Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

სააკაშვილი მანდატების დათმობაზე - ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა

0

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სამოქალაქო გმირობად აფასებს იმ ოპოზიციური პარტიების  წევრების საქციელს, ვინც ხელი მოაწერა  პარლამენტში არშესვლასა და მანდატების გაუქმებაზე. სააკაშვილის თქმით, მათ უარი თქვეს ხელფასებსა და ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ "2 მილიონზე თითო კაცზე" და ამის გამო მადლობას იმსახურებენ. 

"იმ ხალხმა, ვინც დღეს მოაწერა ხელი პარლამენტში არ შესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში ცივ ამინდში უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე – ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!

ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

შეიძლება ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობის და გამბედაობის წინაშე! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი რაც დღეს მოხდა!". – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე დღეს მან თქვა, რომ რაც დღეს მოხდა თბილისში, "ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა."

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






Бойца ММА Исламова отправили в СИЗО до 24 июня

Собянин: Количество креативных кластеров в Москве увеличилось почти в два раза

Заслуженный спасатель Щетинин объяснил возможности эвакуации из автобусов

Женщина-водитель и двое детей пострадали в ДТП в Самарской области