Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 08.12.2020

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთთან სტუმრად ფრედ ითამაშა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი საფრანგეთთან ფრით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი უძლიერეს მეტოქეს პარიზში დაუპირისპირდა, ოთხი გოლი გაუტანა და ამდენივე გაუშვა. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია რუსეთის ნაკრები. მეოთხე გუნდის ვინაობა კი სომხეთისა და ბულგარეთის პლეი ოფში, დღეს უნდა გაირკვეს. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად. Читать дальше...

პანდემიის შემდეგაც მოხერხდება მისი დადებითი მხარეების შენარჩუნება?

Radiotavisupleba.ge 

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ერთი შეხედვით, იოლი არ არის ამ ანდაზის მორგება COVID-19-ისთვის, მაგრამ როგორც ყველა კრიზისში, წლევანდელ პანდემიაშიც შეიძლება დადებითი მხარეების გამოძებნა. პანდემიის პირობებში აშკარად უფრო სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, ვიდრე მანამდე გვქონდა. ბევრმა ადამიანმა შეძლო წონასწორობის აღდგენა სამსახურსა და ოჯახს შორის მას შემდეგ, რაც მათთვის ოჯახი იქცა სამუშაო ადგილად. არის უფრო ფართო მასშტაბის დადებითი ტენდენციებიც - მაგალითად, გაიზარდა თანამშრომლობისა და სოლიდარობის გრძნობა არა მხოლოდ... Читать дальше...

ასლან ბჟანიას საგარეო მისწრაფებები: მორიგი სიგნალი თბილისს

Radiotavisupleba.ge 

პირველი: რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გამყარება; მეორე: საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება - ასე ნაწილდება აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში. ასლან ბჟანია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტად მარტში აირჩიეს, ზეპირი განცხადებების შემდეგ, ახლა წერილობით გამოთქვამს მზაობას, სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დამატებითი ფორმატების შექმნაზე, რითიც მორიგ სიგნალს უგზავნის თბილისს. 4 დეკემბერს დამტკიცებული კონცეფცია ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტია... Читать дальше...

ირაკლი ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული რეგიონის დროშის დაწვის და ამის "მძიმე შედეგებისთვის"     

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც  გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან "მძიმე შედეგები" და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის. სასამართლომ, რომელსაც დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშულების ერთობლიობის შესაბამისად გამოიტანა განაჩენი... Читать дальше...

2 დღე პირველ სხდომამდე - ვისთან ერთად აპირებს "ოცნება" პარლამენტში შესვლას

Radiotavisupleba.ge 

„ქართულ ოცნება“ იმედოვნებს, რომ მარტოს არ მოუწევს შესვლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება; ხოლო მომავალ წელს პარლამენტში მთელი ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციის ძირითადი ნაწილისთვის ამ ეტაპზე ეს იმედი სრულიად გაუგებარია, რადგან ხელისუფლება არცკი განიხილავს ოპონენტების 4-პუნქტიანი შეთავაზების მთავარ საკითხებს. პარალელურად, ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ მათი რიგებიდან რამდენიმე პირი შესაძლოა მაინც შევიდეს ახალ პარლამენტში. . ვინ რა პოზიციაზეა? Читать дальше...

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

განცხადებები ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხუთ საათიანი მოლაპარაკებებისა და უკვე მეოთხე მცდელობის შემდეგ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ვერაფერზე შეთანხმდა. არადა პარლამენტის პირველი სხდომა კარს არის მომდგარი. გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლაი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბრისთვის დანიშნა. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი შეხვედრა უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მოლპარაკებს. Читать дальше...

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს მიმართავს: დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვლილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა “ქართულ ოცნებაში”

News.ge 

“ბატონო ზვიად, ზვიად ძიძიგური – Zviad Dzidziguri მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ. პრინციპში, ამგვარ ბრალდებებს “ქართული ოცნება” მიჩვეულია – როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ...



სომხეთის კრიზისი და ლუკაშენკა-სარქისიანის ფარული საუბარი მთიან ყარაბაღზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული კრიზისი ახალ პიკს აღწევს. 8 დეკემბერს სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფაშინიანისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამშაბათს გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ. ამ ფონზე 8 დეკემბერს ინტერნეტში გავრცელდა ოთხი წლის წინანდელი ფარული აუდიოჩანაწერი... Читать дальше...

თალაკვაძე: ვიმუშავეთ ბევრი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს. ის ამბობს, რომ არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და  გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. „ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული... Читать дальше...

კობახიძე: საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე „ქართული ოცნების“ მხრიდან განიხილებოდა საარჩევნო რეფორმის საკითხები. მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე არის: „ხვალ ან ზეგ შედგება ალბათ ბოლო შეხვედრა, სხდომა უკვე ახლოვდება, პარასკევს არის პარლამენტის პირველი სხდომა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით... Читать дальше...

ზურა ჯაფარიძის თქმით, საუბარი გაგრძელდა პუნქტებზე მაგრამ უშედეგოდ

Radiotavisupleba.ge 

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით ფასილიტატორების შუადგომლობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე საუბარი კვალავ ორივე მხარეთა შეთავაზებების პუნქტობრივ განხილვას დაეთმო, თუმცა არსებითი წინსვლა არ გამოიკვეთა. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ,  საქართველოში ამერიკის ელჩის კელის დეგნანის რეზიდენიაში, მისი და ევროკავშრის ელჩის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა მედიასთან საუბარში. ზურა ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის... Читать дальше...

