Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

” ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან, მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც ჯანსაღად, პრაგმატულად უყურებს ეროვნულ ინტერესებს”

0

დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალსწინ აღმოჩნდა, რომ ის იყო სიცრუე , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და არჩევნები არ არის გაყალბებული, აქედან გამომდინარე, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გავრცელებული ტყუილისთვის ბოდიში უნდა მიხადონ.

ამასთანავე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან გააგრძელებენ, რომლებიც ჯანსაღად და პრაგმატულად უყურებენ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს.

„ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და რასაც ახმოვანებდნენ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული. ყველა მათგანი ამბობდა და დღესაც მოვისმინეთ განცხადებები, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარეშე მათთვის ყველაფერი არის მიუღებელი, ოპოზიციური პოლიტიკოსების მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შედარებით პრაგმატულად და უფრო ჯანსაღად აფასებდა სიტუაციას. ეს არის რეალობა და რაზე უნდა მოველაპარაკოთ სანამ ბოდიშს არ მოიხდიან ამ ტყუილის გამო? რაზე უნდა მოველაპარაკოთ ? ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, ვამბობდით, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული და დღეს დადასტურდა, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. აი ახლა, ოპოზიციამ უკვე, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან, მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც ჯანსაღად, პრაგმატულად უყურებს ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась во второй раунд турнира WTA-1000 в Риме






Экс-игрок Деменко предрек "Краснодару" проблемы с составом

Спасатель объяснил, была ли у погибших пассажиров возможность эвакуироваться из затонувшего автобуса

Нездоровая фантазия либераста или фильма "Мама, я дома"

Жители Воскресенска почтили память героев ВОВ у Вечного огня