Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 20.12.2020

ბრიტანეთი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ ზომებს ამკაცრებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

მუტაციის შედეგად ვირუსმა ბრიტანეთში უფრო სწრაფად გავრცელება დაიწყო ბრიტანეთში ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი ამ დრომდე არსებულზე სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა. საშობაოდ მკაცრი ზომები ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში... Читать дальше...

აშშ-ის სენატორები გამოდიან მოწოდებით პასუხი გაეცეს კიბერშეტევას, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ორი სენატორი აცხადებს, რომ ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ფართომასშტაბიან კიბერშეტევას, რომელიც, აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს და აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს ქსელებში შეღწევა შეძლეს.  რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა "პასუხს მოითხოვს", და ეს "კიბერპასუხი" უნდა იყოს. თუმცა, დასძენს, რომ არ არის დარწმუნებული რამდენად აქვს აშშ-ის "იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს იგივე ან კიდევ უფრო მეტი მასშტაბის ქმედება, რომელიც რუსეთმა განახორციელა ჩვენს მიმართ". Читать дальше...

სტალინი და მისი მარშლები. ნაწილი პირველი

Radiotavisupleba.ge 

ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ახსოვს საბჭოთა ეპოქის სამხედრო აღლუმების დროს მავზოლეუმის „აივანზე“ გამოფენილი მარშლები. მკერდ-მუცელზე დახუნძლული მედლებითა და თავზე ჩამოფხატული დიდი ქუდებით, ისინი ალბათ საკარნავალო პერსონაჟებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე ზესახელმწიფოს სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს. მარშლის ინსტიტუტს წითელ არმიაში სტალინმა ჩაუყარა საფუძველი. 1935 და 1953 წლებს შორის იოსებ ჯუღაშვილი 38 ადამიანს აღავლენს (მათ შორის იოსებ სტალინსაც) ამ წოდებამდე. ამ 38 მარშალში ის გამოყოფს 20 რჩეულთა რჩეულს - საბჭოთა კავშირის მარშლებს. Читать дальше...

ევროკავშირის ქვეყნები ბრიტანეთს სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებენ, ვირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო

Radiotavisupleba.ge 

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ახალი შეზღუდვები დააწესა ბრიტანეთში და ბრიტანეთიდან მოგზაურობაზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში, ლონდონის ჩათვლით,  კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.  ბელგიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთიდან მომავალ მატარებლებს და თვითმფრინავებს საზღვრებს დაუკეტავს, იტალია აპირებს ფრენის შეწყვეტას. მანამდე ბრიტანეთიდან სამგზავრო თვითმფრინავების ჩასვლა აკრძალა ჰოლანდიამ.  პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ უფრო მკაცრი წესები... Читать дальше...



ელჩების კონფერენცია 2020 ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის 21-23 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020" გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია ვირტუალური ფორმატით ჩატარდება. კონფერენციის თემა იქნება “ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”. სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით... Читать дальше...

გარდაიცვალა მსახიობი გოგი ქავთარაძე

Radiotavisupleba.ge 

80 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. იგი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, 1969-1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის დირექტორად, 1982-1992 წლებში იყო  სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. Читать дальше...

პაატა იმნაძე: ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული – შეზღუდვები რა მასშტაბით შემსუბუქდება და რაც მთავარია, როგორც ბიზნესი და ასევე ჩვენ მოქალაქეები, წესებს როგორ დავიცავთ

News.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კვირის მონაცემით, სიტუაცია ნამდვილად სტაბილურია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იმნაძემ განუცხადა. “ინფიცირებულთა კლების შესახებ შაბათის მონაცემებით არ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია, გაკეთებული ტესტებიდან პროპორცია იმავე დარჩა, რაც წინა დღეებში, მაგრამ მიმართვიანობა შაბათ-კვირას ნაკლებია ხოლმე. ამიტომ მხოლოდ ამ ორი დღით არ უნდა ვიმსჯელოთ. კვირის მონაცემით კი, ნამდვილად ...

რობერტ სტურუა: გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე მსახიობი, რეჟისორი, მეგობარი!

News.ge 

რეჟისორი რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში წერს: “გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე მსახიობი, რეჟისორი, მეგობარი!” საქართველოს სახალხო არტისტი გოგი (გიორგი) ქავთარაძე  80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო. 1990-1991 წლებში იყო ...

