Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

პოლონეთის ელჩი საქართველოში: გაოცებას იწვევს - საქართველო ევროკავშირის ფულით ჩინეთთან თანამშრომლობს

0
პოლონეთის ელჩი საქართველოში: გაოცებას იწვევს - საქართველო ევროკავშირის ფულით ჩინეთთან თანამშრომლობს

პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი გაოცებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო. Forbes Georgia-სა და BMG-სთან ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ პოლონეთს ამ სამუშაოს უკეთესად შესრულება შეუძლია - „მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია“.

მარიუშ მაშკიევიჩი განმარტავს ასევე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს და ამიტომ, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინური კომპანიების დაქირავება არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც აოცებს ევროკავშირის ელჩების კლუბში.

ელჩის შეფასებით, სამუშაოს შესრულებისას გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს არა ფასი, არამედ - ხარისხი და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ საქართველოსთვის მაღალ ხარისხთან შესაბამისი „საიმედო“ ფასის შეთავაზება.

„ჩინური კომპანიები გვთავაზობენ ყველაზე დაბალ ფასს და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა, ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი?

თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით, საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ?

ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად“, - აცხადებს ინტერვიუში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Пролетела 12 этажей: детали гибели девочки в вентиляционной шахте в Москве

Жителей Подмосковья предупредили о заморозках в ночь с 13 на 14 мая

Суд в Москве запретил распространение некоторых объявлений «только для славян»

Популярный кроссовер «Москвич 3» начали собирать по технологии полного цикла, он получил усиленное антикоррозийное покрытие кузова