Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

შალვა ნათელაშვილი: დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ

0
შალვა ნათელაშვილი: დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა, ოპოზიციამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევა:

„მე შემიძლია გითხრათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია-პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ მთელი მსოფლიოს თვალწინ გაშიშვდვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, საზოგადოებამ რაუნდების რაოდენობაზე არ უნდა ინერვიულოს, რადგან წინ კიდევ არაერთი შეხვედრაა:

„ კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბათ გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება, მათ შორის მსოფლიო პრაქტიკაში“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.  

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით  მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი თითქმის 5 საათს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.  დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მათ  პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде






В Мариинском театре начались гастроли балетной труппы Большого

Победительницу "Диктанта Победы" из Томской области наградили в Москве

Уголовное дело возбудили после смертельного ДТП с грузовиком в Подмосковье

Несколько автомобилей столкнулись в Можайском районе