Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

კორონავირუსით ახალციხეში 65 წლის ექიმი გარდაიცვალა

0

ნინა მერაბიშვილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფტიზიატრად მუშაობდა. კოლეგების თქმით,  მას COVID- 19 დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდასტურდა. იმის გამო რომ დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, ექიმი შინ მკურნალობდა.  მედიკოსების თქმით, ნინა მერაბიშვილის მდგომარეობა ინფარქტმა დაამძიმა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინფიცირებული ექიმი 24 ნოემბერს კლინიკა "იმედში" შეიყვანა, საიდანაც მომდევნო დღეს თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს. ახალციხელი მედიკოსი დღეს, 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

"ავად იყო კოვიდით და კოვიდის დროს დაემართა კიდევ ინფარქტი, ამიტომ იყო გადაყვანილი თბილისში, თორემ შიდაიზოლაციაში გადიოდა მკურნალობას. არ ჰქონდა ამ კოვიდზე ისეთი მდგომარეობა, რომ რამე პრობლემა ყოფილიყო. უბრალოდ დამძიმდა იმით, რომ დაემართა ინფარქტი" – განაცხადა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა ბესიკ ბურჯალიანმა.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის უკვე მეოთხე თანამშრომელი გარდაიცვალა COVID 19-ით.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 4570 დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1657-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 148 332.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






Три пары из Кузбасса зарегистрируют брак на выставке-форуме «Россия» в Москве

Что сейчас можно найти в гаражах Москвы? Например, старую Волгу, простоявшую 30 лет без движения

В Благовещенске мужчина пойдет под суд из-за продажи корней женьшеня в интернете

Президент ТПП РФ Сергей Катырин в ходе рабочего визита в Абу-Даби встретился с председателем Федерации торгово-промышленных палат ОАЭ Абдуллой Аль-Мазруи