორ­მა­ცი­ას, ანუ ანაქ­რო­ნუ­ლი “ბე­ლა­დის” კონ­ცეფ­ცი­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე, “ლი­დე­რე­ბის” კონ­ცეფ­ცი­ა­ზე გა­დას­ვლას. Читать дальше...

მელია: “ნაციონალური მოძრაობა“ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება

Radiotavisupleba.ge 

„მინდა მივესალმო გუნდს, რომელიც არასდროს შეჰგუებია უკანონობას, ქვეყნის გაღატაკებას, დაბეჩავებას, სიყალბეს. ვისაც თითოეული დაბრკოლება, თითოეული გაყალბება მხოლოდ აძლიერებს, მოტივაციას მატებს და ახალ, უფრო დიდ გამარჯვებასთან მიყავს“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის წევრებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს: „მოგესალმებით ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას... Читать дальше...

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ყრილობა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურ დამტკიცებამდე, გაიმართა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 779-მა ადამიანმა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ კი 35.1 პროცენტი (7288 ხმა). „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. Читать дальше...

მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა

Radiotavisupleba.ge 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პოლიციის მაღალჩინოსნის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლს, 117-ე მუხლი დაემატა, რაც სხვა პირისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მკვლელობა სოფელ იყალთოში ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, პოლიციელმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. Читать дальше...

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. Читать дальше...

Новости России
Москва

Подмосковные проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023


იგორ დოდონი პოსტიდან გადადგომის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და იქიდან გააკრიტიკა მაია სანდუ

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის ექსპრეზიდენტი იგორ დოდონი „აბსურდს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ მისი მემკვიდრე, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი რუმინეთის მოქალაქეა, ხოლო მაია სანდუს ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ოფიციალური საიტის თანახმად, სახელმწიფო ოფიციალურ ენად მოლდოვურთან ერთად რუმინულიც გამოცხადდა. ამის შესახებ იგორ დოდონმა ისაუბრა რუსულ სახელმწიფო ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში. იგორ დოდონი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ახლდნენ პარლამენტის სპიკერი, ზინაიდა გრეჩანი, კიშინიოვის მერი და გაგაუზიის ავტონომიის ლიდერი. Читать дальше...

Essay Online Service – Writes a Superb Essay

News.ge 

Essay online suppor puncation checkt is fantastic for speech cover letters which can be bought online at economical price. Composing a superb essay demands the crucial tools that will help the student in writing a clear and qualitative composition. The procedure requires the selection of subject, composing and proofreading and ultimately editing and reviewing the ...

ბაიდენმა მოუწოდა ტრამპს, სასწრაფოდ მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ დონლად ტრამპს, მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელსაც მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. ჯო ბაიდენის თქმით, თუ დონალდ ტრამპი დაუყოვნებლივ არ მოაწერს ხელს კანონს, მაშინ დაახლოებით 10 მილიონამდე ამერიკელი დაკარგავს უმუშევრობისთვის დაწესებულ შემწეობას. დაახლოებით 1 ტრილონი დოლარის მოცულობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მომავალი წლის მარტამდე უმუშევრობისათვის, გაზრდილი, კვირაში 300$-ის ოდენობის... Читать дальше...

„ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გრძნობს „დისკომფორტს“ იმის გამო, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა: „ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს. Читать дальше...

კვირას მინსკსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში ტრადიციული საკვირაო აქციები ერთბაშად რამდენიმე ადგილზე დაიწყო. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სპეცდანიშნულების ნაწილმა დაშალა მსვლელობა მინსკში, ტიკოცკის ქუჩაზე და დააკავა ქალი და მამაკაცი, რომლებსაც რეჟიმის მიერ აკრძალული თეთრ-წითელი დროშები ეჭირათ. ბელარუსში ზედიზედ 141-ე დღეა მოქალაქეები აწყობენ ანტისამთავრობო აქციებს 9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. დემონსტრანტები მოუწოდებენ ხელისუფლებას... Читать дальше...

სომხეთი შევიდა ქვეყნების პირველ სამეულში, სადაც რუსეთი ყველაზე მეტად უყვართ

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ყველაზე მეტად რუსეთი უყვართ ტაჯიკეთში. მეორე ადგილზე გავიდა სერბეთი, ხოლო სამეულში ბოლო ადგილზეა სომხეთი. რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლებად თბილად არიან განწყობილი ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, სირიაში, უკრაინაში, ბულგარეთსა და ჩინეთში. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოკითხვის შედეგად ათეულში საერთოდ არ აღმოჩნდა აზერბაიჯანი. წლის ბოლოს, რუსეთის ავტორიტეტულ გაზეთ „ვედომოსტის“ თანახმად... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде






Осуждённому за наёмничество участнику СВО из Киргизии дадут убежище в России

По делу замминистра Иванова за растрату арестован его экс-подчиненный Филатов

Во время акции «День добрых дел» в Подмосковье высадили свыше 7,8 тыс деревьев

Захарова заявила о необходимости расширить Совбез ООН за счет стран Юга