Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

ჩეხეთის მოქალაქეს 16 წლით პატიმრობა ემუქრება დონბასელი სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის

0
ჩეხეთის მოქალაქეს 16 წლით პატიმრობა ემუქრება დონბასელი სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის

ჩეხეთში პროკურატურამ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც რამდენიმე თვე მონაწილეობდა დონბასში მიმდინარე ბრძოლებში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხარეს.

როგორც გამოცემა Novinky იტყობინება, კარლოვი ვარის მხარის მცხოვრები, 26 წლის ლუკაშ ნ., გამოძიების თანახმად, 2015 წელს შეუერთდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტებს. როგორც აცხადებენ, ის იყო სეპარატისტების შეიარაღებული რაზმების წევრი, იყო მზვერავი, მონაწილეობდა უკრაინის სამთავრობო ჯარებთან შეტაკებებში. დონბასი მან 2016 წელს დატოვა. მას ბრალად ედება ტერორისტული საქმიანობა, რის საფუძველზეც 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საკუთარი სიტყვებით, ის დონბასში გაემგზავრა უკრაინელი „ფაშისტების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მას დაუსვეს პოსტტრავმატული სტრესული აშლილობის დიაგნოზი.

მანამდე ჩეხეთში რამდენიმე ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა, მათ შორის ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც უკრაინელი სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко вышла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Риме






Пятое место заняла петербургская команда «СШ по шахматам и шашкам – 1» на командном чемпионате России в Сочи

В РПЛ сменился лидер турнирной таблицы

Урганту не дали выступить на вечере памяти Окуджавы

"Спартак" лишился математических шансов выиграть Российскую премьер-лигу