Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

შსს: ბოლო 24 საათში 867 პირი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევისთვის

0
შსს: ბოლო 24 საათში 867 პირი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ცნობით, 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დაარღვევისთვის 66, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 801 ადამიანი დააჯარიმეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს საქართველოში ჯამში უკვე 1 790 პირი ემსხვერპლა, დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა კი თითქმის 190 ათასია.

საქართველოს მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების იმედით 28 ნოემბრიდან აამოქმედა.

ასევე ნახეთ: დაწესებული შეზღუდვების შესახებ კითხვებზე პასუხები




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






В конкурсе «Мисс Суздаль» в честь 1000-летия города победила девушка из Коврова

Премьер Риши Сунак заявил, что следующие 5 лет — одни из самых опасных в истории Британии

Губернатор Дегтярев: мы хотим, чтобы внутренние старты обгоняли международные

В Турции на отелях появились таблички с национальной принадлежностью туристов