დავით ჭიჭინაძე: … აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა, რატომ უნდა მოგინდეს?!

News.ge 

სამწუხაროდ, ელჩები, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ , – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ელჩებთან შეხვედრას ოპოზიციის სრული შემადგენლობა და მედია უნდა ესწრებოდეს. „ვინც დღეს ფულზე გაიყიდება, ვინც „ოცნების“ ქმედებაში, შესაბამისად ...

შალვა ნათელაშვილი: დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ

Radiotavisupleba.ge 

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა, ოპოზიციამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევა: „მე შემიძლია გითხრათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია-პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ მთელი მსოფლიოს თვალწინ გაშიშვდვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა“... Читать дальше...

ალექსანდრე ელისაშვილი: არანაირად არ შევდივარ პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების შუამავლობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მეოთხე რაუნდის შემდეგ თქვა, რომ ელჩების თხოვნით, დეტალების შესახებ ლაპარაკისგან კვლავ თავს იკავებს. ელისაშვილი გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად აპირებს პარლამენტში შესვლას. „პირველ რიგში არსად არ შევსულვართ და არსაიდან არ გამოვსულვართ. დილიდან, რომ ვიღაც ტუტუცებს ყიჟინა აქვთ გაცემული იმაზე... Читать дальше...

საფრანგეთის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვს Charlie Hebdo-ზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილებისთვის

Radiotavisupleba.ge 

8 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე საფრანგეთის პროკურატურამ ხუთი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელი მოითხოვა 14 პირისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 2015 წლის იანვარში სატირული ჟურნალის თანამშრომლებისა და ებრაულ სუპერმარკეტში მძევლების მკლელებთან კავშირში. ამ ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში არაერთი მსგავსი დანაშაული იქნა ჩადენილი. პროცესზე განაჩენის გამოცხადებას მოელიან მომავალ კვირაში. 16 ადამიანი იქნა მოკლული მძევლების აყვანისას და ყოველკვირეულ Charlie Hebdo-ზე თავდასხმის დროს. სატირულმა... Читать дальше...

“პარლამენტში არ შესვლას აქვს მორალური პოზიცია, ძალიან ძლიერი პოზიცია, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა”

News.ge 

პარლამენტში არ შესვლას აქვს მორალური პოზიცია, ძალიან ძლიერი პოზიცია, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერებმა თამასა თავად აწიეს, როდესაც განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ეს მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არჩევნები გაყალბდა. „ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს პარლამენტს და ...

Новости России
Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


ელისო ბოლქვაძე: ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს

Radiotavisupleba.ge 

პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 32-ე ნომერია „ფეისბუკზე" ეხმაურება „კონსერვატიული პარტიის" ლიდერს ზვიად ძიძიგურს. ბოლქვაძე უკმაყოფილოა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოთქმული კრიტიკით. ის წერილში ივანიშვილს 11-ჯერ ახსენებს და ძიძიგურს მიმართავს: „დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა „ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო... Читать дальше...

სომხეთში ვადა გასდის პრემიერისთვის ოპოზიციის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში 8 დეკემბერს ვადა ეწურება გადადგომის ულტიმატუმს, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს წაუყენა ოპოზიციამ და რომლის პირობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებაა. პოლიტიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამართონ მშვიდობიანი აქციები კანონის ფარგლებში, მაგრამ მაინც მოხდა ზოგიერთი ქუჩის გადაკეტვა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ათეული  ადამიანი. ოპოზიცია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას, რადგან არ ეთანხმება სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის მეზობელ აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტის... Читать дальше...

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის „დროებითი ოკუპაცია“ და უკრაინაში შეიარაღების მიწოდება. რეზოლუცია, რომლის შესრულება არაა სავალდებულო, „დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და გადაუდებლად შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია“. გაეროს რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, აგრეთვე, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების თანამედროვე... Читать дальше...

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" თქვეს

Radiotavisupleba.ge 

არჩევნებზე ზღვარგადალახული პარტიებიდან მხოლოდ "გირჩი" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. მათ დაფინანსების მოთხოვნის წერილი აუდიტის სამსახურს არ გაუგზავნეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს. საბიუჯეტო დაფინანსებას სულ 7 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს, მათ შორის ორი ბლოკია. ბიუჯეტის თანხა დაერიცხებათ: "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბლოკში შემავალ პარტიებს („რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“)... Читать дальше...

ნაბულინგარი სახე ამ პერიოდში არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ ჰქონდა

News.ge 

”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგი წერეთელი “დღის კურიერის” ეთერში ამბობს, რომ არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერზე ბულინგი არ განხორციელებულა. მისი თქმით, ყველა ამბობდა, რომ ერთიანია და ასეთ პარლამენტში შესვლას არ გეგმავდნენ. “პრინციპში, ზეწოლა, რა თქმა უნდა, იქნება ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ მას ამის ყველანაირი ინსტრუმენტი გააჩნია, დაწყებული ფინანსურით და დასრულებული ადმინისტრაციულით და სურვილიც, ...

იმედი მაქვს, ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან

News.ge 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა. როგორც ვაშაძემ ფასილიტატორებთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. „სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭრილმა ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мария стала соперницей Азаренко на турнире WTA в Мадриде






Омская команда «ВВ» не прошла в финал «Лиги городов» на ТНТ

У белгородки стащили сумку с деньгами

Солисты балета самарского театра стали лауреатами конкурса "Арабеск"

Винер заявил о попытках уничтожить художественную гимнастику