Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

გერმანია და საფრანგეთი საქართველოს - დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია

0
გერმანია და საფრანგეთი საქართველოს - დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია

საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია - საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებაზე. „ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და, საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას“.

ორი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ახლო პარტნიორი, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარება განიცადა და განამტკიცა კავშირები ნატოსა და ევროკავშირთან.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შესახებ კი ნათქვამია, რომ ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით. „ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე - შესანიშნავი“, - აღნიშნავენ გერმანია და საფრანგეთი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესში შეინიშნებოდა გარკვეული ნაკლოვანებები.

„იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია“, - ნათქვამია განცხადებაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

В России назвали подвигом победу Рублева на "Мастерсе" из-за болезни






Домодедовские спортсменки завоевали золото и серебро Чемпионата Европы по боксу

Михаил Мишустин пообещал усилить адресность мер поддержки граждан

Жителям Ступина показали военную технику в День Победы

Три группы выступят на отборочном концерте фестиваля «Добрый рок» в Твери