Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

გაათავისუფლეს აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების დროს დაკავებული 12 მოქალაქე

0
გაათავისუფლეს აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების დროს დაკავებული 12 მოქალაქე

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს თბილისში, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების დროს დაკავებული 12 მოქალაქე. მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა თბილისის მერიის მიერ შენობა-ნაგებობების დანგრევას. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების (რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს) დარღვევის საფუძვლით სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ მათი აპარატის თანამშრომლებმა 12 დაკავებული მოინახულა.

„12-დან 11 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გათავისუფლდნენ ხელწერილით.

1 პირი არის დაკავებული სისხლის სამართლის წესით. აპარატი დააკვირდება ამ პირის საქმეს და შევისწავლით რა გახდა მის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველი.

იმედია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ სასამართლო გაითვალისწინებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, როდესაც მათი პროცესი ჩატარდება", - წერს გიორგი ბურჯანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ 8 ადამიანი იყო დაკავებული. მოგვიანებით მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სულ დაკავებული იყო 13 მოქალაქე, საიდანაც 12 გათავისუფლებულია (ადმინისტრაციული წესით). მათი ინფორმაციით, ერთი მოქალაქე კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. 

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავისი მერობის პერიოდში ის თბილისში სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცებას არ დაუშვებს.

აფრიკის დასახლების მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась во второй раунд турнира WTA-1000 в Риме






В Раменском прошла презентация книги «НАШИ: Боевое братство»

Часть жилой пятиэтажки обрушилась в Коми: что известно к этому часу

Пятое место заняла петербургская команда «СШ по шахматам и шашкам – 1» на командном чемпионате России в Сочи

Гвинейские военные попросили 16-летнего сына Кадырова обучить их стрельбе