დააკავეს ბადრი ესებუას ძმა
სამართალდამცველებმა დააკავეს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუა ძმა, ბიძინა ესებუა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით შსს-მ ეჭვმიტანილად ბადრი ესებუა დაასახელა და მასზე ძებნა გამოაცხადა.