Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Sunday Times-ი: კრემლი მეორეჯერ შეეცადა ნავალნის მოწამვლას ბერლინში მის გამგზავრებამდე

0
Sunday Times-ი: კრემლი მეორეჯერ შეეცადა ნავალნის მოწამვლას ბერლინში მის გამგზავრებამდე

ბრიტანული გაზეთის, Sunday Times-ის თანახმად, კრემლი მეორეჯერ შეეცადა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლას მას შემდეგ, რაც პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. გაზეთის თანახმად, სავარაუდოდ, შხამის მეორე დოზა მსხვერპლის ორგანიზმში უნდა მოხვედრილიყო უშუალოდ სპეციალური თვითმფრინავის ომსკიდან ბერლინში გაფრენის წინ. გამოცემამ პირველმა გააჟღერა ეს ვერსია, რომელიც სპეცსამსახურებიდან მომდინარეობს.

ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა 20 აგვისტოს კომაში აღმოჩნდა. პილოტებმა ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეს და თვითმფრინავი დასვეს უახლოეს აეროპორტში - ომსკში, სადაც ნავალნი საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნავალნის შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი გაუკეთა. მოგვიანებით დამოუკიდებელმა ევროპულმა ლაბორატორიებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ არიან სერტიფიცირებული, დაადგინეს, რომ ნავალნი საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

როგორც Sunday Times-ი წერს, დიდი ალბათობით ნავალნი მეორე მოწამვლისგან დაიცვა ანტიდოტმა, რომელიც მას ომსკში გაუკეთა სასწრაფო დახმარებამ.

„ამ ატროპინმა გადაარჩინა ის სიკვდილს“, განუცხადა Sunday Times-ის კორესპონდენტს ბრიტანელმა ექსპერტმა - მასობრივი განადგურების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ატომური საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეეძლოთ ზემოქმედება მოეხდინათ ექიმზე, რომელიც ნავალნის მკურნალობდა ომსკში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები ომსკელი ექიმის გამონათქვამების ანალიზის შედეგად.

როგორც Deutsche Welle იუწყება, გერმანიის სპეცსამსახურებშიც მიაჩნიათ, რომ პირებმა, რომლები მზად იყვნენ, მოეკლათ ნავალნი, შეეცადნენ გამოეყენებინათ მასზე მეორედ თავდასხმის შესაძლებლობა.

მას შემდეგ, რაც ნავალნის ბერლინში ჩაუტარეს მკურნალობის კურსი, ის თავს კარგად გრძნობს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Ветеран Афганистана из Бурятии принял участие в параде Победы на Красной площади

Десять домов по программе реновации оформлены в ВАО ...

Раскрываемость преступлений в Заречном выросла

Девять человек погибли в ДТП в Москве на минувшей неделе