Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

პრაქტიკულად კვანძის გახსნასთან უნდა იყოს მიახლოებული სიტუაცია

0

ვთვლი, რომ იყო შანსები, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არ დამდგარიყო და კონსტრუქციული ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცეოდა , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, გაცილებთ კომფორტულად იგრძნობდა თავს, რომ ოპოზიციისა და მათ შორის ელჩებთან შეხვედრების დროს არ ყოფილიყო დათქმა ე.წ. „არ გაჟღერების“ პრინციპის, რადგან პოლიტიკა საჯარო სივრცეა.

მისივე თქმით, ცდილობს, რომ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირებით ოპოზიციურ ერთობას ხელი არ შეუშალოს.

„განსხვავებული მოსაზრებები მაქვს მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით, მიდგომებზე ბევრ საკითხში, რაღაც საკითხებში არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ იყო გარკვეული დრო და შანსები, რომ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არ დამდგარიყო და კონსტრუქციული ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, რასაც „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების პროცესში ვერ გაექცეოდა.

ახლა უკვე პროცესი შევიდა იმ ეტაპზე, როდესაც ოპოზიცია ერთიანია. ერთობა არის მნიშვნელოვანი, არ უნდა დავკარგოთ და უნდა ვთქვათ, რომ ესეც უნდა გაიაროს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, როდესაც ერთხელ მაინც ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს და ისე ესაუბრება ხელისუფლებას. ბევრი დეტალია, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, არსებობს და პარტიებიც ყველა კომფორტულად არ არიან ერთმანეთთან“,- აღნიშნა კობერიძემ.

მან ასევე მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვანძის გახსნასთან მიახლოებული ვითარება უნდა შეიქმნას.

„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს უცხოელ ფასილიტატორებთან ერთად უკვე იმდენი ნაბიჯია გადადგმული და გავლილი, პრაქტიკულად კვანძის გახსნასთან უნდა იყოს მიახლოებული ეს სიტუაცია. აქ უკვე იქნება გასაგები, რა იქნება გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რადგან არ შეიძლება ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდეს“,- განაცხადა კობერიძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде






Мужчина расстрелял двух человек на севере Москвы

Мужское имя Андрей: характер, судьба, отношения и совместимость

Россия ответит на враждебные действия прибалтов асимметричными мерами - Захарова

Синоптик Ильин рассказал о погоде в Москве на 9 Мая