Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

სტრატეგიული მოთმინება თუ „მძაფრი“ რეაქცია? თეირანი ბირთვული მკვლევრის მოკვლაზე სათანადო პასუხს ეძებს

0
სტრატეგიული მოთმინება თუ „მძაფრი“ რეაქცია? თეირანი ბირთვული მკვლევრის მოკვლაზე სათანადო პასუხს ეძებს

ირანში მკაცრი პოლიტიკური ხაზის მომხრეები მოითხოვენ მძაფრი პასუხი გაეცეს საერთაშორისო თავდასხმებს, იმის მსგავსს, როგორიც განხორციელდა ამას წინათ და რომელსაც ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი ემსხვერპლა. ზომიერი პოლიტიკოსები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიპლომატიური გზების ჩაკეტვის საშიშროებაზე ლაპარაკობენ.    

მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობამ ისლამური რესპუბლიკა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ფახრიზადე ირანის ადრეული საიდუმლო  ბირთვული პროგრამის შემოქმედი იყო.

თავხედურმა ფორმამ თავდასხმისა, რომელიც თეირანს გარეთ მოხდა 27 ნოემბერს, მტკივნეული დარტყმა მიაყენა ირანის სასულიერო ხელმძღვანელობას აშშ-ის გამანადგურებელი სანქციების მოქმედების პირობებში, რის გამოც ირანის ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს.

ხელისუფლებამ თავდასხმაში ბრალი დასდო ისრაელს და დევნილობაში მყოფ ოპოზიციურ დაჯგუფებას.

ისრაელი, რომელზეც ფიქრობენ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტ ნათანზზე აფეთქების, ასევე, სულ მცირე ოთხ ბირთვულ ფიზიკოსზე ათი წლის წინ თავდასხმის უკან დგას, მომხდარის გამო კომენტარს არ აკეთებს.

ირანელი, ასევე უცხოელი მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ირანის მხრიდან ფახრიზადეს მკვლელობის უპასუხოდ დატოვება შეიძლება სისუსტედ იქნეს აღქმული და შეიცავდეს მომავალში ამგვარი თავდასხმების გამეორების საფრთხეს. ამავე დროს, ისინი მოელიან, რომ მძაფრმა რეაქციამ შეიძლება ძვირად ღირებული ესკალაცია გამოიწვიოს და ირანს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან  დიპლომატიური ურთიერთობის შანსები წაართვას.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი იყო 2015 წელს, როცა  ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, ერთობლივი მრავალმხრივი მოქმედების გეგმა, დაპირება გამოთქვა, რომ შეთანხმებას აღადგენს, თუ ირანი მკაცრად დაიცავს მის პირობებს. 

„ეკონომიკის აღსადგენად ირანს სჭირდება კვლავ ამოქმედდეს, სრულად ან ნაწილობრივ, ბირთვული შეთანხმება. სხვების დასაშინებლად და ღირსების შესანარჩუნებლად სურს შური იძიოს ფახრიზადეს მოკვლის გამო. ამ უკანასკნელის მიღწევა კი პირველზე უარის თქმის გარეშე ძალიან ძნელია“, დაწერა ტვიტერით ქარიმ საჯდადფურმა , ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ანალიტიკოსმა.

 

ირანის ხელმძღვანელობის ახლანდელი გამონათქვამები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ირანის რეაქცია თავიდან თავშეკავებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორები აქტიურობენ და მუქარის განცხადებებით გამოდიან.  ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვას ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტებზე,  ან, როგორც რადიკალურად მკაცრი ხაზის მომხრე Kayhan daily აცხადებდა, დაარტყას ისრაელის საზღვაო ნავსადგურს, ჰაიფას, მატერიალურ ზარალთან ერთად „ადამიანებს შორის დიდი მსხვერპლის“ გამოსაწვევად.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა  ალი ხამენეის, მოწოდებით, თავდამსხმელები მკაცრად უნდა დაისაჯონ  და უნდა გაგრძელდეს ფახრიზადეს „სამეცნიერო და ტექნოლოგიური ძალისხმევა ყველა სფეროში, რომელშიც ის მუშაობდა“.

აიათოლამ თავი შეიკავა „სასტიკი შურისძიებისკენ“  მოწოდებისგან, როგორც ეს მან გააკეთა წელს, იანვარში, გენერალ ყასემ სოლეიმანის,  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის ელიტური ძალების მეთაურის, მოკვლის შემდეგ.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, და მისმა მრჩევლებმა განაცხადეს, რომ თეირანი პასუხს გასცემს „საჭირო დროს“, და გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ისლამური რესპუბლიკა არ უნდა გაებას ისრაელის მახეში, რომლის მიზანია ბირთვული შეთანხმების მოსპობა და ირანის პროვოცირება, პასუხი გასცეს ამგვარ ქმედებებს.

