Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს

0

„ევროპული საქართველო“ ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაში, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ, მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას“.

„დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის „კარუსელი“, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც არც ერთი სარჩელი და არც ერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საოლქო კომისიების, არც ცესკო-ს და არც სასამართლოს მიერ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას. ყველა ფორმალური გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, იქნება დახურული ცესკო-ს და ივანიშვილის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არსებობს და რომლის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დარჩენილ დღეებში ოპოზიციის და მედიატორების წინაშე იმ კონკრეტული წინადადებით არ წარსდგება, რომელიც ახალ არჩევნებს ეხება. ჩვენ ამას ველოდებით, რა თქმა უნდა, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ამიტომ ეს კრიზისი გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად დასრულება ავტორიტარიზმის ამ გზაზე შემდგარი ივანიშვილის ფუნდამენტური დამარცხებით“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს ცესკოს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев о победе на "Мастерсе" в Мадриде: у меня нет слов






На Западе отреагировали на российские учения с тактическим ядерным оружием

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510

В Ярославле начался суд над капитаном врезавшегося в пирс теплохода

Песков: вопрос о продлении выставки трофейной техники находится в ведении Минобороны