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

დევნილთა სააგენტო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ოჯახის საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. განცხადების თანახმად, დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა. „დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო... Читать дальше...

ბელარუსში დააკავეს ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, ვიასნას განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ათობით მოქალაქე დააკავეს აქციაზე, რომელიც იმართებოდა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. ვიასნა 20 დეკემბერს ავრცელებს ცნობას, რომ დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში დაკავებულია სულ მცირე 42 მოქალაქე. ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. Читать дальше...

საქართველო ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს

Radiotavisupleba.ge 

ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მომავალ წელს, გაზაფხულზე დაიწყება და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს საქართველო უმასპინძლებს. დანიის ქალაქ ჰერნინგში გამართული წილისყრის შედეგად დაზუსტდა, რომ შეხვედრები 2021 წლის 12-14 მარტს შედგება და საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძლის - საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბრიტანეთი, ბულგარეთი და კვიპროსი. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. მთავარი შესარჩევი რაუნდი კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება და მასში 32 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები განიხილება

Radiotavisupleba.ge 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა განიხილება - ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა თავმჯდომარის კანდიდატურებზე შესაჯერებლად. როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ TV პირველს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ, მანამდე კი პარტიის თავმჯდომარის არჩევა ელექტრონულად მოხდება: „ალბათ... Читать дальше...

სომხეთში გრძელდება გლოვა ყარაბაღში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად

Radiotavisupleba.ge 

19 დეკემბერს სომხეთში დაიწყო სამდღიანი გლოვა, რომლითაც პატივს მიაგებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო, აზერბაიჯანის ძალებთან ექვსკვირიან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. კორონავირუსისგან თავის დასაცავად სახეზე ნიღბით და დაცვით გარშემორტყმული პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 19 დეკემბერს ერევნის ცენტრში შეუერთდა ათასობით მოქალაქეს, სამგლოვიარო მსვლელობაში. ფაშინიანი აცხადებდა, რომ მსვლელობა გაივლიდა რესპუბლიკის მოედნიდან სამხედრო პანთეონამდე. პანთეონთან ფაშინიანის მოწინააღმდეგეებმა მისი მისამართით იყვირეს "მოღალატე"... Читать дальше...

ბელარუსში გრძელდება აქციები ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

20 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და ქვეყნის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გადადგომისკენ. ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. პოლიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


მუტაციის შედეგად ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელების ფონზე, ბრიტანეთი ამკაცრებს შეზღუდვის ზომებს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთში შეშფოთებას იწვევს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ უფრო მკაცრი წესები, რომლებიც ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში. Читать дальше...

ქაბულში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში სულ მცირე რვა ადამიანი იმსხვერპლა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტარიყ არიანმა 20 დეკემბერს განაცხადა, აფეთქებისას დაიჭრა 15 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ხან მოჰამად ვარდაკი. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა დეპუტატის ესკორტი ერთ-ერთ უბანში გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოეკიდა მანქანებს, დაზიანდა შენობები.  არიანის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. Читать дальше...

"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილება ასევე პარტიის თავმჯდომარის საკითხი. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პოლიტსაბჭოზე ბევრია სამსჯელო იმ ფონზე, რაც პარტიამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ამავე დროს თანამდებობა დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. „პარტიის სამოქმედო გეგმაზე არის პოლიტსაბჭოზე მსჯელობა და მისი დასრულების შემდგომ აუცილებლად მოგახსენებთ შედეგებს... Читать дальше...

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. TV პირველის ცნობით, გარდაცვლილია 30 წლის ვახო მაჩაბელი, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული და დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის საბერძნეთში გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ დაუსახელებიათ. უწყების ცნობით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის... Читать дальше...

Мы все умрем. Как изменится мир от распространения AR и VR. Часть I

ИА «Новости-Грузия» 

Смешение цифровой и настоящей реальности - процесс давний, длительный и, кажется, неизбежный. Как давно он начался? Как улучшится мир от повсеместного внедрения технологий виртуальной и дополненной реальности? Насколько эффективнее обучаться в AR- или VR-очках?


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева установила новый рекорд на турнирах WTA-1000






Брат Дхумохона Курбонова также задержан по делу о теракте в "Крокусе"

Минтруда помогло кыргызстанцу в Москве получить 715 тысяч рублей

Азербайджан забирает новые территории после ухода русских. Пашинян не сопротивляется решениям

Власти Евросоюза призвали РФ пересмотреть решение о судьбе "дочек" Ariston и Bosch