„ეს მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება, მაგრამ ჩვენ პასუხს არ გავცემთ იმ დროს, იმ ადგილზე და იმ ფორმით, როგორც ისინი ელიან“, თქვა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალი რაბიიმ.

ახლო აღმოსავლეთის ვაშინგტონის ინსტიტუტის ირანის პროგრამის დირექტორმა, ალექს ვატანკამ, თქვა, რომ,  მისი აზრით, ირანი ფახრიზადეს მკვლელობის გამო შურისძიებას „უახლოეს მომავალში“ არ ისურვებს.

„თეირანს ძალიან სურს დაინახოს, არის თუ არა ბაიდენთან ახალი დიპლომატიური პროცესის დაწყება შესაძლებელი. ირანელები მოელიან, რომ ბაიდენი ისრაელის ისეთივე მომხრე იქნება, როგორც ტრამპი, მაგრამ, ამის მიუხედავად, თეთრ სახლში მისი მოსვლა ირანს აძლევს შესაძლებლობას დაბრუნდეს მაგიდასთან იმ პოზიციაში, როცა შეეძლება თქვას, რომ წარმატებით დაასრულა ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია“, წერდა ვატანკა 30 ნოემბერს. 

ირანში ფახრიზადეს მოკვლას მოჰყვა ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავება.  მკაცრი ხაზის მომხრეები იყენებენ მომენტს, გააძლიერონ შეტევა პრეზიდენტ როჰანიზე, რომლის მთავრობამაც მოაწერა ხელი ბირთვულ შეთანხმებას 2015 წელს, როცა მიაღწიეს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ  საერთაშორისო სანქციების შერბილებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოიყვანა თავისი ქვეყანა ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს და დაიწყო „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების სახით.

თეირანმა უპასუხა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. 2 დეკემბერს როჰანიმ  უარყო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაამტკიცა მკაცრი ხაზის მომხრეთა უმრავლესობამ და რომელიც მოითხოვდა გაეროს ბირთვული ინსპექციების შეწყვეტას ბირთვულ ობიექტებზე და  ურანის  გამდიდრების გაფართოებას. საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომელიც არ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ, ეს კანონპროექტი ფახრიზადეს მოკვლის შემდეგ დაუმორჩილებლობის ნიშანი იყო.

დაპირისპირების დროს ორივე მხარე ცდილობს „წამებული ფახრიზადე“ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

1 დეკემბერს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, IRNA-მ, გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო, როგორ გადასცემს როჰანი ბირთვულ მკვლევარ  ფახრიზადეს სახელმწიფო ჯილდოს, მედალს, მისი წვლილისთვის ბირთვულ მოლაპარაკებაში, რომელმაც ბირთვულ შეთანხმებამდე მიიყვანა ირანი. 

რამდენიმე საათში  როჰანის მეტოქეებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერი, რომელზეც ფახრიზადე აშშ-თან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ ვაშინგტონი „ბოროტი დემონია“, რომლის ნდობა არ შეიძლება. ჩანაწერზე გაიგონებთ სიტყვებს: „რა მიზნით უნდა მოვილაპარაკოთ აშშ-თან? მდგომარეობა რომ კიდევ უფრო გაუარესდეს? დოლარი უკვე აღარ გვაქვს, ნავთობს ვერ ვყიდით, არ გვაქვს მედიკამენტები“. 

ირანში ეს ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ივნისში უნდა ჩატარდეს. როჰანის მოწინააღმდეგეებს გამარჯვების იმედი აქვთ. მათ პარლამენტში უმრავლესობა უკვე მოიპოვეს.

ირანის კონსტიტუციით, როჰანის არ შეუძლია მესამედ კენჭისყრაში მონაწილეობა. მაგრამ კონსერვატორები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ხელი შეუშალონ მისი ადმინისტრაციის ყოველგვარ წინსვლას. 

ამ კვირაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში - გავრცელებული ხმების ფონზე, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი, შეიძლება ირანის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს - ზარიფმა განაცხადა, რომ მკაცრი ხაზის მომხრეები ცდილობენ ჩაშალონ როჰანის  საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა და ბაიდენის მომავალ გუნდს მინიშნებას უგზავნიან:   

„ისინი ამბობენ, რომ [როჰანი და მისი ადმინისტრაცია] ვერ  დარჩებიან ხელისუფლებაში და რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია“, უთხრა ზარიფმა  Entekhab-ის „ახალი ამბების“ გამოცემას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде






Студент Влад Трапезников принял участие в акции и нарисовал граффити на станции

Сводный хор «Московского долголетия» выступит в Музее Победы в преддверии 9 Мая

Баскетболисты Химок стали чемпионами первенства Подмосковья

Частицу Благодатного огня доставили из Иерусалима в Россию